კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონკრეტულ თვეებში დაბადებულმა ადამიანმა, იმ ასტროლოგური ქვებით მოჭედილი სამკაულები უნდა ატაროს, რომელიც წარმატებებს მოუტანს, კარიერასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში დაეხმარება. თუ რომელი ქვა შეგეფერებათ 2013 წელს, ამას ქვემოთ იხილავთ:

ამ წელს, ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ლალი, ალმასი, ტოპაზი და ცირკონი. ლალის ქვა დაგეხმარებათ ენერგიების სწორად გადანაწილებაში, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან, შეგმატებთ თვითდაჯერებულობას. ალმასი მოიზიდავს თქვენსკენ წარმატებებს, ასევე, დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოქმედებაში. ტოპაზი აგარიდებთ ავ თვალს, დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე. ცირკონი კი ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებისა და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებაში.

 თილისმური ძალა აქვს და წარმატებების მომტანია კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის: ზურმუხტის, საფირონის, ამაზონიტისა და აქატის ასტროლოგიური ქვები. ზურმუხტის ქვა დაგეხმარებათ უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები და რთული სიტუაციებიდან გამოსავალი იპოვოთ. საფირონი თქვენი გონებრივი შესაძლებლობების მობილიზებას მოახდენს, დაგეხმარებათ ინფორმაციის უკეთ აღქმაში. ამაზონიტის ქვა ოჯახური ურთიერთობების დარეგულირებას შეუწყობს ხელს. აქატი კი შეგმატებთ ბრძოლის უნარს, მოგანიჭებთ შინაგან სიმშვიდეს და დაგიცავთ შეცდომებისგან. 

 2013 წელს, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის თილისმის ძალა აქვს და დაგიცავთ შემდეგი ასტროლოგიური ქვები: ბერილი, როდონიტი, სარდიონი, ციტრონი. ბერილის ქვა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებაში, იზრუნებს თქვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგიით მომარაგებაზე. როდონიტი დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და მის გააზრებაში, საპირისპირო სქესთან ურთიერთობების დასტაბილურებაში. სარდიონი ხელს შეუწყობს  ძლიერი ბუნების გამოვლენას, დაგიცავთ სასიყვარულო ურთიერთობებში არასწორი ნაბიჯებისგან. ციტრონის ქვა იზრუნებს თქვენი გუნება-განწყობის გაუმჯობესებასა და ძალების მობილიზებაზე.

2013 წელს, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ  დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და ერთგვარი თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ზურმუხტი, მარგალიტი, მთვარის ქვა და ავანტიურინი. ზურმუხტი დაგეხმარებათ სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობების მოგვარებაში, აგარიდებთ არასასურველ ფიქრებს და სტრესულ სიტუაციებს, იზრუნებს თქვენი ნერვული სისტემის სიმშვიდეზე. მარგალიტი უფრო მეტად მგრძნობიარეს გაგხდით, ხელს მოგიმართავათ სასურველი მეორე ნახევრის პოვნაში, შეგმატებთ გამბედაობას. მთვარის ქვა შემოქმედებითი ნატურის კირჩხიბებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება. ასევე, – მეგობრულ ურთიერთობებში. ავანტიურინის ქვა აგავსებთ ოპტიმიზმით, გააძლიერებს თქვენს მგრძნობელობას, წაგახალისებთ სარისკო მოქმედებებში და ბედში სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს. 

2013 წლის განმავლობაში წარმატებების მომტანი და თილისმურია ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის: ალმასი, ქარვა, ლალი და ჟადეიტი. ალმასი მოგამარაგებთ სასიცოცხლო ძალებით, გამოკვეთს თქვენს სწორ ცხოვრების გზას. ქარვა დაგიცავთ პროფესიული შეცდომებისგან, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, ხელმძღვანელი პირების ნდობის მოპოვებაში და ორგანიზმს შესაძლო დაავადებებისგან დაიცავს. ლალი მოგამარაგებთ სასიცოცხლო ენერგიით, აგარიდებთ ჭორებს და ინტრიგებს. ჟადეიტი კი თქვენს ოჯახურ ურთიერთობებში მეტ სიმშვიდეს შემოიტანს და დაგეხმარებათ სასურველი ადამიანების მოზიდვაში.

2013 წელს, ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის კარგია და ერთგვარი თილისმის ძალა აქვს, ასევე წარმატების მომტანია შემდეგი ასტროლოგიური ქვები: აქატი, ნეფრიტი და კატის თვალი. აქატისქვებიანი სამკაულის ტარება ქალწულებს სიმშვიდეს მიანიჭებს. ასევე, დაეხმარება მათ კონფლიქტების დარეგულირებასა და შინაგანი ძალის გაძლიერებაში.  ასევე, მოგანიჭებთ მეტ პოზიტივს სასიყვარულო და რომანტიკულ ურთიერთობებში. ნეფრიტის ქვა მოგანიჭებთ მომხიბვლელობას, დაგეხმარებათ სწავლაში და გონებრივად გაგაძლიერებთ, დაგიცავთ ავი თვალისა და ჭორებისგან. აგაცილებთ თქვენსკენ მომართულ ნეგატიურ ენერგიას. კატის თვალი კი მეტად მიმზიდველს და ამოუცნობს გაგხდით. მის გამო ყოველთვის გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. დაგეხმარებათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ მატერიალური თვალსაზრისით.

2013 წელს, სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების დამცველი და მათთვის ერთგვარი თილისმაა, შემდეგი ქვები: მალაქიტი, ტოპაზი და ნეფრიტი. მალაქიტი გამოკვეთავს თქვენს დადებით თვისებებს ხასიათში. შეგიქმნით ჰარმონიულ გარემოს ირგვლივ. მოიზიდავს საპირისპირო სქესის ყურადღებას და დაგიცავთ შეცდომებისგან. ტოპაზი დაგეხმარებათ, შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში, აგავსებთ ენერგიით და დაგიცავთ არასწორი ნაბიჯის გადადგმისგან.  ნეფრიტი დაგეხმარებათ იპოვოთ სასურველი მეორე ნახევარი. ასევე, გააძლიერებს თქვენს იღბლიანობას, შეგმატებთ მეტ გამჭრიახობას და გაბედულებას მოქმედების დროს. 

მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის, 2013 წელს თილისმის ძალა გააჩნია და წარმატებების მომტანია: ძოწის, ალექსანდრიტის, ლაბრადორისა და ტოპაზის ასტროლოგიური ქვები. ძოწის ქვა თქვენში გააძლიერებს გრძნობებს, დაგიცავთ ეჭვიანობისა და შიშებისგან. ალექსანდრიტი ხელს შეგიწყობთ სამუშაოს შერულებაში, დაგეხმარებათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში. ლაბრადორის ქვა მოგანიჭებთ გამბედაობას და დაგანახვებთ რეალობას, ასევე, ხელს შეუწყობს ოჯახურ კეთილდღეობას. ტოპაზი დაგიცავთ ნეგატიური ემოციებისა და ავი თვალის ზემოქმედებისგან, შეგმატებთ ბრძოლისუნარიანობას.

2013 წელს მშვილდოსნების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატებების მომტანი და თილისმის ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: ამეთვისტო, ქრიზოლითი, ბერილი. ამეთვისტო დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, განავითარებს ინტუიციას და წარმატებებისკენ გიბიძგებთ. ქრიზოლითი მოგიტანთ წარმატებას, მოიზიდავს იღბალს და დაგანახვებთ ცხოვრებას რეალურად. ასევე, სასიცოცხლო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბერილის ქვა გაპოვნინებთ გამოსავალს გაუგებარი სიტუაციებიდან, დაგეხმარებათ კარიერასა და პირადი ცხოვრების დასტაბილურებაში.

2013 წლის განმავლობაში, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის თილისმის ძალა აქვს და წარმატებების მომტანია, შემდეგი ასტროლოგიური ქვები: მალაქიტი, ობსიდიანი. მალაქიტი დაგიცავთ შეცდომებისა და არასწორი ნაბიჯებისგან, მოიზიდავს თქვენსკენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღებას და ხელს მოგიმართავთ ფინანსებში. ობსიდიანი დაგიცავთ სტრესული სიტუაციებისგან და საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ. 

2013 წელს, მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის, წარმატებების მომტანია და თილისმური ძალა აქვს შემდეგ ასტროლოგიურ ქვებს: აკვამარინს, ამეთვისტოს, სარდიონს და ცირკონს. აკვამარინი დაგეხმარებათ სასიყვარულო პრობლემების მოგვარებაში, მეგობრებთან ურთიერთობებში. ამეთვისტო დაგიცავთ ნეგატიური აზრებისგან,  დაგეხმარებათ ფინანსების სწორ მართვაში და მოგანიჭებთ სიმშვიდეს პირად ურთიერთობებში. სარდიონი დაგიცავთ შეცდომებისგან რჩეულთან. ასევე, ხელს მოგიმართავთ პროფესიულ საქმიანობაში და ფინანსების მოზიდვაში. ცირკონი კი გაამძაფრებს იღბლიანობას და ინტუიციას.

2013 წელს, თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის წარმატების მომტანი და თილისმური ძალის მქონე ასტროლოგიური ქვებია: აკვამარინი, ზურმუხტი, ოპალი და მარგალიტი. აკვამარინი შეგმატებთ თავდაჯერებულობას, მეოცნებე თევზებს დაანახვებს რეალობას, დაეხმარება ახალი ნაცნობების შეძენასა და ადამიანების უკეთ ამოცნობაში, შეგმატებთ გამბედაობას. ზურმუხტი აგარიდებთ ჭორებსა და ავ თვალს. ოპალი დაგეხმარებათ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში. ასევე, დაგიცავთ არასწორი ნაბიჯებისგან. მარგალიტი მოიზიდავს თქვენსკენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას და დაგეხმარებატ პირადი ცხოვრების მოწყობაში.

скачать dle 11.3