კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გიორგი სუხიტაშვილის პრესკონფერენცია

 

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „რეიტინგისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის მიზეზია ჟურნალში და საიტზე გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: „ლექს-სენის გულაობა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ, ცნობილების უცნობი სტატუსები“, სადაც, შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გიორგის „ფეისბუქიდან“ აღებული ერთ-ერთი სტატუსიცაა შესული. ამასთან დაკავშირებით მომღერალმა პრესკონფერენციაც გამართა, რომელზეც თავისი აზრი და მოთხოვნები ღიად დააფიქსირა.

გიორგი სუხიტაშვილი: ამ სტატიაში თავმოყრილია რამდენიმე ადამიანის პოსტი, რომლებიც მათ სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე გამოაქვეყნეს. მათ შორის შესულია ჩემი სტატუსი, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დავწერე და მას არანაირი კავშირი არ ჰქონია არც პოლიტიკასთან, არც ძველ და ახალ ხელისუფლებებთან. მაგრამ, ჟურნალმა ჩემს სტატუსს სხვა კონტექსტი და მიმართულება მისცა. ამიტომ, ჩემი მოთხოვნაა: ჟურნალმა „რეიტინგმა,“ გადაუმოწმებელი ინფორმაციის დაბეჭდვისა და ხალხის შეცდომაში შეყვანის გამო, იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოაქვეყნა ეს სტატია, მომიხადოს ბოდიში, რადგან, ამას მოჰყვა ტელეფონზე და სოციალურ ქსელში ადამიანების მხრიდან ჩემი ლანძღვა-გინება. თუ გადამოწმებულია ეს ინფორმაცია და მე მართლა „ვიჯექი“  ბიუჯეტზე, კავშირი მაქვს პოლიტიკასთან და ტენდენციურობასთან, მაშინ მე მოვიხდი ბოდიშს, მანამდე კი მათ უნდა მომიხადონ ბოდიში ჩემი პოსტის ასეთი სათაურის ქვეშ გაერთიანებისა და იმ ინტერპრეტაციისთვის, რომელიც მას მისცეს.  ეს პოსტი დავწერე, ორფოჩიანკანფეტებიან ფსევდოქველმოქმედებაზე და არა პოლიტიკაზე ან ახალ და ძველ მთავრობაზე. ვინც კარგად მიცნობს, მან იცის, რომ მაქვს ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაცია და კიდევ ძალიან ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული. ჩემი რესურსითაც ვეხმარები ბევრ ადამიანს, მაგრამ, არ დავრბივარ კამერებით და არ ვპოპულისტობ... 

 

скачать dle 11.3