კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატი დურგლიშვილი შეყვარებულს დაშორდა

 

რატი დურგლიშვილი, როგორც თვითონ ამბობს, მთლიანად შემოქმედი ადამიანია. ინტერვიუსთვის მაშინ ვეწვიე, როცა შეყვარებულს ახალი დაშორებული იყო. 

რატი დურგლიშვილი: სულ ახლახან ერთ  გოგოს დავშორდი, რადგან ჩვენი აზრები და შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებასთან ახლო ურთიერთობა აქვს. ანუ, როგორ არის, იცი? კომუნიკაბელური ვარ, ადვილად შევდივარ ადამიანთან ურთიერთობაში, მაგრამ იმ მომენტში, როცა ერთმანეთს უნდა დავესაკუთროთ, კრიტიკული ვხდები – საკუთარ თავთანაც და მასთანაც ბევრი ტესტი მაქვს, იმიტომ რომ, არ მინდა, თავიდანვე შეცდომა დავუშვა, რადგან, შემდეგ ძნელია მისი გამოსწორება. სიმართლე გითხრათ, ჩემი, ინიციატივა იყო დაშორება. ისე არ გამიგოთ, თითქოს წუნია ვარ, უბრალოდ, ურთიერთობა ვერ აეწყო.

ანტალიაში ახლობლის ქორწილში მთელი ოჯახი ვიყავით. თბილისიდანაც ბევრი სტუმარი იყო, ასევე, ადგილობრივი თურქი პარლამენტარებიც. შემდეგ ხუთი დღე დავისვენეთ. ბევრი ტურისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია. ერთ საღამოს, ნომერში ვიყავი და ჩემთვის ვმღეროდი. უცებ კარზე კაკუნი შემომესმა. რომ გავაღე, ამავე სასტუმროში მცხოვრები თხუთმეტი კაცი მაინც იდგა. მთხოვეს, მათთან წავსულიყავი და მემღერა. უარი ვეღარ ვუთხარი, იქ ბევრი თურქი მომღერალიც ჰყოლიათ მიწვეული და კარგი საღამო გამოვიდა. რამდენიმე სიმღერა შევასრულე, ისე მოეწონათ, აღარ მიშვებდნენ.

 

скачать dle 11.3