კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?

პასუხი: ეს აფრიკული მცენარე ჩრდილში ყოფნას კარგად იტანს და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელია და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ზამიოკულკასი გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. მას ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ, ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მივაწოდო ტილანზიას სასუქი?

პასუხი: ტილანზიას ზრდის პერიოდში მეოთხედად გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი თვეში ერთხელ, დანამვისას ან წყალში ჩაშვებისას შეასხურეთ. შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო, მაგრამ, ზედმეტი წყალი მცენარის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, რათა მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ოთახის ტემპერატურის რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ზამთარში იშვიათად მორწყეთ.

კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ მადაგასკარული ჟასმინი?

პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლეზე ყოფნა მოსწონს, მაგრამ, მზისგულს მოარიდეთ. იდეალურია სტაბილური ტემპერატურა – დაახლოებით 30 გრადუსი. უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი მეტი ტენი სჭირდება. ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას, ამიტომ, უმჯობესია, მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ. დანამეთ რეგულარულად. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ და მიწას შეშრობა აცალეთ, ოღონდ, მთლიანად ნუ გამოაშრობთ.

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა ჯუჯა ბროწეულს, რომ მან ბინაში კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატი, ამიტომ, ზაფხულობით კარგად განათებულ ადგილას დადგით. ზაფხულში მისთვის მისაღებია ოთახის ტემპერატურა (18-24 გრადუსი), ზამთარში კი – დაახლოებით 10 გრადუსი. ზაფხულობით მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ისე, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მას ნიადაგის რეგულარულად განოყიერებაც სჭირდება. ზამთარში ბროწეულს ფოთლები არ აქვს, ამიტომ, არც განსაკუთრებული სინათლე სჭირდება. შეგიძლიათ, სადმე შეინახოთ, სანამ გაზაფხულზე ფოთლების ზრდა დაიწყება. ფოთოლცვენის შემდეგ მცენარე სიგრილეში, დაახლოებით 10 გრადუსზე უნდა გადაიტანოთ. ბროწეული კარგად ხარობს ზამთრის ბაღში. სიმაღლეში 40 სანტიმეტრი იზრდება და, შეგიძლიათ გვიან შემოდგომამდე აყვავილოთ. ყვავილობის სეზონის მიწურულს შეიძლება ნაყოფიც გამოიღოს, თუმცა ის საჭმელად ვარგისი არ არის.

скачать dle 11.3