კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად მოხვდნენ მანიკა ასათიანი და ნინუცა მაყაშვილი საოცნებო პლანეტაზე და როგორ აპირებენ ისინი ყოველ დილას მაყურებლის გაღვიძებას

კრრრ!.. – დღეიდან, ანუ 11 თებერვლიდან‚ ყოველ დილას, შაბათ-კვირის გარდა, ასე მხიარულად გააღვიძებენ მაყურებელს „მაესტროს“ ახალი გადაცემის წამყვანები: კახა‚ ლევანი, მანიკა და ნინუცა. ასე რომ‚ მხიარულ წამყვანებთან ერთად, ხალისიანი, საინტერესო  და როგორც მანიკა ასათიანი და ნინუცა მაყაშვილი ამბობენ‚ განსხვავებული „მაღვიძარა“ გველოდება, რომლის გათიშვა‚ იმედია‚ არ მოგვინდება. 

 

ნინუცა მაყაშვილი: ორივემ გავიარეთ ქასთინგი, შემდეგ სხვადასხვა ეტაპი, ასე ვიპოვეთ ერთმანეთი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. ვგიჟდებოდი მანიკაზე. ზოგჯერ ადამიანს არ იცნობ, მაგრამ მოგწონს, დადებითი აურა აქვს – ასე ვიყავი მანიკას მიმართ განწყობილი. რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში საერთო მეგობრებთან ერთად, ვილაპარაკეთ და იმდენად დადებითი ემოციები წამოვიდა, ისეთი აურა აქვს, რომ კარგად განვეწყვე. თავიდან ამ გადაცემისთვის მე შემარჩიეს, ძალიან გამიხარდა და რა თქმა უნდა‚ მაინტერესებდა‚ ვინ იქნებოდა სხვა გოგო.

მანიკა ასათიანი: მე ბოლოს მოვედი. ვერ წარმომიდგენია, რომ სხვა გოგო იყოს ნინუცას ადგილას – ძალიან  კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ნინუცა ზუსტად ისეთია ცხოვრებაში, როგორიც ეკრანზე – ყველგან ერთნაირია, არ თამაშობს, პირდაპირი და „ჯიგარია“, უშუალო და ადვილად საურთიერთობო.

ნინუცა: ძალიან გაგვიმართლა ორივეს... ყოველ შემთხვევაში‚ მე გამიმართლა, რომ მანიკა ჩემთან ერთად იქნება.

მანიკა: როდესაც 4 ადამიანი მუშაობს ერთად მთელი სამი საათის განმავლობაში, ჩვენ დილის 8 საათიდან – 11 საათამდე გავდივართ ეთერში, რთულია, მათ ვერ უგებდე. მაგრამ‚ როცა ცხოვრებაში ეს ურთიერთობა აწყობილი გაქვს და რაღაცეებში უგებ, მერე უფრო გიადვილდება და შეხმატკბილებულად მუშაობ.

ნინუცა: ერთ პლანეტაზე ვართ ყველანი. მე და კახა, ანუ ჩვენი კიდევ ერთი წამყვანი ერთმანეთს ვიცნობდით, ლევანი აქ გავიცანი. დაძაბული ურთიერთობა არ გვაქვს. თუმცა მე და მანიკამ კოალიცია შევქმენით, ვჩაგრავთ ბიჭებს. მე კახა მყავს „გაგდებული“, მანიკა ლევანს ჩაგრავს. 

– ყველა არხზე გადის დილის გადაცემები, რატომ უნდა უყუროს მაყურებელმა „მაღვიძარას“‚ ანუ რით იქნება ის სხვა გადაცემებისგან განსხვავებული? 

მანიკა: ყოველდღე‚ შაბათ-კვირის გარდა, დილის 8 საათიდან 11 საათამდე ვიქნებით პირდაპირ ეთერში. ძალიან რთული რეჟიმი გვექნება, მაგრამ მზად ვართ. აქ იმდენად შინაური გარემო დაგვხვდა, რომ უფრო მეტი სტიმული გვაქვს. მამუკაც ყველაფერს მეგობრულად გვიხსნის.

ნინუცა: ისე გექცევა, რომ რაღაცის კეთება გინდება.

მანიკა: მასთან სიამოვნებით ავდივართ ხოლმე, რადგან ვიცით‚ რჩევას მოგვცემს ან რაიმე ახალს შემოგვთავაზებს. სულ სიახლის ძიებაშია – ეს მაოცებს და სტიმულს მაძლევს. ჩვენი პროდიუსერი, თამუნა მჟავანაძე – ეს არის ყველაფერი, ოქრო ადამიანია.

ნინუცა: ჩვენი მეორე პროდიუსერი, ნანა არჩვაძე, ვგიჟდებით‚ ისეთი ადამიანია... ესენი აკეთებენ ყველაფერს. კიდევ ჟურნალისტები, მემონტაჟეები... მოკლედ საოცარ, იდეალურ გარემოში მოვხვდით და ძალიან გვიხარია.

მანიკა: გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, დიალოგები, მაყურებელიც აქტიურად იქნება ჩართული. არ გვინდოდა‚ გადაცემა ბანალური ყოფილიყო, ამიტომ განსხვავებულია. სუფლიორის გარეშე ვმუშაობთ, ჩვენს იმპროვიზაციაზე, ურთიერთობაზე იქნება მთელი გადაცემა აწყობილი.

ნინუცა: სიუჟეტებშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, რადგან უფრო სახალისოა‚ როცა ამ თემის მოქმედი პირიც შენ ხარ, შენზე აკეთებ ყველაფერს. თემები არ არის ისეთი, რაზეც არავის უსაუბრია, ან რომელიმე ტელევიზიას არ გაუშუქებია, უბრალოდ‚ სხვა კუთხით იქნება მოწოდებული და კარგად აღსაქმელი. 

მანიკა: ჩვენ უფრო ქალბატონებისთვის მოვამზადებთ თემებს, ბიჭები – მამაკაცებისთვის. რაც მთავარია‚ ოთხივე წამყვანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ვართ და ჩემი აზრით‚ ეს გადაცემას უფრო საინტერესოს გახდის. 

– მანიკა, „მაღვიძარა“ სახლშიც გყავს – შენი პატარა, უსაყვარლესი გიო.

– ჰო, არ მაძინებდა, მაგრამ ახლა დაჭკვიანდა.

– ნინუცა, შენი შედარებით დიდია.

ნინუცა: გიჟი და გადარეულია, მესამე სართულიდან ისროლა ვედრო და ვიღაცას მანქანა დაუმტვრია. ჩემი შვილი წყნარი და მშვიდი რომ ყოფილიყო‚ მაგას ვერც დავიჯერებდი, მაგრამ ასეთი გიჟი თუ იქნებოდა‚ არ მეგონა. მე ძალიან წყნარი ვიყავი, „მუთაქას“ მეძახდნენ. ერთ ადგილას ვიდე და მეძინა. ჩემი და უფრო აქტიური იყო და მგონი‚ მისი გენები აქვს. სტუმრები რომ მოდიოდნენ ჩვენთან, ბავშვები შეჰყავდა აბაზანაში, ტანსაცმელზე ფხვნილს აყრიდა და დუშის ქვეშ ცივი წყლით რეცხავდა. დედამ „ჯაყო“ დაარქვა. მანიკას შვილი არის ცომიკი, ფუნთუშა.

მანიკა: ვინც მოდის, ყველას ჰგონია, რომ დავსვამთ, უნდა გაიაროს, ან ყველაფერი ესმის და უნდა გელაპარაკოს – ისეთი აზრიანი თვალები აქვს. ძალიან მენატრება ხოლმე, მაგრამ‚  ჩემს შვილს არ ვაკლებ ყურადღებას. დილით მე ვაჭმევ და საღამოს რომ მივდივარ სახლში, აღარსად გავდივარ, ანდა თუ გავდივარ სადმე, ისიც გიორგისთან ერთად. ბექაც ძალიან მიწყობს ხელს, სტიმულია. სულ უნდოდა, რომ მემუშავა, ჩემი საქმე მეკეთებინა.

– ახლახან ორივე მილანში იყავით. რას უკავშირდებოდა თქვენი გამგზავრება?

ნინუცა: სამსახურიდან გაგვიშვეს  შვებულება-მივლინებით. გადაწყვიტეს, რომ დილის ეთერში უნდა ვიყოთ ლამაზად ჩაცმულები და მილანში გაგვიშვეს საშოპინგოდ. 

მანიკა: 4 დღით ვიყავით მე და ნინუცა. ბიჭების ჩაცმა უფრო ადვილი აღმოჩნდა და თბილისშიც მოახერხეს მათი კარგად გამოწყობა. ჩვენზე ნაკლებად არ აცვიათ, პირიქით‚ ძალიან კარგად ეცმევათ. გოგონებისთვის ეს ცოტა რთული იყო, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენი გამგზავრება.

ნინუცა: იმ დღეს წინასწარ შეგვამზადეს: ბატონ მამუკასთან უნდა ახვიდეთ თქვენი პასპორტებითო.

მანიკა: სერიოზული „ტისკი“ გელითო... მოკლედ, ავედით და უცებ გვეკითხება: გოგონებო, მილანში წახვალთ?

ნინუცა: დავიბენით, ისე ვიყავით, რომ ვერ ხვდები, რა უნდა გააკეთო: აბა, რაა.. ძალიან მეზარება, მაგრამ წავალ... არ ვიცოდით რა გვეთქვა. მთელმა დაგროვილმა ემოციებმა, მესამე დღეს ამოხეთქა მაკასთან სახლში. ერთმანეთს ვასკდებოდით და ვყვიროდით სიხარულისგან.

– მაკა ასათიანთან ცხოვრობდით?

მანიკა: მაკასთან ვცხოვრობდით სახლში, მთელი დღე შოპინგებზე დავდიოდით და საღამოს რესტორანში ვამთავრებდით.

ნინუცა: სამი დღე გამოგვივიდა. ფიზიკურად დრო არ გვქონდა, რადგან შვეიცარიიდან ჩამოვდიოდით მილანში. თან ერთი დღე დაგვაგვიანდა და რეალურად, ორი დღე დავრბოდით მაღაზიებში. ორ დღეს ამდენი მაღაზიის შემორბენა, 18-19 რაღაცის ჩაცმა, ძალიან ძნელი იყო. თან‚ ყველაფერი მოგწონს, იზომებ, დრო არ გაქვს, 7 საათზე მაღაზიები იკეტება და როგორ გინდა‚ ორ ადამიანს მთელი წლის ტანსაცმელი შეურჩიო. გიჟებივით დავრბოდით. რომ წამოვედით‚ 31 კილოგრამით მეტი ბარგი გვქონდა. ვიყიდეთ „ივ სენ ლორანი“, „პრადა“, „ფენდი“... არ გვინდა‚ რომელიმე გამოგვრჩეს.

მანიკა: თან‚ შეიძლება‚ სამოსი მოგწონებოდა, მაგრამ უნდა გაგეთვალისწინებინა‚ მოუხდებოდა თუ არა ეთერს. რაც მთავარია‚ ამ ყველაფერში გვეხმარებოდა ჯაბა დიასამიძე. მუნჯებივით ვიყავით, იმდენად გემოვნებიანები არიან, რომ ჩვენი შესწორებები არ სჭირდებოდათ. 

ნინუცა: მაკასაც და ჯაბასაც სხვანაირი თვალი აქვთ, ზუსტად ხვდებიან: რა გიხდება და რა – არა. იმას გვაძლევდნენ‚ რაც გვიხდებოდა და ჩვენს სტილში ჯდებოდა. რამდენიმე საათი იყო დარჩენილი და ჯაბა მანიკას მიუბრუნდა: გეხვეწები, ახლა მთელი ორიენტირი ამაზე გავაკეთოთო. მანიკამ შარვლები მომიტანა – აი, შოკი...

– როგორი მასპინძელია მაკა?

მანიკა: მთელი დღე შეგვიძლია‚ ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვას ასიამოვნოს. მგონია, იმით „კაიფობს“, რომ სხვას უანგაროდ ასიამოვნოს – შენგან არაფერს ითხოვს.

ნინუცა: ძალიან კეთილია, დადებითია, გაბრაზებული ვერც წარმომიდგენია.

მანიკა: თან‚ რა სილამაზის პატრონია და როგორი უბრალოა, ამაზე ვარ შოკში. ასეთი ლამაზი ხარ, მთელი ერი გიჟდება შენზე. შენ კი ასეთი უბრალო ხარ, ხომ წარმოგიდგენია‚ როგორი ადამიანი იქნება.

ნინუცა: მეორე დღეს რომ ავდექით, ვემზადებოდით, უცებ მანიკა ეუბნება: შეიძლება, ფოტო გადაგიღოთო. დადგა და ჩვენ ჩხიკ, ჩხიკ... იცი‚ რამდენი ხანი ვუღებდით. 

 

скачать dle 11.3