კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

„ტრენინგები“  სიმშვიდისთვის

გატეხეთ თეფში, ფინჯანი, ლარნაკი – დალეწეთ დაუნანებლად და დამშვიდდით. „გამოუშვით ორთქლი“, რომ შვებით გაიცინოთ. თუ დღეში ათ წუთს მაინც არ გამხიარულდებით, არ იხუმრებთ, არ გაიცინებთ ანეკდოტზე და არ მოგგვრით სიხარულს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვას, ძალიან მალე თქვენთან ურთიერთობა არავის მოუნდება და თან დაბერდებით კიდეც შეკრული შუბლით. წამოხტით და წაიცეკვეთ, იყვირეთ ან წაივარჯიშეთ – გააკეთეთ ის, რაც სწორედ იმ მომენტში მართლაც ძალიან გინდათ. იფიქრეთ მხოლოდ სასიამოვნოზე. წარსულის „ნათელი სურათები“ აწმყოსაც გაგიხალისებთ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ იმაში, რომ დღევანდელი პრობლემები მხოლოდ დროებითია.

ხშირად სასწაულის ახდენის მოლოდინი მართლდება. რატომ უნდა მოუშხამოთ გუნება საკუთარ თავს თქვენვე. ეს დაუშვებელია და სხვას ნუ დააბრალებთ, თუკი უცებ „შავ ზოლზე გადახვალთ“. დაივიწყეთ ყველა ის ნიუანსი, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ხართ.

ზოგადად, დღევანდელი ცხოვრების რიტმი რთულია და ძალიან ძნელია ამ პირობებში, როცა მასობრივ ფსიქოზში ვცხოვრობთ და გამაღიზიანებელი ფაქტორები პროგრესირებს. თუ მათ ერთხელ მაინც ჩვენი ცხოვრების გამწარების საშუალებას მივცემთ, ვეღარასოდეს მოვიშორებთ. ვერც სიმშვიდეს ვეღირსებით. ამიტომ, იტრენინგეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე ბედნიერებისთვის.

 

ძლიერი, მაგრამ – სუსტი...

 

მამაკაცი – ძლიერი სქესი. ის თავად ბუნებამ შექმნა ასეთი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაც დააკისრა. შესაბამისად, მამაკაცი ოჯახის თავიც უნდა იყოს, მისი მესაჭე და წარმმართველი, რომელსაც თამამად დაეყრდნობი და მშვიდად იქნები, როგორც სალი კლდის ჩრდილში... მაგრამ...

განვიხილოთ ეს „მაგრამ“: დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცებს, უკვე არცთუ იშვიათად, ავიწყდებათ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან. თუ კარგად დავაკვირდებით, მათ შორის ყველაზე ძლიერსა და თავდაჯერებულსაც კი, ზოგჯერ დაცვაც სჭირდება, დახმარებაც და მხარში სერიოზული დადგომაც – ეს უკვე ფაქტია და, თუ მამაკაცი ამას არ აღიარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ, არ უნდა ძლიერის სტატუსი დაკარგოს. როგორ უნდა მოიქცეს ქალი – აგრძნობინოს გვერდით მდგომ მამაკაცს, რომ ის ხანდახან მასზე სუსტია? არავითარ შემთხვევაში! მამაკაცი შეიძლება, ფიზიკურად კი არის ძლიერი და ძლიერი სქესის „ნომინაციაზეც“ სერიოზული პრეტენზია აქვს, მაგრამ, რეალურად, სუსტი სქესისთვის დამახასიათებელ თვისებებს ავლენს – მას ბავშვივით სწყინს და იბუტება. გარდა ამისა, კარგავს თავდაჯერებულობას, თვითრწმენას და რაც ყველაზე ცუდია, აგრესიას იმაზე ანთხევენ, ვინც ყველაზე ახლოს ჰყავთ. ანუ, თქვენზე. ესე იგი, რა გამოდის?! ძლიერი კი არის, მაგრამ...

მოკლედ, ნუ ვეცდებით, დავამტკიცოთ საკუთარი ძლიერება. გახსოვდეთ, სიძლიერე სწორედ ჩვენს ქალურ სისუსტეშია!

 

ბედნიერების ვირუსი

 

დიდი ხანია, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ბედნიერება გადამდებია – როგორც ვირუსი, ისე გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. თანაც ამ პროგრესს ჯაჭვური, შეუქცევადი სახე აქვს. შეიძლება, არ დაკვირვებიხართ, მაგრამ, საკმარისია, ბედნიერ ადამიანთან გქონდეთ ურთიერთობა, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. ერთმა ასეთმა კონტაქტმაც კი, სავარაუდოდ, თქვენი სასიცოცხლო ტონუსი 15 პროცენტით უნდა აამაღლოს, პოზიტიურ განწყობას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

როცა აკუმულატორივით დაიმუხტებით ოპტიმიზმით, შეძლებთ, საკუთარ პრობლემებს უფრო მარტივად შეხედოთ; დაინახავთ, რომ ტყუილად ნერვიულობდით ბევრ უმნიშვნელო წვრილმანზე; უფრო მეტიც, თქვენ უკვე შეძლებთ თქვენი პოზიტიური ენერგიის 5 პროცენტის გასხვისებას, გაცემული კი უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.

სამწუხაროდ, ადამიანები გაცილებით სწრაფად და ღრმად ვისრუტავთ უარყოფით და ნეგატიურ როგორც ინფორმაციას, ასევე ენერგიას, პოზიტიურს კი – ნაკლებად. თანაც, ის დიდხანს რჩება ჩვენს ცნობიერებაში – აი, რატომ უნდა უყუროთ ხშირად მელოდრამებს, კეთილ ფილმებსა და მულტფილმებს. ურთიერთობა გქონდეთ ბავშვებთან – ყველაზე დადებით ადამიანებთან დედამიწაზე.

შეეცადეთ, არასდროს გააფუჭოთ თქვენი ბედნიერი აურა.

 

გაიმხიარულე სული...

 

გაზაფხული არც ისე შორს არის, მაგრამ შეიძლება, სწორედ ამ მოსაწყენი ზამთრის დღეებში დაგრიოს სევდამ ხელი, ნეგატიური განწყობა კი ძალიან დამთრგუნველი და ხელის შემშლელია. გამოსავალი არსებობს. იმისთვის, რომ თქვენმა აქტიურობამ და შრომისუნარიანობამ არ იკლოს, მიმართეთ უწყინარ ხრიკებს: ჩვეულებრივ, ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ, ზამთრის პეიზაჟი უნებლიეთ გვაყენებს ცუდ გუნებაზე. ამას რომ გაექცეთ, შეეცადეთ, თქვენ გარშემო მკვეთრი ფერები იყოს, – მაგალითად: ფორთოხლისფერი (მზის დეფიციტს შეგივსებთ), წითელი და ყვითელი. მიირთვით შავი შოკოლადი, ციტრუსი, მინის ლარნაკი კი ფერად, ბრჭყვიალა ქაღალდში გახვეული კანფეტებით შეავსეთ.

ჩაიცვით ექსტრავაგანტური სამოსი. წადით შოპინგზე და იყიდეთ ის, რაც მართლა გულით გინდათ.

და – ყვავილები... რაც მთავარია, ყვავილები... კიდევ – ჯუჯა ხეები, რომლებიც ცხოვრებას გაგიხალისებენ.

მოწყენილობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა გარდერობის დალაგება. ნახეთ, რა ტანსაცმლით შეხვდებით გაზაფხულს – ისევ კარგად გაქვთ ყველაფერი თუ ზამთრის განმავლობაში ზედმეტი კილოგრამები აკრიფეთ? იმასაც ნახავთ, რა უფრო აქტუალურია, რომ შეიძინოთ – ეს გაგახალისებთ და სულს გაგიმხიარულებთ. თან, სასარგებლო საქმესაც გააკეთებთ.

скачать dle 11.3