კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენჯერ იბადება და კვდება ადამიანის სული და როდის იძენს ის ახალ შეგრძნებებსა და გამოცდილებას

ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გამოირჩევიან ნიჭიერებით, ბევრი კი ისეთ ზებუნებრივ ნიჭს ავლენს, რომ გარშემო მყოფების გაოცებას იწვევს. მაგალითად, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც უცხო ენების შესწავლას დიდ დროს არ უთმობს და რამდენიმე ენაზე გამართულად ლაპარაკობს; ასევე, მუსიკალური განათლების გარეშე აღწევენ მსოფლიოს გაოცებას და ურთულესი ნაწარმოებების ნოტების გარეშე დაკვრას ან მღერას; ან, ისეთ მათემატიკურ ნიჭს ავლენენ და ისე შეუძლიათ გამომთვლელის დახმარების გარეშე გადაამრავლონ ან გაყონ ხუთნიშნა, ექვსნიშნა ან შვიდნიშნა ციფრები, რომ სრული შოკი გამოიწვიონ. საყოველთაოდ მიღებულია მოსაზრება, რომ ნიჭიერება გენეტიკურად გადადის მშობლიდან შვილზე. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებს ბევრი გენეტიკოსი. თუმცა, თუ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ბატონ გიორგის დავუჯერებთ, ეს არა მხოლოდ გენეტიკის, არამედ, სულის რეინკარნაციის ბრალია. თუ თქვენ წინა ცხოვრებაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობდით ან სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდით, სხეულში სულის განმეორებითი ჩასახვისას, ის ნიჭი თქვენზე გადმოდის.

– ბატონო გიორგი, დღეს ბევრს აინტერესებს პასუხი კითხვებზე: გადადის თუ არა ნიჭი მშობლებიდან შვილებზე, ანუ, არის თუ არა ის გენეტიკური? 

– ამ კითხვებით ბევრი მომმართავს, ხშირ შემთხვევაში კი ის ადამიანები, ვისაც გარკვეული მიდრეკილება და ნიჭი აქვთ. უნდა გითხრათ, რომ ეს წინაპრების გენეტიკასთან არანაირ კავშირში არ არის. ამას წინათ, ერთმა საკმაოდ სოლიდურმა ადამიანმა მომმართა და მითხრა, რომ, თურმე, მათემატიკის ნიჭი აღმოაჩნდა 52 წლის ასაკში, არადა, მანამდე არანაირად არ გამოირჩეოდა, ის კი არა, სკოლაშიც ელემენტარულ მათემატიკურ ამოცანებსაც კი ძლივს იყვანდა. გადავწყვიტე გადამემოწმებინა მისი ნათქვამი: მოვიმარჯვე კალკულატორი და ვთხოვე, გადაემრავლებინა ექვსნიშნა ციფრები. გაოცებული დავრჩი – სულ რაღაც რამდენიმე წამით დაფიქრების შემდეგ, ზუსტი პასუხი მივიღე. დავინტერესდი, იყო თუ არა ვინმე მისი წინაპრებიდან მსგავსი ნიჭით დაჯილდოებული. აღმოჩნდა, რომ წინაპრებიდან მსგავსი ნიჭით ნამდვილად არავინ ყოფილა გამორჩეული. ის ექიმების ოჯახიდან იყო და წინაპრებიც ამ პროფესიის ჰყავდა. მათემატიკასთან შეხება არც ერთს არ ჰქონია. თავად ის უკვირდა, აქამდე ელემენტარული მიმატება-გამოკლება მიჭირდა, გამყიდველი ხურდას რომ დამიბრუნებდა, ერთი საათი ვანგარიშობდი, ხომ არ მომატყუა-მეთქი, ახლა კი ისე სწრაფად ვამრავლებ და ვყოფ რიცხვებს, თვითონაც გაოცებული ვარო. წლების წინ აღმოსავლური სიბრძნით დავინტერესდი. მერე ამ ქვეყნებში ვიმოგზაურე, გარკვეული დროით ვცხოვრობდი კიდეც იქ და ამგვარი საკითხების შესახებ ჩემებური, ანუ აღმოსავლურ-ეზოთერიკული ხედვა ჩამომიყალიბდა. მოკლედ, როგორც გაირკვა, ამ კონკრეტულ ადამიანს მათემატიკური ნიჭი გენეტიკურად კი არ დაჰყვა, არამედ, რეინკარნაციულად. აღმოსავლური ეზოთერიკის მიხედვით, სულში დაგროვილი და დალექილი გამოცდილება თანდაყოლილი ნიჭის საფუძველია. თუ განსაკუთრებულ ნიჭს ავლენთ მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მათემატიკაში, სპორტში და ასე შემდეგ, ესე იგი, თქვენმა სულმა საკმაო ცოდნა და გამოცდილება წინა ცხოვრებაში დააგროვა და აითვისა. თუ უცხო ენების ათვისება გიადვილდებათ და ერთდროულად რამდენიმე ენას ფლობთ, სავარაუდოდ, თქვენ კი არ სწავლობთ, უბრალოდ, ამ ცხოვრებაში აღიდგენთ და იხსენებთ იმ ენას, რომელზეც წარსულში, ანუ, სხვა ცხოვრებაში ლაპარაკობდით, როცა თქვენი სული სხვა ადამიანის სხეულში იყო. მოკლედ, ადამიანის სული დედამიწაზე რამდენჯერმე ახერხებს დაბრუნებას და სიცოცხლეს სხვადასხვა სხეულში ჩასახლებული განაგრძობს. სულსა და ხორცს შორის ბრძოლა დედამიწაზე მიმდინარეობს. მიწიერი ცდუნებების დათრგუნვისა და წინააღმდეგობებთან ბრძოლის დროს იწრთობა და განიწმინდება ჩვენი სული, ამისთვის კი ერთი სიცოცხლე არ კმარა. ადამიანის სული რამდენჯერმე იბადება და კვდება, ის რამდენიმე სხეულს იცვლის და, თითოეულ სხეულში ჩასახლებული, უშვებს შეცდომებს, აგროვებს გამოცდილებას, იძენს ახალ შეგრძნებებს, ემატება იმის გაცნობიერების უნარი, ვინ არის კეთილად განწყობილი მის მიმართ და ვინ პირიქით – ბოროტად. ასევე, ადამიანების დიდი ნაწილი განსაკუთრებული, გამძაფრებული ინტუიციით გამოირჩევა, ზოგი ცუდი ჩვევებისკენაა მიდრეკილი, ზოგიც ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებს. ეს ყოველივე კი წინა ცხოვრებაში სულის მიერ დაგროვილ გამოცდილებასთანაა კავშირში.

– თუ ადამიანს გამოკვეთილად გამძაფრებული ინტუიცია აქვს ან ხშირად უშვებს ცხოვრებისეულ შეცდომებს, ეს რისი ბრალია?

– საერთოდ, ადამიანის სული იყოფა კატეგორიებად ანუ ტიპებად. ერთ ტიპის წარმომადგენლები გამოირჩევიან მეტი სიბრძნით. ასეთ ადამიანებს გამძაფრებული ინტუიცია აქვთ და გამოირჩევიან სწორი ცხოვრებისეული ხედვითა და ნებისყოფით. სხვა კატეგორია გამოირჩევა ცხოვრებისეული გამოცდილებით; ზოგიერთი  ახლა დადგა ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე, განვითარების ადრეულ საფეხურებს გადის და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ასათვისებელი. ამ უკანასკნელი კატეგორიის წარმომადგენლები ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ, გამოირჩევიან ცუდი მიდრეკილებებითა და ჩვევებით, არიან ფეთქებადი ხასიათის, აგრესიული ტიპები. ახალ სხეულში ჩასახლებული სული კი გვაძლევს არა კონკრეტულ ინფორმაციას, არამედ, წარსულ ცხოვრებაში შეჯამებულ შედეგებს, რაც გამოვლინდება მიდრეკილებებსა და ნიჭიერებაში. 

– აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ადამიანი ისეთი სულის მატარებელია, როგორსაც იმსახურებს. ეს რას ნიშნავს?

– დიახ, აღმოსავლეთში სჯერათ სულის რეინკარნაციის და მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი ისეთ სულის ჩასახლებას იმსახურებს დაბადების მომენტში, როგორითაც აჯილდოებს მას განგება. ამის გაგება ცოტა რთულია და ბევრისთვის დაუჯერებელი, მაგრამ, მე ამის სავსებით მჯერა. თუმცა, თუ მსგავს საკითხებში ვერ ერკვევი და, მით უმეტეს, გარკვეული ცოდნა არ გაქვს მიღებული, არარეალურად გეჩვენება სულის განმეორებითი მოვლენა დედამიწაზე. უფრო მეტსაც გეტყვით: არის შემთხვევები, როცა წინაპრები განსაკუთრებულად ნიჭიერები და ცნობილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ, მათი შთამომავლები საკმაოდ ცუდი ჩვევების მქონე და უნიჭოები გამოვიდნენ. ალბათ, ასეთი ადამიანები თქვენ გარშემოც არსებობენ. თუ ვამბობთ, რომ ნიჭი მხოლოდ გენეტიკურად გადადის, მაშინ, ასე რატომ ხდება? 

– ან, პირიქით, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი თავადაც გაოცებულია, საიდან დაჰყვა მსგავსი ნიჭიერება, როცა მისი მშობლები უბრალო,  გაუნათლებელი ადამიანები არიან.

– დიახ, ასეა. ამაზე დაფიქრდით და თავად მიხვდებით, რომ ზემოთ ნათქვამში ჭეშმარიტება ნამდვილად დევს. მართალია, არ აღიარებთ, მაგრამ მაინც ფიქრდებით ამაზე. შემიძლია, ჩემი მეგობრის მაგალითი მოგიყვანოთ: ის მათემატიკოსია, მისი მეუღლე კი – ფიზიკოსი. საოცრად ნიჭიერი და გონებაგახსნილი ცოლ-ქმარია, რომ იტყვიან, ტვინით „გამოძეძგილები”. შვილებს კი, რომ ჰკითხოთ, ორჯერ ორი რამდენიაო, დაფიქრდებიან და, შესაძლოა, ვერც გიპასუხონ. ცოლ-ქმარს, არ სჯერა სულის დედამიწაზე რამდენჯერმე განმეორების და, მით უმეტეს, თუ რეინკარნაციაზე ვიწყებ ლაპარაკს, მაჩერებენ – მაგ ზღაპრებს ნუ გვიყვები, ბავშვობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედითო. მაგრამ, თავიანთი შვილების მაგალითს რომ მოვუყვან, მერე ჩუმდებიან და გადახედავენ ხოლმე ერთმანეთს – მგონი, მართალს ამბობს ეს კაციო (იცინის). ასე რომ, დაფიქრება არ გაწყენდათ!

– ბატონო გიორგი, თუ ადამიანი რამდენიმე დარგში ავლენს განსაკუთრებულ ნიჭიერებას? 

– ნიჭიერებას თავისი დოზა აქვს. თუ სული მეოთხედ მოხვდა დედამიწაზე, კონკრეტული ადამიანის სხეულში და ის პირველი სიცოცხლის დროს მხატვარი იყო, მეორედ დაბრუნებისას – მუსიკოსი, მესამედ კი მწერალი, რა გასაკვირია, თუ ეს სამივე ნიჭი ერთ ადამიანში მოიყრის თავს?! ეს ბუნებრივია და ასეთი უამრავი ადამიანი არსებობს. მათმა სულმა რამდენიმე სფეროში დააგროვა გამოცდილება წარსულ ცხოვრებაში და ახლა ამ გამოცდილებას მორიგ სხეულში „აფრქვევს”. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი კარგად მღერის, ლექსებსაც წერს და თან სხვა ნიჭითაც გამოირჩევა – მისი ეს მდგომარეობა სულის რეინკარნაციის ბრალია და მასში ყველა ნიჭი ერთდროულად დევს. 

скачать dle 11.3