კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

ბექჰემი ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდა

ინგლისის ნაკრების ექსკაპიტანი და მსოფლიო ფეხბურთის „ფეშენ-კერპი,” 37 წლის დევიდ ბექჰემი „პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელი გახდა. ვეტერანმა ინგლისელმა 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა პარიზულ კლუბთან და ხელშეკრულების თანახმად, ხელფასის სახით კვირაში 150 ათასი ევრო ექნება, თუმცა, თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება და ბექჰემი არც ერთ ევროს არ მიიღებს. საგულისხმოა, რომ დევიდი ევროპულ ფეხბურთს „ჩემპიონთა ლიგაზე” დაუბრუნდება; გარდა ამისა, „პსჟ” საფრანგეთის ჩემპიონატის ფავორიტია და თავის ტიტულებს ბექზი ჩემპიონის ახალ ტიტულს შეჰმატებს. დევიდის მეუღლე – ვიქტორია და მისი ოთხი შვილი ლონდონში დარჩებიან საცხოვრებლად. ცნობისთვის, დევიდის უფროსი ვაჟი „ჩელსის” საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა.

 

შუმახერი კარტინგში ბრუნდება

ლეგენდარული გერმანელი ავტომრბოლელი მიხაელ შუმახერი კარტინგის კონსულტანტად და ტესტერად იმუშავებს, ასევე, მონაწილეობას მიიღებს 2013 წელს დაგეგმილ რბოლებში. შუმახერი შარშან დაემშვიდობა „ფორმულა 1-ის” რბოლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ავტოსპორტიდან წასვლას არ გეგმავს და კარტინგში განაგრძობს კარიერას. შეგახსენებთ, რომ თავისი კარიერა ავტოსპორტში შუმახერმა კარტინგით დაიწყო და 1984-1987 წლებში რამდენიმე ევროპულ და გერმანულ კარტინგის ჩემპიონატში იზეიმა გამარჯვება, მათ შორის – პრესტიჟულ „ფორმულა კონიგში”.

 

ბრაიანტის მორიგი რეკორდი

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა კობი ბრაიანტმა მორიგი რეკორდი დაამყარა. ბრაიანტი პასის საუკეთესო ჩამწოდებელი გახდა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც კარიერის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ქულის მოხვეჭა მოახერხეს. „ლეიკერსის” საუკეთესო მოთამაშემ „გოლდენ სტეიტთან” მატჩში 9 შედეგიანი ჩაწოდება გააკეთა და პასების რაოდენობით ლეგენდარულ „შავ მამბას” – ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო. შეგახსენებთ, რომ ბრაიანტისა და ჯაბარის გარდა, 30 ათასზე მეტი ქულა „ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში“ კარლ მელოუნს, უილტ ჩემბერლენსა და მაიკლ ჯორდანს აქვთ მოხვეჭილი.

 

კორტის ნაცვლად – „ფლეიბოი”

27 წლის პოლონელი ჩოგბურთელი მართა დომახოვსკი, დიდი ხანია, აღარ ბრწყინავს კორტებზე და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 251-ე პოზიციაზე იმყოფება; არადა, იყო დრო, როდესაც მსოფლიოს ქალი ჩოგბურთელების ტოპ-50-ის წევრი იყო და მაღალ შედეგებს აღწევდა პრესტიჟულ ტურნირებში. გასულ სეზონზე მართამ მხოლოდ 665 ევროს გამომუშავება მოახერხა კორტზე. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ლამაზმანი სპორტსმენი „ფლეიბოის” შემოთავაზებით მოიხიბლა და გარკვეული ჰონორარის სანაცვლოდ გულახდილ ფოტოსესიაზე დათანხმდა. დომახოვსკის ფოტოებმა უკვე დაამშვენა ცნობილი ჟურნალის პოლონური გამოცემა.

 

ბერხკამპი „არსენალის” სამსახურში ჩადგა

„ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დენის ბერხკამპმა კონტრაქტი გააფორმა ლონდონის „არსენალთან”, – ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი მეილმა”, რის შემდეგაც დაკონკრეტება მოუხდა:  „43 წლის ბერხკამპი ვერანაირად ვერ დაუბრუნდებოდა აქტიურ სპორტს, რადგან კარიერა 2006 წელს დაასრულა და მხოლოდ „არსენალის” აკადემიის ხელმძღვანელად იმუშავებს.“ შეგახსენებთ, რომ თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არსენ ვენგერის „არსენალში” გაატარა და 312 მატჩში 87 გოლი გაიტანა, მათ შორის ფანტასტიკური სილამაზის გოლი „ნიუკასლის” კარში 2002 წელს, რომელიც ინგლისური „პრემიერლიგის” ერთ-ერთ ულამაზეს გოლად ითვლება.

 

შოპინგის მოყვარული სერენა უილიამსი

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელ ქალს, სერენა უილიამსს, სტრესის მოხსნის ბანალური რეცეპტი ჰქონია: ვარსკვლავი შოპოჰოლიკია და რამდენიმე ხნის წინ ის და მისი „ბოიფრენდი“ (და შეთავსებით – მწვრთნელი), პატრიკ მურატოღლი, მელბურნის მაღაზიებში სეირნობის დროს შეამჩნიეს. წითელ კაბასა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ სერენას პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო გადაუღეს, თუმცა, იმის დადგენა ვერ მოხერხდა, თუ რა შეიძინა სპორტსმენმა. სამაგიეროდ, ცნობილია, თუ რის გაყიდვას აპირებს ის – ჩოგბურთელი ლოს-ანჯელესში მდებარე ბინას ყიდის და 220-კვადრატულმეტრიანი ბინის სანაცვლოდ, „დიდი სლემის” 15-გზის გამარჯვებულს 1,8 მილიონი დოლარის მიღება უნდა.

 

სქოულზს ავტომობილი მოჰპარეს

„მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველს პოლ სქოულზს სახლის ეზოდან ავტომობილი მოჰპარეს. 38 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა „შევროლე კაპტივა” დაქოქილი დატოვა და სახლში შევიდა, უკან დაბრუნებულს კი ავტომობილი წაყვანილი დახვდა. ინციდენტი დილის 8 საათზე მოხდა. ბოროტმოქმედები, როგორც ჩანს, ელოდებოდნენ, როდის შებრუნდებოდა სქოულზი სახლში. პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება. საინტერესოა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სქოულზი ყაჩაღობისა და ძარცვის მსხვერპლი გახდა: 2007 წელს ბოროტმოქმედები მას სახლში შეეჭრნენ და დანის მუქარით  ავტომობილის წართმევას ლამობდნენ.

 

კაკას სექსუალური ქომაგი

ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონს და მადრიდის „რეალის” ნახევარმცველს – კაკას სამშობლოში გულმხურვალე ქომაგი ჰყავს – სექსუალური ფოტოსესიებით განთქმული მოდელი ანა პაულა სადი, რომელიც „სან-პაულოს” ყველაზე ცნობილი ქომაგია და მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა კაკა მისი საყვარელი კლუბის მაისურს მოირგებს და „სტადიონ მორუმბიზე” შეკრებილ ქომაგებს ანას თამადობით, თავისი თამაშითა და გოლებით გაახარებს.

скачать dle 11.3