კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

მარკოზ მოსაგრე: თანდათანობით მზარდ ძალას, რომელიც  იპყრობს ჩვენს სულს ავი ზრახვებით, წმიდა მამები ასე განმარტავენ:

1. თავდაპირველად ჩნდება ეგრეთ წოდებული მანქანა. ამას უწოდებენ ყველა უბრალო ზრახვას, ან უბრალოდ, რომელიმე აზრს, რომელიც ადამიანს თავში მოსდის. მანქანას უცოდველს უწოდებენ, იგი არ იმსახურებს არც ქებას, არც გაკიცხვას, მანამ, სანამ არ გამოიწვევს ჩვენში მისადმი ამა თუ იმ დამოკიდებულებას.

2. მეორე ვარიანტი დგება მაშინ, როდესაც ჩვენ ვამჩნევთ ამ საგანს ან ამ აზრს, ვაკვირდებით მას და, წმიდა მამების გამოთქმით, ვიწყებთ მათთან საუბარს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცილებთ თავიდან ზრახვას და ნებას ვაძლევთ მას, დარჩეს ჩვენში, თუმცა კი არ ვიღებთ მას. ამას შეთავსება ეწოდება. წმიდა მამებს იგი უკვე აღარ მიაჩნიათ უცოდველად, მაგრამ ზოგჯერ იგი საქებარიც შეიძლება იყოს, თუკი ზრახვას იმისთვის ვიხილავთ, რომ უარვყოთ იგი და გავითვალისწინოთ მისი ცოდვილიანობა.

3. მესამე მომენტი დგება მაშინ, როდესაც ჩვენ თანავუგრძნობთ ამ ზრახვას, ვიხრებით მისკენ და მზად ვართ, დავყვეთ მას. ამას ზრახვებთან შეთანხმება ეწოდება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ორი სხვადასხვა გამოსავალი იყოს:

ა) ზრახვისკენ დროებით გადახრის შემდეგ შეიძლება გონს მოვეგოთ, მოვინანიოთ აზრობრივი ცოდვა და დავძლიოთ ეს ზრახვა;

ბ) მეორე გამოსავალი კი, წმიდა სინელის სიტყვებით, მაშინ არის, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით იღებს მტრისგან შემოთავაზებულ აზრებს, ეთანხმება და უმეგობრდება მათ და ისე მარცხდება, რომ იგი არ ეწინააღმდეგება ამ ზრახვებს, არამედ, პირიქით – ყველაფერს მათი შთაგონებით აკეთებს. ეს კი აშკარა ცოდვაა.

4. მეოთხე მომენტი დგება მაშინ, როდესაც ზრახვა უნებლიეთ ან ძალდატანებით იპყრობს ჩვენს გულს, შეერწყმება მას, ამსხვრევს კეთილ წყობას. ამ მომენტს დატყვევება ეწოდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ზრახვით დაპყრობილი გონება ღვთის შეწევნით შეიძლება მისგან გათავისუფლდეს. ზოგჯერ კი ისე ხდება, რომ ღელვითა და ტალღებით გატაცებული, ეშმაკური ზრახვებით მოხიბლული ნება ვეღარ ფხიზლდება და ვეღარ უბრუნდება კეთილ წყობას. ყველაზე ხშირად ეს ხდება მავნე ფუსფუსისა და უსარგებლო საუბრების (ამაო მეტყველების) შედეგად.

5. დაბოლოს, ზრახვათა მიერ ჩვენი დაპყრობის უმაღლეს საფეხურს ვნება ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენ სულში ჩაბუდებული ავი ზრახვა თანდათან ზნე-ჩვეულებად გადაგვექცევა. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი საკუთარი ნებით იგდებს თავს. ამ მდგომარეობიდან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ მონანიების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს მარადიული ტანჯვა ელოდება.

скачать dle 11.3