კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ერთმანეთი ტყუპმა დებმა და რა გაარკვია ტყუილით გაშვილებული ტყუპისცალის დამ

49 წლის ნატა ვალერიანის ასული კანთელაძე ეძებს 48-50 წლის ნანას (სახელი სავარაუდოა, გვარი და მამის სახელი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ტყუპისცალ დას. ის ამჟამად დაახლოებით 48-50 წლის უნდა იყოს (გააჩნია, შეუცვალეს თუ არა მას ასაკი). ჩემი დის მხოლოდ სავარაუდო სახელი ვიცი – თუ არ ვცდები, მას ნანა უნდა ერქვას. დედაჩემმა 1963 წლის 18 მაისს, ¹3 სამშობიარო სახლში იმშობიარა, გაუჩნდა 7-თვიანი ტყუპები. მას უთხრეს, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალი გარდაიცვალა, მაგრამ ბავშვის ცხედარი დედას არ უნახავს. სამი წელია, რაც გავიგე, რომ ჩემი ტყუპისცალი ცოცხალია და მას შემდეგ მოსვენება დავკარგე, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონმა ნატამ ძალიან მცირედი იცის თავის დაკარგულ ტყუპისცალზე. ამ ისტორიის გასარკვევად ერთ-ერთი ხელმოსაჭიდი და იმედის მომცემი ნატას ფოტოა. ვთხოვ ჩვენს მკითხველს, დააკვირდეს ფოტოსურათს – დაკარგული ტყუპისცალი ძალიან ჰგავს თავის დას. ტერიტორიულად კი ის ნახეს დოლიძისა და ნიკოლაძის ქუჩებზე, ასევე, ვერაზე, ერთხელ კი – ორთაჭალაში, ტაძართან.

– ქალბატონო ნატა, ძალიან საინტერესო ისტორია გაქვთ. დაწვრილებით გვიამბეთ, რა მოხდა 1963 წელს ¹3 სამშობიარო სახლში, რა არის თქვენთვის ცნობილი?

– 1963 წლის 18 მაისს დედაჩემმა, მერი ცქვიტინიძემ, იმშობიარა კობის ქუჩაზე მდებარე ¹3 სამშობიარო სახლში. მას გაუჩნდა ტყუპი გოგონები (ერთ-ერთი მათგანი მე ვარ). მე 900 გრამი დავიბადე, ჩემი ტყუპისცალი კი 1 კილოგრამი და 200 გრამი იყო. დედასთვის ეს იყო მეორე მშობიარობა – მე უფროსი ძმაც მყავს. სამშობიარო სახლში დედას უთხრეს, რომ ჩემი ტყუპისცალი გარდაიცვალა, მაგრამ, ბავშვის ცხედარი დედას არ უნახავს.  გავიდა წლები. დედა გარდაიცვალა 1994 წელს, მამაჩემიც აღარაა ცოცხალი. მთელი ჩემი ცხოვრება, ყველა, ვინც კი მნახავს, სტუდენტობის დროიდანვე, მეუბნება ერთსა და იმავეს – რომ მნახეს ისეთ ადგილას, სადაც არ ვყოფილვარ... თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, იმდენად დაუჯერებლად მიმაჩნდა ჩემი ტყუპისცალის არსებობა. თუმცა, ამაზე სულ ვოცნებობდი. დაახლოებით სამი წლის წინ შევედი ერთ-ერთ კაფეში, სადაც გაოცებულმა გამყიდველმა მკითხა: ნანა, გუშინ რატომ წახვედი ასე ადრე? მე ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ ნანა არ ვარ, მაგრამ, ის ქალი მიმტკიცებდა, ნანა ხარო. შემდეგ კი, ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველმა პრეტენზიით მითხრა: გუშინაც ეს ზედა ჩამომაღებინეთ, მაგრამ, არ იყიდეთ და დღესაც ამას იზომავთო... ჩემმა უახლოესმა მეგობარმა კი დამირეკა და მითხრა, რომ ორშაბათს ორთაჭალაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან მნახა (სადაც იმ დღეს არ ვყოფილვარ), მეძახდა და მე კი ხმა არ გავეცი! ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ტყუპისცალი და ცოცხალია, რომ ჩემი ოჯახი მოატყუეს და ბავშვი გააშვილეს.  ეს ამბავი მოვყევი ჩემს მამიდაშვილთან, რომელიც არქივში მუშაობს. მან, დახმარების მიზნით ამოიღო არქივიდან დედაჩემის მშობიარობის, ანუ ჩვენი დაბადების აქტის ჩანაწერი. იქ ეწერა, რომ დედას მხოლოდ მე და ჩემი უფროსი ძმა ვყავდით (ვგულისხმობ ცოცხალ შვილებს). ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ქალი (ამჟამად ის ცოცხალი აღარაა), რომელიც ესწრებოდა დედაჩემის მშობიარობას და იმ პერიოდში მუშაობდა მედდად ¹3 სამშობიარო სახლში. ის ქალი სულ მეუბნებოდა, რომ მან გადამარჩინა – ყოველთვის ამას მიმეორებდა. დროთა განმავლობაში მისი ამგვარი „დაყვედრება“ ნერვებზეც კი მოქმედებდა, მაგრამ, შემდგომ დავფიქრდი: როგორ გადამარჩენდა, როცა სამშობიარო სახლში ინკუბატორიც კი არ იყო და მე (როგორც 7-თვიანი) სულ სხვა სამშობიარო სახლში გადამიყვანეს?!

– ანუ, ვისაც ჩვენ ვეძებთ, ის გაჭრილი ვაშლივით გგავთ თქვენ?

– დიახ, როგორც ჩანს, ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და მინდა მივმართო ყველა მკითხველს: თუკი ვინმეს გეცნობათ ჩემი ფოტო, თუნდაც სხვა სახელითა და გვარით, დაგვიკავშირდით ან წააკითხეთ იმ ადამიანებს ეს ისტორია. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი დაკარგული და.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3