კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად „დაბოდიალობს” სალომე კორკოტაშვილის მეორე ნახევარი და რატომ ვერ გამოსდის მას მეგობრობა გოგონებთან

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი გერმანიიდან სულ რამდენიმე კვირაა, დაბრუნდა და ამერიკაში წასასვლელად ემზადება. მის ცხოვრებაში საკმაოდ სასიამოვნო სიახლეებია და ამბობს, რომ მისი ოცნებების ახდენის დროც დადგა. ის საკმაოდ რისკიანი და, ამავდროულად, იღბლიანი ადამიანიცაა. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ამ თემაზე სალომე თავად გვესაუბრება.

 

სალომე კორკოტაშვილი: იანვრის თვეში გახლდით ბერლინში, სადაც საკმაოდ ცნობილ ბარში მქონდა კონცერტი. ძალიან მოეწონათ გერმანელებს ჩემი გამოსვლა და მთხოვეს, კიდევ ერთი კონცერტი გამეკეთებინა, მაგრამ, ეს, სავარაუდოდ, გარკვეული დროით გადაიდება. საქართველოში რომ დავბრუნდი, დამხვდა წერილი ამერიკიდან, სადაც ეწერა, რომ მიწვეული ვიყავი ნიუ-ორლეანის ჯაზ-ფესტივალზე. ისეთი სასიხარულო დარტყმა მივიღე ამ ინფორმაციით, რომ ახლაც შოკში ვარ (იცინის). ნიუ-ორლეანის ჯაზ-ფესტივალი უკვე 40 წელია, იმართება და მასში ცნობილი და ლეგენდარული შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას. ხომ წარმოგიდგენიათ, მათ გვერდით დგომა ჩემთვის რას ნიშნავს?! დილით ბედნიერი ვიღვიძებ, რადგან, ვიცი, რომ სულ მალე ამ ფესტივალის მონაწილე გავხდები. ამაზე სულ ვოცნებობდი და გულის სიღრმეში სულ მჯეროდა, რომ იქ აუცილებლად, ოდესმე მაინც მოვხვდებოდი. მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებს შორის, დაუჯერებელ რეალობაში აღმოვჩნდებით ჯგუფი „სალიო” და საქართველოს სახელით წარვდგებით დაახლოებით 50 ათასი ადამიანის წინაშე. ზაფხულში ბათუმში რომ გამოვედი ჯაზ-ფესტივალზე, იქ მომისმინა ქვინქ დევისმა და თქვა, აუცილებლად მიგიწვევ ნიუ-ორლეანის ფესტივალზე, ამას მე გპირდებიო. დანაპირებიც და ჩემი ოცნებაც ასე მარტივად აასრულა ამ კაცმა. ამ ფესტივალზე ჯერ არც საქართველოდან, არც რუსეთიდან და არც აზერბაიჯანიდან არ ყოფილა მონაწილე. ორმაგად სასიამოვნოა, ჯგუფი „სალიო” რომ პირველია.

– ჯგუფი „სალიო” ერთი წელია, შეიქმნა და, ასეთი წარმატება, გეთანხმები, მართლაც დაუჯერებელი რეალობაა. ვისი იდეა იყო ამ სახელის დარქმევა, რა ჟანრს ასრულებთ და ვინ არის თქვენი პროდიუსერი?

– ჯგუფ „სალიოს” პროდიუსერია ბექა ჯაფარიძე. ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეპერტუარი, ანუ, ჯაზის, პოპისა და ელექტრონული მუსიკის ნაზავი და სწორედ ამით წარვდგებით ამერიკაში მაყურებლის წინაშე. იმ საუკეთესო ჯგუფებისა და შემსრულებლების გვერდით მოგვიწევს გამოსვლა, როგორებიც არიან: ჯორჯ ბენსონი, მარონ ფაიფი, ჯიფსი კინგი და სხვები. ანუ, იმათ გვერდით დავდგები, ვის მუსიკაზეც გავიზარდე. რაც შეეხება სახელს – „სალიოს”, ბავშვობიდან ვამბობდი, მე მქვია სალიო-მეთქი. „სალომე კორკოტაშვილი“ მეგრძელებოდა და „სალიო“ დავირქვი (იცინის). რადგან ტექსტსა და მელოდიას მე ვწერ,  ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ, „სალიო” დაგვერქმია. სხვათა შორის, „სალიო“ ესპანურად „წასვლას“ ნიშნავს. ჰოდა, ჩვენც 27 აპრილს მივდივართ (იცინის). 

– მახსოვს, წლების წინაც აპირებდი ამერიკაში კარიერის აწყობას. რატომ გადაიფიქრე?

– მართლია, ექვსი წლის წინ ერთ ამერიკელ პროდიუსერს მოვეწონე, ჩემს წაყვანას აპირებდა და, რომ დამირეკა და წაყოლა შემომთავაზა, იმ საღამოს გარდაიცვალა. ასაკში იყო. ამაში ჩემი ერთი მეგობარი იყო ჩართული, მან მოასმენინა ჩემი სიმღერები და დააინტერესა ჩემით. მაგრამ, სამწუხაროდ, ის პროდიუსერი გარდაიცვალა. 

– ხშირად ამბობ, ბიჭებთან უფრო გამომდის მეგობრობა, ვიდრე გოგონებთანო. ვერ უგებ მათ თუ რაშია საქმე?

– მეგობრებში მართლაც გამიმართლა. ორი ისეთი მეგობარი გოგონა მყავს, ყველას „უჯოკრავენ”, სულ გვერდით მიდგანან. საერთოდ  კი  ბიჭებთან უფრო გამომდის ურთიერთობა, ვიდრე გოგონებთან – რა ვიცი, ასეა. გოგონებთან უფრო მირთულდება ურთიერთობა, სულ ჩასაფრებულები არიან, არ არიან გულწრფელები, თითქოს შური ამოძრავებთ. ეს იმ ჩემს ორ დაქალს არ ეხება, რადგან, ისინი უფრო ბიჭურები  არიან, ვიდრე „გოგოშკურები” (იცინის). 

– რადიკალურად შეიცვალე იმიჯი – უფრო ქალური და სექსუალური ხარ. არ მეთანხმები?

– გეთანხმები. 17 წლის ასაკში უფრო ჰიპური იმიჯი და ცხოვრება მომწონდა, ახლა კი 25 წლის დედა ვარ და ასეთი ქალური და გლამურული იმიჯი მომწონს (იცინის).

– როგორი დედა ხარ?

– მეგობრული და მზრუნველი დედა ვარ, ქოფაკი დედა ნამდვილად არ ვარ. ვცდილობ, მეტად ახლოს ვიყო და მეტად გავუგო ჩემს შვილს. ხშირად დავდივართ ერთად, ვთამაშობთ. 3 წლის ზუკას გვერდით მეც ბავშვური ვხდები. თავად თბილ, საყვარელ და მეგობრულ გარემოში გავიზარდე და ჩემი შვილიც ზუსტად ასეთ გარემოში იზრდება.

– პირად ცხოვრებაში გაგიმართლა?

– ჯერჯერობით, პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, მაგრამ, მჯერა ყველაფერი დალაგდება და ის ერთადერთი, რომელიც სადღაც „დაბოდიალობს,” მალე მიპოვის (იცინის). სიყვარულის ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, ის ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდება. ერთხელ გამიცრუვდა იმედი სიყვარულში, მაგრამ, არ დამჩემდა შიშები. თუ მოინდომე და ძლიერი ხასიათი გაქვს, შიში ვერ მოგერევა. კიდევ ვამბობ: ის ერთი, რომელსაც ჩემი სიყვარული ჰქვია, სადღაც არის და აუცილებლად მიპოვის, ჯერ იმალება (იცინის). 

 

скачать dle 11.3