კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში გამოადგა აჩი ფურცელაძის მომავალ მეუღლეს ფიარის სპეციალობა და რა აკავშირებს მას ჟურნალ „ვოგთან“ და სხვა პოპულარულ გამოცემებთან

ყველასთვის ცნობილმა აჩი ფურცელაძემ სასურველი ქალი იპოვა და მასთან ოჯახის შექმნას წლის ბოლოს გეგმავს. შევიტყვეთ რა, გაია ხაჩიძის თბილისში ვიზიტის შესახებ, შევხვდით და ინტერვიუც ჩავწერეთ. გაია საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა და მომავალი მეუღლის მსგავსად, მხიარული, კომუნიკაბელური და ენერგიული ადამიანია. როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას და რა გეგმები აქვთ. ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– გაია, დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობ, თუმცა ვიცი, რომ თბილისში დაიბადე.

გაია: აქ დავიბადე, მაგრამ 3 თვის ვიყავი, მოსკოვში რომ წამიყვანეს.

– თუ გავითვალისწინებთ, რომ აქედან წასვლისას ლაპარაკი საერთოდ არ იცოდი და მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობ, სიმართლე გითხრა, გამიკვირდა ქართულად კარგად რომ ლაპარაკობ.

– დედა რუსი მყავს, ასე რომ, ნახევრად ქართველი ვარ. დიდი მადლობა ბებიაჩემს, რომელმაც მომცა საშუალება, მშობლიურ ენაზე მესაუბრა და ქართული მასწავლა.

– ოჯახის ყველა წევრი ერთად გადახვედით საცხოვრებლად რუსეთში?

– კი ყველანი წავედით, თბილისში მხოლოდ მამიდაჩემი დარჩა. ბაბუა, თემურ ხაჩიძე დიპლომატი იყო, გასულ წელს გარდაიცვალა. მოსკოვის გარდა, 5 წელი პოლონეთში ვცხოვრობდი ბებიკოსთან და ბაბუკოსთან ერთად. 

– სკოლა და უმაღლესი, შესაბამისად, რუსეთში დაამთავრე, განათლებით კი, როგორც ვიცი, ფიარის სპეციალისტი ხარ. 

– დამთავრებული მაქვს, მგიმოს საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ფიარის განხრით.

– საკმაოდ საინტერესო სივი გაქვს. 

– ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში, რომელთაც არაერთ ლუქსბრენდთან ჰქონდათ შეხება. ამიტომ, თავისთავად მიხდებოდა მუშაობა ისეთ ცნობილ ჟურნალებთან, როგორიც „ვოგია” და ასე შემდეგ. ვაცმევდი სხვადასხვა პროექტის წამყვანებს. ვმუშაობდით „ესტეესთან,” პირველ არხზე, თუ იცით, „მოდნი პრიგავორ” – იყო ასეთი პროექტი.

– გამოდის, რომ შენს გარეშე არ იცვამდნენ წამყვანები.

– კი ასეა.

– ახლა ცოტა პირადზეც მინდა, გადავიდეთ. როცა აჩის (ფურცელაძის) ინტერვიუს ვწერდი, თქვა, რომ შენი სახით სასურველი ქალი იპოვა და უზომოდ შეყვარებულია. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– მე და აჩიმ ერთმანეთი დაახლოებით 3 წლის წინ გავიცანით. ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, რომლებთან ერთადაც აქეთ-იქით დავდიოდით და ვერთობოდით. ამის მერე კი, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის შემდეგ, ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ერთი დამთხვევაა ის, რომ ორივე ჩაჩავაში ვართ დაბადებული: მე 1984 წელს, აჩი კი – 1979-ში.  

– როგორი ბიჭია ჩვენი აჩი?

– აჩი გადასარევი ბიჭია და ძალიან მიყვარს. 

– გარდა იმისა, რომ ერთმანეთი გიყვართ, ამ ეტაპზე აჩის დირექტორიც ხარ.

– ერთი თვის წინ სამსახურს დავანებე თავი და მაშინვე სუპერშემოთავაზება მივიღე, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ასე რომ, ახლა უკვე აჩის დირექტორი ვარ. 

– ანუ, მხოლოდ ამ საქმით ხარ დაკავებული?

– ჯერჯერობით კი. თუმცა, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. ვფიქრობ და არ ვიცი, პარალელურ რეჟიმში თუ შევითავსებ სხვა საქმესაც. სიმართლე გითხრა, აჩის დირექტორობა ძალიან მაწყობს. ახლა საიტი უნდა გავაკეთო და ასე შემდეგ.

– დირექტორისა და შეყვარებულის ფუნქცია, ხელს ხომ არ უშლის ერთიმეორეს?

– არა, პირიქით, ეს ძალიან კარგია. როცა მე და აჩი 24 საათიდან 20-ს ერთად ვატარებთ, კარგად ვართ. 

– დირექტორს ხელფასს უხდიან. თქვენს შემთხვევაში როგორ არის? აჩი გიხდის ჰონორარს?

– სხვათა შორის, მარტის დასაწყისში მივიღებ პირველ ჰონორარს.

– როდის გეგმავთ ურთიერთობის დაკანონებას?

– ალბათ, წლის ბოლოს მოვაწერთ ხელს და ჯვარსაც დავიწერთ. აჩი ქორწილის წინააღმდეგია, მე კი – პირიქით, დიდი არა, მაგრამ პატარა წვეულებით ნამდვილად მინდა ამ ყველაფრის აღნიშვნა. წლის ბოლომდე შევთანხმდებით.

– ამ ყველაფერს სად გეგმავთ, საქართველოში თუ რუსეთში? 

– რუსეთში ოფიციალური ნაწილი შედგება. ხელს მოსკოვში მოვაწერთ, ჯვარს კი თბილისში დავიწერთ. 

– ვისარგებლებ აჩის აქ ყოფნით და ორივეს გკითხავთ, ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

აჩი: შეიძლება, ეგოისტური მომენტია, არ ვიცი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით მაინც იქნება ჩემნაირი-მეთქი. ორივენი მხიარული, ენერგიული და კომუნიკაბელურები ვართ. გაია ძალიან ჭკვიანი გოგოა. თავის საქმის პროფესიონალია. ვიცი, რომ მასზე მინდობილ ნებისმიერ საქმეში შეცდომა არ იქნება დაშვებული. ამიტომ, მე არაფერი მახსოვს, ყველაფერი გაიჩკაზე მაქვს მინდობილი. ძალიან მეგობრული და ერთგულია. კომპანიონი ტიპია, რაც ძალიან მომწონს. გაიჩკას ისეთი ეშხი აქვს, გვერდს ვერ აუვლი, თავისი „იზიუმინკა” აქვს. ერთხელ რომ ნახავ, იტყვი, რა სიმპათიური გოგოაო, მაგრამ რომ დააკვირდები, უფრო და უფრო მოგეწონება. ძალიან ლამაზი ნაკვთები აქვს. მოკლედ, ყველანაირად კარგი ტიპია. ჩვენ ერთმანეთი კარგშიც გამოვცადეთ და ცუდშიც. რაც მთავარია, არ გვეზარება და არ გვეთაკილება ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდა. ორივემ ვიცით, რომ ბოდიში ძალიან კარგი სიტყვაა, მაგრამ ამ სიტყვას ვუფრთხილდებით, მას „მიყვარხარზე“ დიდი ძალა აქვს, არ უნდა გაცვდეს. ისეთი სკანდალური რაღაცეები ნამდვილად არ გადაგვხდენია თავს, ერთმანეთს არ ვაპატიოთ. პატარ-პატარა შეცდომები ორივეს გვქონდა დაშვებული, მაგრამ რადგან დღეს ერთად ვართ, ეს იმას ნიშნავს, ყველაფერი გამოსწორებული და მოგვარებულია. ისე, გაიასგან განსხვავებით, ერთი კარგი პლუსი მაქვს – მალე ვივიწყებ ყველაფერს. მე თუ 5 წუთი მჭირდება, მას – 10. 

გაია: აჩის დახასიათება მოკლედ შემიძლია. რა თვისებებიც ჩემშია, აჩის ყველაფერი კუბში აყვანილი აქვს. უფრო თბილი და მხიარულია. მიყვარს ისეთი აჩი, როგორიც სახლშია. კარს რომ მოიხურავს, სულ სხვანაირია. სახლში ძალიან წყნარი, მშვიდი, ტკბილი და თბილი ბიჭია, თავიდან ბოლომდე ჩემია. 

– ერთმანეთის ოჯახებმა როგორ მიგიღეს?

აჩი: ხატულას (აჩის დედა) ძალიან უყვარს გაიჩკა, რაც ძალიან მსიამოვნებს. მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემასთან ერთად, უდიდესი სიყვარული აქვთ. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ ხატულასა და გაიჩკას ურთიერთობა რძალდედამთილური კი არა, მეგობრულია. რაღაც „სეკრეტებიც” აქვთ ერთმანეთში, რასაც მე არ მიმხელენ. კოალიცია აქვთ თავისი. მე და გაიას მამას, კოკას, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გვეშინოდა დედა როგორ მიმიღებდა, საბედნიეროდ, მოკლე ხანში ალიონასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. კოკასთან იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ მინდა, ალიონასთანაც ანალოგიური მქონდეს. 

– გაია, ვისი სახელი გქვია?

გაია: ბებიაჩემის. ყველას ჰგონია, გაიანე სომხური სახელია, მაგრამ რეალურად, ასე არ არის – ისტორიულად ბერძნული სახელია. სომხური არაფერი არ მირევია, მხოლოდ ქართულ-რუსული სისხლი მაქვს. 

აჩი: ამაშიც ვგავართ ერთმანეთს, დიდი ბებია მეც რუსი მყავდა – დუბინინა.

– რამდენი შვილის ყოლას გეგმავთ? 

– გაიას ძალიან მაგარი შვილი ჰყავს – 5 წლის ნიკუშა, რომელზეც ვგიჟდები, ისე მიყვარს. ერთმანეთს მეორედ რომ შევხვდით, გამოიქცა და ჩამეხუტა. ბევრი რამ გვაქვს საერთო. ვიღაცას რაღაცას რომ უყვება, პირზე ჩემი სახელი აკერია – აჩიმ ის გააკეთა, აჩიმ ეს გააკეთაო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო მომენტია. 

გაია: რაც შეეხება ჩვენს საერთო შვილებს, მინიმუმ, ორს აუცილებლად გავაჩენ. ნიკუშა გვყავს, ახლა გოგო გვინდა, მერე ვნახოთ.

აჩი: სულ ვამბობ, გოგოები მამის ინფარქტები არიან, ბიჭები – დედის-მეთქი. ყოველთვის მინდოდა გოგო მყოლოდა, მაგრამ თუ ბიჭის მამაც გავხდი, მას აუცილებლად აჩის დავარქმევ. მე ბაბუაჩემის სახელი მქვია. სულ მინდოდა, არჩილ არჩილის ძე ვყოფილიყავი, რაც არ გამომივიდა, ზურაბის ძე ვარ. დედაჩემს ვეუბნებოდი, მაინც არ არის ის კაცი ჩვენთან, გადამიყვანე ბაბუაჩემის გვარზე და მაშინ უკვე არჩილ არჩილის ძე ვიქნები-მეთქი. 

 ასე რომ, ბიჭი უკვე გვყავს, ახლა მინდა, გოგო გვეყოლოს და მერე უკვე დავფიქრდებით. 

 

скачать dle 11.3