კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიცვლება 2013 წელს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ტესტი და რატომ ექნებათ აბიტურიენტებს საშუალება, აირჩიონ სასურველი ფაკულტეტები ერთიანი გამოცდების შედეგის გაგების შემდეგ

აბიტურიენტებს ერთ თვეზე ცოტა დრო რჩებათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის გასავლელად. წელს მათ მნიშვნელოვანი სიახლე ელით, რაც, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მესვეურთა აზრით, ჩარიცხვის პროცესს უფრო კომფორტულს გახდის, ასევე, ცვლილებებია, სახელმწიფო გრანტის მხრივაც და ერთიანი სამაგისტრო ტესტის შინაარსობრივ ნაწილში. დაწვრილებით თემაზე საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.

 

– რით განსხვავდება წლევანდელი წელი წინა წლების საგამოცდო პროცესისგან?

– მნიშვნელოვნად განსხვავდება და ვფიქრობ, რომ აბიტურიენტებს რეგისტრაციის უფრო ეფექტიან პროცესს შევთავაზებთ. აბიტურიენტებს მოვუხსენით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ წლებში რეგისტრაციისას გამოიკვეთა. კერძოდ, აბიტურიენტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების არჩევა, უწევდა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაცილებით ადრე. გამოცდები, როგორც წესი, ტარდება ივლისში, რეგისტრაციას კი ვიწყებთ თებერვალ-მარტში. ამიტომ სწორედ თებერვალ-მარტში უნდა აერჩია აბიტურიენტს კონკრეტული ფაკულტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგული ჩამონათვალი. წლების განმავლობაში მას შეეძლო შვიდი არჩევნის გაკეთება, შემდეგ ეს რაოდენობა 20-მდე გავზარდეთ, იმ მიზეზით, რომ მაინც იყო გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა, რომლებიც ვერ ახერხებდნენ სწორად აერჩიათ უმაღლესი სასწავლებელი, გამომდინარე იქიდან, რომ სწორად ვერ აფასებდნენ საკუთარ შესაძლებლობებს.

– არჩევნის 20-მდე გაზრდამ გაამართლა?

– სამწუხაროდ, ვერ გაამართლა. რეგისტრაციის დასრულებიდან გამოცდებამდე პერიოდი დატვირთული იყო აბიტურიენტებთან შეხვედრებით, რომლებსაც უნდოდათ ცვლილებების შეტანა თავიანთ არჩევანში, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ აბიტურიენტებს, გამოცდილების სიმწირის გამოც, არ შეეძლოთ, ზუსტად განესაზღვრათ, რა შედეგებს აჩვენებდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ჰქონდათ თუ არა შანსი, ჩარიცხულიყვნენ იმ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე, სადაც კონკურსი მაღალია. პირიქითაც ხდებოდა, როდესაც აბიტურიენტი არაადეკვატურად აფასებდა თავის შესაძლებლობას და ფიქრობდა,  რომ შანსი არ ჰქონდა ისეთ ფაკულტეტზე მოხვედრის, სადაც მაღალი იყო კონკურსი, მაგრამ შედეგების გამოცხადების შემდეგ ნათელი ხდებოდა, რომ ჩარიცხვის დიდი შანსი ჰქონდა. ასე რომ, ჩვენი აზრით, აბიტურიენტს დაეხმარება მართებული გადაწყვეტილების მიღებაში ის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ეცოდინება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები.

– აღვწეროთ პროცესი, რომ აბიტურიენტებისთვის უფრო ნათელი გახდეს, რა ცვლილებებია რეგისტრაციისას.

– რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნება მარტში და, რა თქმა უნდა, აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ ჩვენი ცნობარის სახით. ჩვენს ვებ-გვერდზეც განთავსდება ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლების შესახებ –  სად რა პირობებია, რომელი საგნებია სავალდებულო, როგორია თითოეული გამოცდის წონა და ასე შემდეგ. რეგისტრაციისას აბიტურიენტებს აუცილებლად მოუწევთ საგამოცდო საგნების არჩევა, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში და ეს არჩევანი აღარ შეიცვლება. რა თქმა უნდა, მათ რეგისტრაციისას შეუძლიათ, აირჩიონ უმაღლესი სასწავლებლები და ფაკულტეტები და ამჯერად –  შეუზღუდავი რაოდენობით.

– ოღონდ ფაკულტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების რიგითობას კვლავ ექნება მნიშვნელობა?

– რიგითობას აუცილებლად ექნება მნიშვნელობა, რადგან ეს ჩვენ გვკარნახობს, რომ იმ ფაკულტეტზე, რაც აბიტურიენტს პირველ ნომრად აქვს მონიშნული, მას ყველაზე მეტად უნდა სწავლის გაგრძელება. ამ პრინციპზეა აგებული ჩარიცხვის ალგორითმი, მაგრამ მარტიდან დაწყებული, ვიდრე ჩარიცხვის პროცესის დაწყებამდე, ფანჯარა იქნება ღია და აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდებამდე და გამოცდების დასრულების შემდეგ, როდესაც შედეგებს გამოვაცხადებთ, შეიტანონ ნებისმიერი ცვლილება.

– შედეგებში გულისხმობთ საგამოცდო ქულებს?

– ცხადია. შედეგების გამოცხადებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბიტურიენტებს შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი არჩევანი: საერთოდ თავიდან შეადგინონ ჩამონათვალი, რამე დაამატონ ან ამოიღონ.

– ერთია, რომ მეცოდინება ჩემი შედეგი, ანუ ქულები, მაგრამ, ზოგადი სტატისტიკური მონაცემი თუ იქნება, ვინ რამდენი ქულა აიღო ამა თუ იმ საგანში, ეს ინფორმაცია უფრო არ დამეხმარება ჩემი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასებაში? 

– ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება შეგვიძლია, მაგრამ პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მეტ არეულობას და გაუგებრობას გამოიწვევს, იმიტომ რომ ეს ცოცხალი პროცესია, ყველას შეუძლია თავისი არჩევნის შეცვლა და მონაცემები კონკრეტულ ფაკულტეტზე შეიძლება, წუთობრივად შეიცვალოს. ასე რომ, ასეთი ფორმით მონაცემის მიწოდებამ შესაძლოა, კიდევ უფრო დააბნიოს აბიტურიენტი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ რადგან წლების განმავლობაში ვიცით, ამა თუ იმ კონკრეტულ ფაკულტეტებზე ჩასარიცხად აუცილებელია კარგი შედეგი, გადაწყვეტილებას უკვე მივიღებ ჩემს შედეგებზე დაყრდნობით: თუ მაღალი ქულები მექნება, შანსიც მეტია პრესტიჟულ ფაკულტეტზე მოხვედრის, თუ არასაკმარისად მაღალი შედეგი მაქვს, კარგად უნდა დავფიქრდე, მივუთითო თუ არა პრესტიჟული ფაკულტეტი. თუმცა ყველას შეუძლია პრესტიჟული ფაკულტეტის მითითება პირველ თუ მეორე ნომრად და დანარჩენებში გაითვალისწინოს მიღებული შედეგი.

– ეს პროცესი გამორიცხავს მეორად ჩარიცხვებს?

– მეორადი ჩარიცხვების აუცილებლობა აღარ იქნება, თუმცა დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ დაიკეტოს ბაზა, დამუშავდეს მონაცემები და ჩარიცხვის პროცედურა განხორციელდეს. ამიტომ ჩარიცხვის პროცესის დაწყებამდე ბაზა დაიხურება, მაგრამ ვიმეორებ, აბიტურიენტებს საკმაო დრო ექნებათ საიმისოდ, რომ დაფიქრდნენ და საკუთარი შედეგიდან გამომდინარე, გააკეთონ არჩევანი.

– სასწავლო გრანტი დამოკიდებულია ოთხივე გამოცდის შედეგზე, ახლებური სქემა იმოქმედებს გრანტის განაწილებაზე?

– აბიტურიენტი პარალელურად ორ კონკურსში იღებს მონაწილეობას: ერთია საგრანტო კონკურსი და მეორე, ჩარიცხვის. ასე რომ, გრანტის გაცემისას ოთხივე გამოცდის შედეგია გათვალისწინებული.

– ცნობილია, რომ 14 მიმართულებაზე სწავლის საფასურს დაფარავს სახელმწიფო, ეს რაღაც ტიპის არეულობას შემოიტანს გრანტის განაწილებისას თუ ამ მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველები აღარ მიიღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში?

– საგრანტო კონკურსში ყველა მიიღებს მონაწილეობას, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უსამართლობა გამოვა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან: ამ პროგრამაზე სწავლა სტუდენტისთვის უფასოა და, თუ მათ საგრანტო კონკურსში არ მივაღებინებთ მონაწილეობას, ამით შევუზღუდავთ მობილობის უფლებას. თუ ერთი წლის შემდეგ მომინდა, შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება და სწავლა განვაგრძო ისეთ ფაკულტეტზე, რომელზეც დაფინანსების ჩვეულებრივი წესი მოქმედებს, თუ თავის დროზე არ მიმაღებინეს მონაწილეობა საგრანტო კონკურსში, იძულებული ვიქნები, სწავლის საფასური მე დავფარო. მაშინ, როდესაც მე შეიძლება, კარგი შედეგი მეჩვენებინა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და საგრანტო კონკურსში რომ მიმეღო მონაწილეობა, მოვიპოვებდი გრანტს და უკვე ჩემი უფლება იქნებოდა, სად წავიღებდი შემდეგ იმ გრანტს. ასე რომ, ჩვენი აზრით, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა საგრანტო კონკურსში. თუ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, 100, 70 თუ 50-პროცენტიანს, ბუნებრივია, მაინც უფასოდ ისწავლიან, მაგრამ, თუ მოუნდებათ სხვა ფაკულტეტზე გადასვლა, წაიღებენ თავიანთ მოპოვებულ გრანტს.

– 14 უფასო მიმართულების გამოყოფა ხომ არ შეამცირებს გრანტის მიმღებთა რაოდენობას?

– პირიქით, გაზრდის. ლამის ორჯერ მეტ სტუდენტს შეხვდება სახელმწიფო გრანტი. ამ უფასო პროგრამების გარდა, ყველა ფაკულტეტსა და მიმართულებაზე იმოქმედებს ერთი პრინციპი: გვახსოვს, რომ 5 მიმართულებაზე არსებობდა მხოლოდ 100-პროცენტიანი დაფინანსება. წელს ყველა მიმართულება ერთი და იმავე პრინციპით დაფინანსდება: იქნება 100, 70 და 50-პროცენტიანი გრანტები. 30-პროცეტიანი დაფინანსება უქმდება და ეს თანხა დაემატება თანადაფინანსების დანარჩენ თანხას.

– ხუთ მიმართულებაზე მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტების გაცემა, რაც ვფიქრობ, უსამართლო იყო, მაგრამ უკავშირდებოდა სახელმწიფო სტრატეგიას, რომ მიეზიდათ აბიტურიენტები ზუსტ საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე. პრიორიტეტული აღარ არის ეს მიმართულებები?

– გეთანხმებით, რომ გრანტის გაცემის განსხვავებული წესი არ უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებაზე. სახელმწიფო პრიორიტეტები აისახება იმ საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში, რომლებზეც სტუდენტისთვის სწავლა იქნება უფასო. სხვა მიმართულებებზე, ყველგან, დაფინანსების ერთი და იგივე წესი იმოქმედებს.

– საგამოცდო პროგრამებში იქნება ცვლილებები?

– არანაირი ცვლილებები არ არის და არც იქნებოდა გამართლებული, შეგვეთავაზებინა ცვლილებები, როდესაც ასე ცოტა დრო რჩება გამოცდებამდე. ერთადერთ ცვლილებას ვთავაზობთ რეგისტრაციისას და ვფიქრობთ, ეს უფრო მოსახერხებელი იქნება აბიტურიენტებისთვის.

– ისევ უცხოეთში დაიბეჭდება ტესტური დავალებები? მხოლოდ და მხოლოდ კონფიდენციალობაა უცხოეთში დაბეჭდვის მიზეზი?

– კონფიდენციალობის გამო დავიწყეთ ტესტური დავალებების უცხოეთში დაბეჭდვა, იმიტომ რომ 2005 წელს, როდესაც ერთიანი გამოცდების სისტემა დავნერგეთ, არ იყო კონფიდენციალობის დაცვით ტესტური დავალებების ადგილზე დაბეჭდვის საშუალება. ამიტომაც შევარჩიეთ მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაცია, სადაც წლების განმავლობაში ვბეჭდავთ ტესტებს. მაგრამ პირადად ჩემი აზრით, დადგა დრო, დავფიქრდეთ იმაზე, აქ ხომ არ გაგვეგრძელებინა ბეჭდვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული და ღირს კი ამხელა ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ უზრუნველყო კონფიდენციალობა?! თუმცა, რა თქმა უნდა, ღირს ხარჯის გაწევა კონფიდენციალობისთვის.

– მაგრამ ცოტა სირცხვილია, უცხოეთში ბეჭდავდე მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კადრების იმედი არ გაქვს?

– ნამდვილად შესაძლებელია, რომ აქ დაიბეჭდოს ტესტური დავალებები, მით უფრო, რომ საუბარია შესაბამისი სტამბის შეძენაზე, რაც გაძლევს საშუალებას, რომ, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანო გაჟონვის ალბათობა. ასე რომ, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას საგამოცდო პროცესზე, ამ ორგანიზაციას შეუძლია, პასუხისმგებლობა აიღოს ბეჭდვის პროცესზეც.

– მაგისტრანტებს რა სიახლეები ელით? იმ ერთიან სამაგისტრო გამოცდას, რომლის შედეგითაც ნაწილდება გრანტი, გამოცდების ცენტრი ატარებს.

– იცით, რომ მაგისტრატურის საფეხურზე პრიორიტეტები გამოიხატება საგრანტო თანხის განაწილებით. არსებობს 11 ძირითადი მიმართულება და ყოველ წელიწადს მთავრობის დადგენილებით დგინდებოდა კონკრეტული პრიორიტეტები და ეს გამოიხატებოდა თანხის გადანაწილებაში, მაგალითად, ფუნდამენტურ მეცნიერებებში უფრო მეტი თანხა იყო გათვალისწინებული, ვიდრე სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით. წელსაც იგივე უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას მთავრობის დადგენილება დასჭირდება. ჩვენ მაგისტრანტებს ვთავაზობთ ცვლილებას ერთიანი სამაგისტრო ტესტის შინაარსობრივ ნაწილში. ესეც იმიტომ, რომ ვფიქრობთ, მაგისტრობის მსურველებისთვისაც გაცილებით კომფორტული იქნება მათზე მორგებული საგამოცდო ტესტი. ლოგიკურად დაისვა კითხვა: რამდენად სამართლიანია, როდესაც მაგისტრობის ყველა მსურველი ერთსა და იმავე ტესტს აბარებს?! მაშინ, როდესაც ამ ტესტის ერთი კონკრეტული ნაწილი შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანი იყოს ერთი კონკრეტული მიმართულებისთვის და მეორე –  ნაკლებად მნიშვნელოვანი. შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, რადგან ევროპაში მსგავსი ტიპის ტესტებს არ იყენებენ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტესტის ფორმატი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრობის მსურველი. ბუნებრივია, სამაგისტრო ტესტის ოთხი ძირითადი ნაწილი –  წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობები –  დარჩება, ოღონდ აქცენტები გადანაწილდება. შეიძლება, მომავალი იურისტებისთვის ლოგიკური ნაწილი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე წაკითხულის გააზრება, იმ დროს, როდესაც ჰუმანიტარებისთვის შესაძლოა, ანალიტიკური წერა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე რაოდენობრივი მსჯელობა და ასე შემდეგ. ასეთი განსხვავებები იქნება სხვადასხვა ფორმატის ტესტებში და, ჩემი აზრით, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენი მაგისტრობის მსურველები.

– როგორ ფიქრობთ, მაგისტრანტების შემთხვევაში ისევ დარჩება 5 მიმართულებაზე მხოლოდ 100-პროცენტიანი გრანტების გაცემის გამოცდილება თუ, ბაკალავრების მსგავსად, აქაც შეიცვლება?

– ალბათ, მაინც შეიცვლება.

 

скачать dle 11.3