კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდად კოაბიტირებულები

„იგი წავა და სხვა მოვა“

მართალია, ნათქვამია, „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო“, მაგრამ, რაკი, ჯერ ერთი, ტურფა საბაღნარომდე ბევრი უკლია ამ ჩვენი პარლამენტის ქუთაისურ შენობას (მიუხედავად მოშუშვისა) და წამსვლელსაც ვადა პირველ ოქტომბრამდე აქვს (მრავალგზის იავარქმნილი და მიცვლილ-მოცვლილი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით), სულ რაღაც ერთიოდე დღით ადრე შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით აღარ გამოვიდოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ნამდვილად გულისმომკვლელი ამბავია, რადგან, საქართველოს მოსახლეობას ერთი ტონუსის ამწევი საღამო დააკლდა. თუმცა, თუ ჩვენს რჩეულებს დავუჯერებთ, ადრე თუ გვიან (იქნებ, უშაბათო კვირასაც), პრეზიდენტი პარლამენტში მაინც გამოვა და უმცირესობა-უმრავლესობა დებატებშიც შეეჭიდება ერთურთს.

მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვანდო, ბ-ნი სააკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პრეზიდენტის მოსმენა მოგვიანებით შედგება. მოგვიანებით, ანუ, მას შემდეგ, რაც მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება.

თუ გავიხსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მავანნი პრეზიდენტისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას აპირებდნენ, არ არის გამორიცხული, ზემომოყვანილი ამაღლებული მოტივის გარდა, ამ ფაქტორსაც შეესრულებინა როლი პრეზიდენტის გამოსვლის გადავადებისთვის.

თავის მხრივ, აწ უკვე უმცირესოელი და ერთ დროს პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი ბაქრაძე გვარწმუნებს, რომ პრეზიდენტი სრულ მზაობაში იყო, მიბრძანებულიყო პარლამენტში, თუმცა (მომყავს ციტატა ბ-ნი ბაქრაძის გამოსვლიდან): „რაკი უმრავლესობას გადაუწყვეტია, კი ბატონო, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და ბიურო და ჩვენ ვიღებთ მათ პოზიციას, როგორც ფაქტს, რომ ხვალ სხდომა არ ჩატარდება.“

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვლენათა განვითარების ჰარმონიულობა (განსაკუთრებით, უმრავლესობა-უმცირესობის კონსტრუქციული შეფასებები), ბუნებრივია, ბევრ ეჭვს აღძრავს, მათ შორის, იმისაც, რომ დიდი გარიგება, გნებავთ, დიდი კოაბიტაცია, შემდგარია და, მათ შორის, შესაძლოა, იმიტომაც, რომ პოლიტიკოსობა სამყაროსავით უძველესი პროფესიაა. 

скачать dle 11.3