კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩანგლების მბრძანებელი

ანუ „როგორ მოვიპაროთ მილიონი“

„ვინც მოიპარა ფუნთუშა, ზის ციხეში, ვინც მოიპარა მილიონი, ზის პარლამენტში“, – ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ბერნარდ შოუ, თუმცა, ჩვენ ამჯერად კვლავაც უმცირესობა-უმრავლესობის დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ, რომელიც კლასიკურად ჯდება დიალექტიკური მატერიალიზმის იმ კანონში, დაპირისპირებულთა ერთიანობასა და ბრძოლას რომ ეხებოდა.

ერთი სიტყვით, უმცირესობა კვლავ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებების ჩვენებას „აწვება“, უმრავლესობა – საპირისპიროს. შესაბამისად, პირველები ამ ორიენტაციის უცვლელობის ფიცით განმტკიცებას ითხოვენ (კონსტიტუციაში ჩაიწეროსო). ხოლო, რადგან უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს (მათ შორის, ბ-ნი ბუკიკიოს რჩევა-კურთხევით), რის მიხედვითაც, პრეზიდენტს საიმპერატორო უფლებები უნდა ჩამოერთვას, სავაჭრო სივრცეც გამზადებულია.

კერძოდ, უმრავლესობის მიერ ჩაფიქრებული საკონსტიტუციო ცვლილებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ გადაყენების უფლება და ამის შემდეგ თავის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნება. თუმცა, შეეძლება ნებისმიერ დროს პარლამენტის დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

უმცირესობა უმრავლესობის ამ ცვლილებებზე თანახმაა, ოღონდ, თუკი კონსტიტუციითვე განმტკიცდება ქვეყნის პროდასავლური საგარეო კურსი. მაგალითად, ბ-ნი ბაქრაძე მოსწრებულად ბრძანებს: მათ ეშინიათ სკამების, ჩვენ – ევროპული ორიენტაციის დაკარგვისო (პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ სკამებს ლომის წილი უჭირავს თვით ევროპული ორიენტაციის დეკლარირებულ ერთგულებაშიც კი). თუმცა, ბუნებრივად იბადება რიტორიკული კითხვა: მაინც როგორ ესმის ბ-ნ ბაქრაძეს ევროპული ორიენტაცია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის შვილები ბიუჯეტის ხარჯზე თვეში 10 000 ლარს დახარჯავენ სატელეფონო საუბრებში?! ოღონდ, თუ ბერნარდ შოუს დავუჯერებთ, არც უამისობა უნდა იყოს.

скачать dle 11.3