კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეთხელნი

„ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია“

მიუხედავად ლიბერტალიანთა ოპტიმიზმისა (რომელიც, ცხადია, პესიმიზმად შეიცვალა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ), ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობა, ჯიბეთხელობის მიზეზით, იაფფასიან პროდუქციას ეძალებოდა და ეძალება. ხოლო, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენი საზღვრებიც ღიაა და არც შემოტანილი პროდუქციის შემმოწმებელი ორგანო გვაქვს (თუმცა გვქონდა, მაგრამ, საკუთარი, რაღა საკუთარი, წინა მთავრობის, ნებით გავიუქმეთ), რას ვჭამთ (იმის პარალელურად, რომ ბლომადაც „გვაჭმევენ“), ვეჭვობ, შემოქმედისთვისაც გაურკვეველია.

როგორც უნდა იყოს, გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაგვიმხილა, რომ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ჩვენს ბაზრებში საქონლის ხორცის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცი შედიოდა.

ამ განმარტების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ძროხის ნაცვლად ვირს აღარ შემოგვასაღებენ (არც ცხენს), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენივე კანონმდებლობით, აკრძალულია მომხმარებლის მოტყუება, იმედია, ვირ-ცხენების შემომსაღებლების ვინაობასაც გაგვიმხელენ.

ხოლო, თუ ზოგადად ჩვენი ზედა ეშელონების წარმომადგენლების ქცევა-მოქმედებებს გავიხსენებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ვირის ხორცმა მათ რაციონშიც შეაღწია: ცოდვა გამხელილი ჯობს და (როგორც ზემოთ, ისე ქვემოთ), ვირისტვინნაჭამებს რაღაცით ნამდვილად წავაგავდით.

скачать dle 11.3