კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღიპი თუ ქამარ-ხანჯალი

„ვის მივმართო, ზიგმუნდ ფროიდი მკვდარია“

გასულ კვირას პარლამენტის წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ კოლეგებს საკუთარი ინიციტივა გააცნო, რის მიხედვითაც, უნდა დაწესდეს ხალხის რჩეულთა ჩაცმის სტილი. ამ ინიციატივაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი, რამაც ჩემებიც გაამხიარულა და, უპირველესად და უფრო – უმრავლესობის უმცირესოელი კოლეგები. კერძოდ, პარლამენტის წევრს პარლამენტის ტერიტორიაზე (თუ, რასაკვირველია, ბ-ნი გუჯაბიძის ეს ინიციატივა კანონად იქცევა), მათ შორის, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილსაც შეეძლება, გამოცხადება. 

ერთი სიტყვით, სჯა-ბაასი საპარლამენტო ჩოხაზე ქამარ-ხანჯლის ყოფნა-არყოფნამაც გამოიწვია (მაინც ცივი იარაღია) და იმანაც, ვის უფრო მოუხდება ჩიხტიკოპი: ქ-ნ ბესელიას თუ ქ-ნ გოგორიშვილს.

ჩიხტიკოპის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ღიპიანებს, ფაქტია, რომ ჩოხა ვერ დაამშვენებს. რაც შეეხება ქამარ-ხანჯალს: თუ გავიხსენებთ, რომ ქართულ ჩოხას ქამარ-ხანჯალი ბ-ნი ბუშის თბილისში ვიზიტისასაც აჰყარეს და ეს არავის გაუპროტესტებია, მგონია, რომ ჩვენი რჩეულებიც გადაიტანენ უხანჯლობას.

უმრავლესოელი კოლეგის ინიციატივა უმცირესოელ კოლეგებს ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონს ახსენებს. თუ, ამის პარალელურად, ბ-ნი უგულავას ჩუკენობის ასოციაციას გავიხსენებთ და, ზედაც, მის თანაგუნდელთა ჩოხა-ჩიხტიკოპზე პრეზერვატივის ასოციაციას დავამატებთ, ერთი, სულ მცირე, ფსიქოანალიტიკოსი „დაგვხატავდა“ ამ ჩვენს ზემოეშელონელთა ფანტაზიების გამოსაკვლევად, მაგრამ, „რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია, ვის მივმართო“ – ვაი რომ, არა მხოლოდ რუსთაველი, ზიგმუნდ ფროიდიც მკვდარია.

скачать dle 11.3