კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაინც შევღებავთ

მკვდრების ძეგლებთან მებრძოლები

ის-ის იყო გავარკვიეთ, რომ ვირის თავ-ფეხს მივირთმევდით, რაკი ძროხისა გვეგონა, რომ, სრულიად არაოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაზე სტალინის ბიუსტების ვარდისფრად შეღებვაც დაიწყო. ამის პარალელურად კი, სოციალურ ქსელებში რამდენიმე ათეული ადამიანის „აღიარებითი ჩვენებაც“ გაჩნდა – მე შევღებე სტალინის ძეგლიო (დაახლოებითი პათოსით: თქვენ მოჰკალით ძერა?!).

უფრო მეტიც, „ამღიარებლები“ გვპირდებიან, რომ შეღებეს და კვლავაც შეღებავენ ყველაფერს, რაც სტალინის ფორმის არის. ამ, როგორც თავად უწოდებენ, „პატრიოტულ აქტს“ ანტისაოკუპაციო დანიშნულება აქვს, კერძოდ, საბჭოური მენტალობის ამოძირკვის.

მიზანი ფრიად კეთილშობილურია, ოღონდ ფორმა – უხეირო, რადგან, ძეგლებთან (თანაც  – მკვდრების) ომი დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა, თუმცა, მეტად ჰარმონიულად უთავსდება ევროპულ მორალს: „წაქცეულს წიხლიც მიაყოლე“ (ფრიდრიხ ნიცშე), და მერე რა, რომ ქართული ხალხური ლოგიკით: „წაქცეული, მტერიც რომ ნახო, წამოაყენე“.

ხოლო, რაკი სიტყვამ „ოკუპაცია“ მოიტანა, ისიც სათქმელია, რომ, სავსებით ცოცხალი და საღ-სალამათი ოკუპანტი, მართალია, პარლამენტის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ, მაინც დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია  და, წესით, არც მათ აწყენდათ ამოძირკვა, თუმცა, თუ თუთაშხიას დავესესხები, ძეგლების წინააღმდეგ გაჩაღებული ეს ჩვენი აგერ უკვე რამდენიმეწლიანი ბრძოლა მოწმობს, რომ ესენი ის კაცები არ არიან, ცოცხალ ოკუპანტს რომ ესვრიან, მათ ძეგლებთან შეჭიდება ურჩევნიათ – ძეგლებს ხომ ხელის შემობრუნება არ ეხერხებათ?! 

скачать dle 11.3