კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროინფანტილური კურსით

ქართული მწუხარება ამერიკულ სიხარულსა ზედა

აშშ ჩვენი არა მხოლოდ სულზე უტკბესი პარტნიორია, ლამის ბაბუაჩვენების სურათის ნაცვლად მისი დავიკიდოთ (ფოტო, რასაკვირველია). უფრო მეტიც, ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო სუიციდისთვისაც კი პიონერულ მზადყოფნაშია (განსაკუთრებით, „ნაც-უმცირესობის“ წარმომადგენლები), თუკი ჩვენი პროდასავლური კურსი არათუ შეიცვლება, შეგვიკანკალდება. თუმცა, თუ ჩვენს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების დინამიკასა და რაოდენობას გადავხედავთ (ადამიანის უფლებებს, მედიისა და სასამართლოს თავისუფლებას, თავის ცხოვრების დონიანად სათვალავში არც ავიღებ), ეს ზუსტად ის შემთხვევაა, ბოლო  (გაკვირვებას ვინ ჩივის) რომ გაგიჟებს!

ასე, მაგალითად, აშშ-ის კონსტიტუცია 1787 წელს მიიღეს (ფილადელფიის შტატში) და  225 წლის განმავლობაში მასში მხოლოდ 27 ცვლილება განხორციელდა. მათ შორის 11 ცვლილება – მეთვრამეტე საუკუნეში. 

საქართველოს კონსტიტუცია 1995 წელს მივიღეთ და მასში უკვე იმდენი ცვლილებაა შესული, რომ დედ-მამაც (ანუ, შემქმნელ-დამწერიც) ვერ ცნობს, ხოლო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პროცესი შეუქცევადია.

კერძოდ,  აწ უკვე მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობას (აი, იმ უმცირესობას, დედა რომ არ დაუტოვა კონსტიტუციას), გამოსავლის სახით, საკონსტიტუციო კომისიის შექმნას სთავაზობს.

თუ უმცირესობის (ამ საკითხზე უმრავლესობასთან თითქმის შეხმატკბილებული) კომენტარებით ვიმსჯელებთ, სავარაუდოა, რომ უმრავლესობა თავის უმცირესოელებთან საერთო ენას გამონახავს (ბოლოს და ბოლოს, საქმე ძალაუფლების გადანაწილებას ეხება, სკამი კი, როგორც ჩვენი რეალობა მოწმობს, სულზე ტკბილია).

რაკი აშკარაა, რომ ამ ჩვენს კონსტიტუციას დედა აღარა ჰყავს (და არც ის თამრო აღარ არის), არც კიდევ ერთხელ გადაწერ-გადმოწერა ასცდება. ხოლო, თუ ამ ფონზე აშშ-ის კონსტიტუციაში ორასზე მეტი წლის განმავლობაში შეტანილ სულ რაღაც 27 ცვლილებას გავიხსენებთ, კურსი პროდასავლური კი არა, მკაფიოდ პროინფანტილური გვქონია, საიდანაც, მე რომ მკითხოთ, რაც მალე გადავუხვევთ, მით უკეთესი.

скачать dle 11.3