კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წიწილა სოუსში

საჭირო ინგრედიენტები: 1 ან 1,5-კილოგრამიანი ქათამი (გაყინული უკეთესია), 2 თავი ხახვი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 100 გრამი ნიგოზი (50 გრამი ნუში ან 50 გრამი თხილი), 2 სადილის კოვზი ფქვილი, მარილი, შავი პილპილი, 2 ცალი კვერცხი, 1 ნაჭერი პური, 50 მილილიტრი ზეითუნის (ან სიმინდის) ზეთი, 100 მილილიტრი ღვინო, ცოტა კუბიკის ბულიონი.

მომზადების წესი: ქათამი დაჭერით ულუფებად, ამოგანგლეთ ფქვილში და შებრაწეთ ზეთში. ღრმა ტაფაში ან ქვაბში ჩაასხით ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ დაჭრილი ბულგარული, ნიორი, შემწვარი ქათმის ნაჭრები, დაასხით ბულიონი და შუშეთ ოცი წუთის განმავლობაში.

ცალკე მოამზადეთ სოუსი: კარგად დანაყეთ ნიგოზი, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი შებრაწული პური, მოხარშული კვერცხის გული, ღვინო და  კარგად აზილეთ. ცოტა ბულიონიც დაუმატეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ეს მასა ჩაასხით ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.

სუფრაზე მიიტანეთ ქათმის ნაჭრები, ცხელ სოუსთან ერთად. მორთეთ მოხარშული კვერცხის ცილის ნაჭრებით.

скачать dle 11.3