კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაკარონი სოკოთი

საჭირო ინგრედიენტები: 1 შეკვრა მაკარონი (ნიჟარების ფორმის), 1 თავი ხახვი, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 700 გრამი ქამა სოკო, 400 გრამი მაგარი ყველი, 1 პატარა ქილა ტომატ-პასტა, 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი (დაფქული), 400 გრამი ლორი, მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი: მაკარონი მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში (არ ჩახარშოთ). ლორი, სოკო და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ხახვი – ძალიან წვრილად,  ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე, ფხვიერი ყველით უკეთესი გამოდის. 

ცხელ ტაფაზე დაყარეთ ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა და შუშეთ 5 წუთი თავდახურულ ტაფაში. დაუმატეთ ოხრახუში, დაფქული მუსკატის კაკალი, ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი და კიდევ შუშეთ, სანამ ცოტა არ ჩაშრება.

დაუმატეთ დაჭრილი ლორი. შემდეგ შეურიეთ ყველის მთლიანი მასის ნახევარი და შუშეთ ყველის ჩადნობამდე – 2-3 წუთი. გამოსაცხობ ტაფაზე მოათავსეთ მაკარონი, შემდეგ სოკოს ფარში და ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში.

скачать dle 11.3