კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და ღვინით

საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი საქონლის ხორცი, 4 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 3-4 კბილი ნიორი, 200 გრამი მშრალი წითელი ღვინო, 150 გრამი ზეთი, ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, ოხრახუში, კამა და რეჰანი, 1 სადილის კოვზი სახამებელი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:  ხორცი დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. ტაფა გააცხელეთ, დაასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ზედ დააწყვეთ ხორცის ნაჭრები და შეწვით ყველა მხრიდან. იმავე ცხიმში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, შემდეგ გადაიტანეთ სქელძირიან ჭურჭელში, დაუმატეთ კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხორცის ნაჭრები. ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი, მოასხით ღვინო და წამოადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაფაროს, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. 3/4 ჭიქა ცივ წყალში გახსენით სახამებელი და ნელ-ნელა  შეურიეთ კერძს, თან ურიეთ. ხარშეთ 7 წუთის განმავლობაში.

скачать dle 11.3