კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

 

მარო და მაყვალა შემწვარ ქათამს შეექცევა‚ გვერდით წითელი ღვინო მიუდგამთ და უბერავენ. შემოდის მიხო.

– გოგოებო‚ რათ არ იშლით თქვენიანების ჭამასა?

– რა მოგივიდა‚ კაცო‚ როდისმე მითქვამს, ცხვრის ხორცი არა ჭამო-მეთქი?!

***

– გოგონი‚ დედაშენს სიძე არ უნდა?!

– დედაჩემს სიძე არა‚ ქმარი უნდა... მოიცა‚ სად გარბიხარ...

***

სექსშოპში მიდის კაცი და გამყიდველს ეუბნება:

– იცით‚ ერთი კვირის წინ თქვენთან გასაბერი ქალი ვიყიდე და „ბრაკი“ აღმოჩნდა... აბაზანაში წყალი დავაგროვე და იქ გავსინჯე...

– კი მაგრამ‚ რატომ მაშინვე არ მოხვედით?

– მაშინვე არ შემეძლო... მეზობელმა ღრიჭოში ყველაფერი დაინახა‚ მილიციელებმა კი ვერ გაარკვიეს‚ რომელი ქალი ჩავახრჩვე აბაზანაში...

***

თავიდან რომ მოიშოროთ თქვენი ცოლის მომაბეზრებელი დაქალები‚ საკმარისია, ჰკითხოთ: „სად არის ჩვენი ეკა‚ ჯენიფერ ლოპესივით რომ აქვს უკანალი? ორი დღეა აღარ გამოჩენილა... – ან‚ ლიკა რატომ არ ჩანს‚ პამელა ანდერსონივით ფუმფულა მკერდი რომ აქვს?..“

***

– ისადილებ?

– რა არჩევანი მაქვს?

– „ჰო“ ან „არა“...

***

– დოღზე მივდივარ და გვიან მოვალ...

– შენმა ცხენმა დარეკა‚ დოღი გადაიდოო...

***

ცოლ-ქმარი ქორწინების 30 წლისთავს აღნიშნავს.

– გახსოვს‚ როცა დავქორწინდით‚ უბრალო ტახტზე გვეძინა‚ ნაქირავებ ბინაში. შავ-თეთრი ტელევიზორი ძლივს ვიყიდეთ... ახლა მაგარი სახლი გვაქვს‚ ძვირფასი ავეჯი‚ პლაზმური ტელევიზორი‚ კომპიუტერი‚ მანქანა... თუმცა‚ მაშინ 25 წლის გოგოსთან ვიწექი‚ ახლა კი 55 წლის ქალთან მძინავს... 

– შენი ნებაა‚ იშოვე 25 წლის გოგო შენთან დასაწვენად‚ ნაქირავებ ბინასა და უბრალო ტახტზე კი შენთვის მე ვიზრუნებ...

***

– თაკო‚ როგორ მომენატრე‚ იცი?!

– კი მაგრამ‚ დღეს ხომ ვნახეთ ერთმანეთი.?!

– იცი‚ მე ახალგაზრდა ორგანიზმი მაქვს და მონატრება დღეში რამდენჯერმე შემიძლია...

***

– არ მიყვარს შინაური ცხოველები – მაგათ გამო დავშორდი ქმარს... როცა ის სახლში არ იყო‚ ჩემთან საყვარელი მოდიოდა. ერთხელ, სამსახურიდან დაბრუნებულმა‚ იგრძნო თამბაქოს ბოლის სუნი‚ მე კი ვუთხარი‚ რომ ჩემი დაქალი‚ ეკა მესტუმრა, – რომელიც მეშვიდე კლასიდან ეწევა... მაგრამ, რას ვხედავ – საწოლის ქვეშიდან არ გამოაცუნცულა ძაღლმა კაცის ცხვირსახოცი?! იცი‚ ეკას სურდო ჰქონდა და ქმრის ცხვირსახოცი წამოუღია... – ძლივს გამოვძვერი სიტუაციიდან‚ მაგრამ, რად გინდა... 

– ზური‚ ჩემი ქმარი მივლინებაში მიდის! ზური‚ ჩემი ქმარი მივლინებაში მიდის! – აჩხავლდა თუთიყუში...

***

გამიკეთეს ტესტი ნარკოტიკებზე‚ პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა... – მოკლედ‚ გაიჩითა დილერთან სალაპარაკო თემა.

***

ლიქიორის ქარხანაში ვაკანსიებზე ტესტირება გამოცხადდა. შემოდის ერთი. მიაწოდეს ფუჟერი. გასინჯა და თქვა:

– ეს კონიაკია‚ 20 წლის დაძველებით‚ ამა და ამ ქარხნის ჩამოსხმა...

მიაწოდეს მეორე ფუჟერი:

– ეს ღვინოა‚ ესა და ეს‚ ამა და ამ ყურძნის ამა და ამ წლის მოსავლის...

გაოცებულმა კომისიის თავმჯდომარემ მესამეც მიაწოდა...

– ეს უკვე არაყია‚ ამდენ და ამდენგრადუსიანი‚ ესა და ეს დასახელება...

– ფუ... – ჩაილაპარაკა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა... – ისევ ის სტუდენტია პოლიტექნიკურიდან‚ პახმელიაზე გამოსასვლელად მოვიდა...

***

ქმარს შინ გაბრაზებული ცოლი დახვდა:

– ახალი მდივანი გყავს?

– არა‚ საიდან მოიტანე... უკვე ოცი წელია, ჩემთან მუშაობს. 

– როგორ? 

– გამოცდილი თანამშრომელია‚ საქმეს კარგად ართმევს თავს. 

– ლამაზია? 

– სიმპათიურია... 

– როგორ იცვამს? 

– ო‚ ძალიან ნელა... 

***

– გამარჯობა! კლოუნი თქვენ გამოიძახეთ?

– დიახ.

– აბა‚ სად არის პატარა?

– პატარა აბაზანაშია. თქვენი მიზანია, გაართოთ‚ გაახალისოთ და გამოართვათ ბრიტვა...

***

ქალიშვილი ეგვიპტეში მოგზაურობიდან დაბრუნდა, მშობლები დაისვა და ეუბნება:

– ერთ შეიხს ძალიან მოვეწონე – ცოლად გამომყევი და, ჩვენი ტრადიციის თანახმად, შენს მშობლებს შენს წონა ოქროს მივცემო. მე უთქვენოდ ვერ გადავწყვიტე და ვუთხარი‚ პასუხს ერთ თვეში გეტყვი-მეთქი.

– ჭკვიანი მყავხარ‚ შვილო‚ დედა გენაცვალოს‚ ეგეთი რამის გადაწყვეტა უჩვენოდ იქნებოდა?! კარგად უნდა მოვიფიქროთ... – თქვა მარომ.

– რას ამბობ‚ დედაკაცო‚ მაგაი ფიქრი რათ უნდა‚ მაიტა საჭმელი‚ გოგო კარგად უნდა შევაპუტკუნოთ...

***

ამბიცია – ესაა‚ როცა გამოცდაზე მიდიხარ 6 ქულაზე მომზადებული‚ გამომცდელი გიწერს 8-ს და შენ გაოცებული ხარ‚ რატომ 10-იანი არ დამიწერაო.

***

მშენებლობაზე მძიმედ დაშავებულმა საავადმყოფოში თავისი მეგობარი დაიბარა:

– იცი‚ შეიძლება, ვერ გადავრჩე და, არ მინდა საფლავში ჩავიტანო ეს საიდუმლო... თავს ვალდებულად მივიჩნევ‚ გითხრა‚ რომ შენი ცოლი გღალატობს.

– როგორ გაიგე?

– მეხუთე სართულზე ვმუშაობდით... შენი კორპუსის პირდაპირ რომ მშენებლობაა... ხარაჩოზე ვდგავარ და ვხედავ‚ შენს ცოლთან სტუმარი მივიდა – მამაკაცი‚ ყვავილებით ხელში; მერე სასმელი და ბამბანერკაც ამოიღო დიპლომატიდან... ჩამოსხდნენ დივანზე‚ გადაკრეს... მერე ერთმანეთს მოფერება დაუწყეს‚ კოცნა...

– მერე‚ მერე?

– მერე არ ვიცი‚ იმდენი ხალხი მოგროვდა‚ რომ ხარაჩო ჩამოინგრა...

 

скачать dle 11.3