კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1996 წლის 11 მაისს. რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა წარმატებების მომტანი და ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ექნება საუკეთესო ქორწინება?

პასუხი: მისთვის კარგია სასიყვარულო ურთიერთობა კუროს, ქალწულის, თხის რქის, თევზებისა ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. რაც შეეხება კარმულ მისიას, უნდა გამოავლინოს საუკეთესო თვისებები, შეეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა; ასევე, უნდა იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შრომისუნარიანი. უნდა დაიცვას იერარქიული სისტემა, ანუ, იცოდეს, ვინ არის უფროსი და ვინ – უმცროსი; პატივი სცეს ტრადიციებსა და ადათებს. უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, საქმისადმი ჰქონდეს სერიოზული მიდგომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. იყოს მიზანსწრაფული, პატიოსანი მუშაკი. ეს მისი კარმული მისიაა და წარმატებებს მოუტანს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო საქმიანობის ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის სისტემა, სატრანსპორტო სფერო, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, საათების ბიზნესი ან დიზაინი, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმე, მშენებლობის ფართო სპექტრი და საინჟინრო სფერო. ყველა ამ დარგში მას წარმატებების დიდი შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 11 მარტს. არ მიმართლებს ბიზნესში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და, ზოგადად, რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის პოზიტიური და თავსებადია თუ არა ჩემი ზოდიაქოს ნიშანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანთან ქორწინების შემთხვევაში?

პასუხი: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან თქვენი ქორწინება საშუალოა. მთავარია, ერთმანეთის მიმართ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება და შეძლოთ დათმობებზე წასვლა. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კოსმიური მისია ან არნახული წარმატების ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა, არც ცუდია. ქვეყნებიდან უკეთესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნია; პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან  – სანკტ-პეტერბურგი. თუ გამოავლენთ მეტ შეუპოვრობასა და ორმაგ ძალისხმევას, წარმატებებია მოსალოდნელი შემდეგ ქვეყნებშიც: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ბელორუსი. არ არის გამორიცხული, რომ ბიზნესში არგამართლების მიზეზი იყოს ენერგოდაბინძურება, რაც არასწორი ცხოვრების შედეგია. რაც შეეხება კარმულ მისიას, უნდა გამოიჩინოთ მეტი შეუპოვრობა, აქტიურობა; უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღება; ასევე, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. უნდა დაეყრდნოთ ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. აუცილებლად უნდა იყოთ უხალტურო მუშაკი, მოწესრიგებული, მომთმენი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი, ორგანიზებული და საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მიუდექით. ამ თვისებების გამოვლენით შეასრულებთ თქვენს კარმულ მისიას და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრებაში. 

скачать dle 11.3