კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

4 თებერვალი 

1906 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის თითის ანაბეჭდების გამოყენების შესახებ.

1945 – დაიწყო იალტის კონფერენცია. ერთმანეთს შეხვდნენ სამი დიდი სახელმწიფოს მეთაურები: სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი.

5 თებერვალი 

1904 – ჰავანაში მოხსნეს ამერიკული დროშა, რომელმაც 7 წლის წინ შეცვალა ესპანური და სალუტების თანხლებით აღიმართა კუბის დროშა.

1935 – დაადგინეს, რომ პროფესიონალურ კრივში ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად 15 რაუნდზე მეტი არ გაიმართებოდა.

1991 – ყირგიზეთის დედაქალაქს, 75 წლის შემდეგ ფრუნზეს მაგივრად დაერქვა ბიშკეკი.

6 თებერვალი

1191 – პაპმა კლიმენტი მესამემ დაამტკიცა ტევტონთა რაინდული ორდენი.

1901 – პარიზში სარკინიგზო სადგურებზე გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტელეფონები.

1934 – ფაშისტური პუტჩის წარუმატებელი მცდელობა საფრანგეთში.

2004 – ტერაქტი მოსკოვის მეტროში, დაიღუპა 42 ადამიანი.

7 თებერვალი

1792 – დაიდო ავსტრია-უნგრეთის კავშირის ხელშეკრულება. შეიქმნა ანტიფრანგული კოალიცია.

1992 – ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ახალ ეკონომიკურ სავალუტო და პერსპექტივაში პოლიტიკურ კავშირს.

1993 – აღირიცხა ზღვის ყველაზე მაღალი ტალღა სან-დიეგოსთან ახლოს. შტორმში სიმაღლე – 34 მეტრი.

8 თებერვალი 

1600 – ინკვიზიციის სასამართლომ ჯორდანო ბრუნოს ცოცხლად დაწვა მიუსაჯა.

1837 – შედგა პუშკინისა და დანტესის დუელი.

1923 – ალბერტ აინშტაინი გახდა თელ-ავივის პირველი საპატიო მოქალაქე.

1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის საშუალებით.

1969 – ჰაერში აიჭრა პირველი „ბოინგ 747“.

9 თებერვალი

1861 – ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის შტატებმა გამოაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ.

1893 – მსოფლიოში სტრიპტიზის პირველი სეანსი გაიმართა  „მულენ რუჟის“ სცენაზე. პარიზელი სტუდენტების მოწყობილ საღამოზე, იმპროვიზებულ სილამაზის კონკურსზე, მოდელმა, ფსევდონიმით „მონა“, ყველას თვალწინ გაიხადა. ამას მოჰყვა მისი დაჭერა და ჯარიმა 100 ფრანკი, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობები საფრანგეთის დედაქალაქში.

1895 – ამერიკელმა მორგანმა გამოიგონა ხელბურთი. 

1926 – ატლანტის სკოლებში აიკრძალა დარვინის ევოლუციის თეორიის სწავლება.

1930 – ბავარიაში გაიმართა პირველი ავტორბოლა ყინულზე.

10 თებერვალი

1258 – მონღოლთა ჯარებმა ქართველთა „წინამძღოლობით“ (დავით ულუს მეთაურობით) აიღეს ქალაქი ბაღდადი. გაუქმდა არაბთა სახალიფო.

1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.

скачать dle 11.3