კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ხილსა და ყვავილებს შეუძლიათ სახლში უარყოფითი ენერგიის გაძლიერება და დადებითის დაბლოკვა

წინათ ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე დღეს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მცენარეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია. სწორედ მათთან ურთიერთობისას შეუძლია ადამიანს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად. როგორც ცნობილი ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანი ამბობს, ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. თუ როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი, რომელი – სახიფათო, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვის დროს და რაში გვეხმარებიან ისინი ჩვენ, ამ თემებზე დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.

ნანი: ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს თვალშისაცემად შემცირებულია. ჩვენი წინაპრები, საშუალოდ, ოთხმოც წლამდე ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდნენ. რეალურად, წინათ დღეგრძელები ბევრნი იყვნენ, ახლა კი – ნაკლებად. დღეს ადამიანები ჩაკეტილები არიან საკუთარ ბინებში, დილიდან საღამომდე მუშაობენ ოფისებში, გამოკეტილები არიან ოთხკუთხა სივრცეში და, ვერც კი ამჩნევენ, ამით როგორ იმოკლებენ სიცოცხლეს. ძველად ხალხი მეტ დროს ატარებდა ბუნების წიაღში, რადგან, იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა და იმუხტებოდა დადებითი ემოციებით. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში და ეს სულაც არ არის ახალი აღმოჩენა. ნებისმიერმა ჩვენგანმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, საჭირო ენერგია ხეებისგან უნდა მიიღოს. ხეებს გააჩნიათ სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები. 

– მართალია, რომ ცნობილი ექსტრასენსები ენერგიას ხეებისგან იღებენ?

– დიახ, ცნობილი ფაქტია რომ, ექსტრასენსები ენერგიას კონკრეტული ხეებისგან იღებენ. კერძოდ, იმუხტებიან ხის ენერგიით და, ავადმყოფი ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და მათ სამკურნალოდ არა საკუთარ, არამედ, ხის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, ასეთია მუხა. თუ ადამიანს ენერგიის დიდი დოზით ხარჯვა უწევს, აუცილებელია რომ ის შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს, ამიტომ, მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა, უბრალოდ, აუცილებელია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მუხის  ენერგეტიკული ველი დაახლოებით ორ მეტრზე ვრცელდება. რაც შეეხება სხვა ხეებს, მაგალითად, კაკალს, მისი ენერგეტიკული ველის გავრცელების არეალი ერთი მეტრია; წიწვოვანი ხეების – მეტრ-ნახევარი, არყის ხის – სამოცდაათი სანტიმეტრი და ასე შემდეგ. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა და გახარება არ არის რეკომენდებული. ის, შეიძლება ითქვას, ხე-ვამპირია, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა იმ ბიოენერგიის ნაწილს გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტია. თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აივსოთ ორგანიზმი, ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. ეგრეთ წოდებული ,,ცდის” ჩასატარებლად მამაკაცს ბიოველი გაუსინჯეს და სთხოვეს, ათი წუთით მიყრდნობოდა ალვის ხეს. როდესაც ამის შემდეგ მისი ბიოველი გასინჯეს, ის საგრძნობლად დაბალი აღმოჩნდა და მის აღდგენას მუხასთან კონტაქტით დაახლოებით სამი საათი დასჭირდა. იმისთვის, რომ მუხისგან დადებითი ენერგიებით დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ დაახლოებით 15 წუთით და თვალებდახუჭულმა არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება საუბარი ან რამე ნეგატიურზე ფიქრი, რადგან, ამას ხე გრძნობს და თქვენ მიმართაც ასევე უარყოფითად განეწყობა. წიწვოვანებთან და მუხასთან კონტაქტით მიღებული ენერგია მთელი კვირის განმავლობაში ეხმარება ადამიანს, მეტად შრომისუნარიანს ხდის და დადებითი ემოციებით ავსებს. კომუნისტების დროს საქართველოს ტერიტორიაზე ბევრი ალვის ხე დაირგო – ქარსაცავი ზოლები გააკეთეს და არც კი უფიქრიათ იმაზე, თუ რა დიდი ზარალი შეიძლებოდა მას მოეტანა იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლომახლო ცხოვრობდა ან მუშაობდა. გირჩევთ, ხშირად იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი – ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. თუ ხეებთან კონტაქტის დროს ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, მერწმუნეთ, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. 

– სტატისტიკურად, სოფლად მცხოვრები ადამიანები გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე დიდ ქალაქში მცხოვრებნი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხეებთან კონტაქტი?

– რასაკვირველია, ეს იმითაა გამოწვეული, რომ მათ მეტი კონტაქტი აქვთ ხეებთან, სუნთქავენ მათგან გამოყოფილ ჟანგბადს და მათთან შეხებით დადებითი ენერგიით იმუხტებიან.

– ამბობენ, კონკრეტულ ხილსა და ყვავილებსაც შეუძლიათ სახლში უარყოფითი ენერგიის გაძლიერება და დადებითის დაბლოკვაო. ეს სიმართლეა? 

– წინაპრებისგან გადმოცემით ვიცი, რომ ნებისმიერ ხილსა თუ ყვავილს შეუძლია სახლში ცუდი ენერგიის შემოტანა, კარგის კი – განდევნა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ზონაში გაიზარდა ხე, რომელმაც ეს ხილი მოისხა და სად გაიშალა ეს ყვავილები. ამაზე, ალბათ, არ გიფიქრიათ, მაგრამ, ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა მსგავსი რამეები ნამდვილად იცოდნენ, ითვალისწინებდნენ და მისი განეიტრალების მეთოდებიც დაგვიტოვეს. კერძოდ, როდესაც ხილს იყიდით და სახლში მიიტანთ, დიდი ხნის განმავლობაში დადგით გამდინარე წყლის ქვეშ, რომ ნეგატიური ენერგია ჩამოერეცხოს და წყალს გაჰყვეს. თუ ყვავილს შეიძენთ, მისი ღეროები შეუშვირეთ გამდინარე წყალს; ქოთნის ყვავილს კი, უმჯობესია, ყიდვის შემდეგ მიწა გამოუცვალოთ და ისე დადგათ ოთახში. საერთოდ, ყვავილები დიდ გავლენას ახდენს სახლის ენერგეტიკულ-სტრუქტურულ ფორმირებაზე. მაგალითად, დღეს ბევრ ოჯახში მინახავს ქოთანში ჩარგული გვიმრა. ეს მცენარე ლამაზია, მაგრამ, ალბათ, მისმა პატრონებმა არც კი იციან, რომ ის აქტიურად შთანთქავს სახლში დაგროვილ, ადამიანისთვის საშიშ ენერგიას. დააკვირდით, თუ ოთახის მცენარეებმა დაიწყეს უეცარი ჭკნობა ან ფოთლები გაუყვითლდათ, ესე იგი, იმ ადგილას, სადაც ქოთანი დგას, დაგროვდა დიდი რაოდენობით უარყოფითი, საშიში ენერგია და სახლში ბნელი ძალების წყარო გაჩნდა. სხვათა შორის, მის გასანეიტრალებლად კარგია ნივრის აცმა და კაქტუსი. კაქტუსების უამრავი ჯიში არსებობს და თითოეული მათგანი უარყოფითი ენერგიის შთანმთქმელია. მათი დადგმა სასურველია ტელევიზორთან, კომპიუტერთან, სამუშაო მაგიდასთან და ბავშვების ოთახში, საწოლთან ახლოს. კარგია, თუ ქოთნის მწვანე ყვავილებს შეიძენთ და მათ სახლში გამოსაჩენ ადგილას – სასტუმრო ოთახში დადგამთ. ისინი მომავალში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებიან. მაგრამ, დეკორატიული ჯუჯა ხეების შეძენას არ გირჩევთ, რადგან მათ უძველეს დროში „სიკვდილის ხეებს“ უწოდებდნენ და არ ახარებდნენ სახლსა და ეზოში. ასევე, საშიშია სახლში ქოთნის წიწაკის გახარება – მას სახლში სიმწარე შემოაქვს და ჩვენს ენერგიასაც იწოვს. 

скачать dle 11.3