კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ

თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაშინვე ნუ შეშფოთდებით, რადგან ამ პრობლემას ორგანიზმი ნელ-ნელა მოაგვარებს. მაგრამ, თუ დიდხანს გრძელდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჯანმრთელობას სასწრაფოდ უნდა მიაქციოთ სათანადო ყურადღება. 

აუცილებელია, ისწავლოთ სწორად სუნთქვა. სწორად სუნთქვისა და სისხლის სისტემების საშუალებით მარაგდება ჩვენი ორგანიზმი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით, იწმინდება და ახლდება ის. თუ ფილტვები წესრიგში არ არის, დღის განმავლობაში ეს თავს იჩენს მთქნარებით, ხოლო ღამით კი – ძილის სურვილით. გაამახვილეთ ყურადღება სუნთქვის სისტემაზე, თუ ნორმალურად დაძინებას მხოლოდ გამთენიისას ახერხებთ.

გულის დაავადებაზე მეტყველებს თვალების ქვეშ ჩალურჯებული რკალები, რაც მკვეთრად არის გამოხატული ძილის შემდეგ და დიდხანს არ ქრება. თუ ღამით დაძაბულს გძინავთ, გიწყდებათ სიზმრები, გეუფლებათ სევდა ან შიში, ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა სათანადოდ არ არის მოგვარებული, ეს აისახება ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ამის განსაზღვრა კი სწორედ ძილის საშუალებით ხდება. კუჭის ან საყლაპავი მილის დაავადებას გამცნობთ მშვიდი, მაგრამ ხანმოკლე ძილი. განსაკუთრებით მიხედეთ კუჭს, თუ ძილის შემდეგ ტუჩებზე პატარა ნახეთქები გიჩნდებათ და ყელი გიშუპდებათ, ასევე, თუ გაწუხებთ სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

წვრილი ნაწლავის პრობლემების დროს, ძილში ძლიერდება ოფლიანობა, დილით კისრის გაბუჟება იჩენს თავს, ხოლო ტუჩებსა და პირის ლორწოვან გარსზე ჩნდება ნადები. თუ დაძაბული გძინავთ, სტრესულ ან ინტიმურ სიზმრებს ხედავთ, ყურადღება მიაქციეთ წვრილი ნაწლავის მდგომარეობას.

თუ მსხვილი ნაწლავი წესრიგში არ გაქვთ, საღამოს ადრიანად შეგაწუხებთ ძილის მოთხოვნა, დაძინებისას კი – მოუსვენრობა. დილას, შესაძლოა, პირში ცუდი სუნი იგრძნოთ, მთელი დღის განმავლობაში კი – სისუსტე.

მუდმივი მეტეორიზმიც მსხვილი ნაწლავის დაავადების მანიშნებელია. როცა დღისით ძილის სურვილი გიჩნდებათ, იძინებთ, მაგრამ შფოთავთ და ვერ ისვენებთ, ყურადღება მიაქციეთ ელენთასა და კუჭქვეშა ჯირკვალს. ამ დროს, შესაძლოა, გაგიჩნდეთ ტკბილზე მოთხოვნილება, დილას გაგაღვიძოთ შემცივნებამ, შეგაწუხოთ ტერფების სიმძიმემ.

თუ დილით შეშუპებას გრძნობთ მუხლქვეშ, ესე იგი, წესრიგში არ გაქვთ ლიმფური და იმუნური სისტემა. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს, თუ სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავთ, დილით კი უმიზეზოდ გეწყებათ თავბრუხვევა და თავის გამჭოლი ტკივილი.

სიზმარი თირკმელებისა და შარდის ბუშტის დისფუნქციის მქონე ადამიანებს მკვეთრად გამოხატული აქვთ, მაგრამ დილით მის გახსენებას ვერ ახერხებენ. ამ დროს, შესაძლოა, მხედველობის პრობლემებმაც იჩინოს თავი. ამ ორგანოების დაავადების დროს დამახასიათებელია ფხიზელი, ზერელე და წყვეტილი ძილი.

 

რატომ არის საშიში გრიპის დროს თითის გაჭრა ან კანის ელემენტარული გაკაწვრა 

ელემენტარულმა და უმნიშვნელო თითის გაჭრამ ან გაკაწვრამ, თუ დროზე არ მიიღეთ საჭირო ზომები, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს, კერძოდ, ჩირქოვანი იარა, ანუ პანარაციუმი.

პანარაციუმის წარმოქმნის მიზეზი ბაქტერიები ხდება, კერძოდ კი – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ან, შესაძლოა, ორივე ერთად. სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ჩვენ გარშემო ბევრია, მაგრამ ჩირქოვანი ანთების გამოსაწვევად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა უნდა მოხდეს. ინფექციისთვის ხელსაყრელი პირველი პირობაა მშრალი კანი, ნახეთქები, პატარა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საშიშია შინაური ცხოველების მიერ მიყენებული ნაკაწრები; მეორე კი – დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც გამოწვეულია ავიტამინოზითა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.

პანარაციუმი მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტიანებში და გრიპის ეპიდემიის დროს, მისი საშიშროება ერთიორად იზრდება.

თუ შემთხვევით თითი გაგეჭრათ, ჭრილობა უნდა დაიბანოთ ანტისეპტიკური ხსნარით, დაიმუშაოთ და ბაქტერიოციდული პლასტირი დაიწებოთ.

თუ თითი მოგეწეწკათ, სასწრაფოდ შეუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს – ასე ტკივილს შეამცირებთ, აღარ განვითარდება შეშუპება და ჭრილობაც გამოირეცხება. თუ ტკივილი და შეშუპება არ გაქრა, იარაზე ცივი კომპრესი დაიდეთ. თუ მეორე დღეს ანთებითი პროცესი განვითარდა, მაგალითად, თითი გაწითლდა, გასივდა და გტკივათ, იარაზე ანტიბიოტიკის შემცველი მალამო წაისვით – ასე, ანთებით პროცესს საწყის ეტაპზე შეაჩერებთ.

პანარაციუმი მღვრიე სითხიანი ან ჩირქიანი ბუშტუკებით ვლინდება. თავიდან ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ, ბუშტუკების ზრდასთან ერთად, იზრდება ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა და ტკივილი ძლიერდება. ამ დროს კარგია სოდიანი წყლის თბილი აბაზანები: ყოველ ორ საათში ერთხელ, ოცი წუთით ჩაყავით თითი სოდიან წყალში.

პანარაციუმი ქირურგიულ ჩარევას ითხოვს, თუ ტკივილის გამო ადამიანი ღამეც ვერ იძინებს, სიცხემაც აუწია და იღლიაში ლიმფური ჯირკვლებიც შეუსივდა. ოპერაცია რამდენიმეწუთიანია და ხდება ჩირქის ამოწმენდა.

მთავარი პროფილაქტიკა ხელების სისუფთავეა. საპონი და სარეცხი საშუალებები კანს აშრობს და მის ზედაპირზე წვრილ-წვრილი ნახეთქები ჩნდება, საიდანაც მიკრობები ორგანიზმში ადვილად აღწევს. მუშაობის დროს რეზინის ხელთათმანები ბაქტერიებისგან დაცვის კარგი საშუალებაა. თუ ხელთათმანით მუშაობა გიჭირთ, მაშინ ხელის დამცავი კრემი გამოიყენეთ, მუშაობის დასრულების შემდეგ კი – დამატენიანებელი.

 

მწვანე ჩაი და კივი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და ნახშირწყლების ათვისებას, ვაშლი კი გულისთვის უებარია

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას, არამედ მას მატონიზებელი ეფექტიც აქვს. ის ხელს უწყობს სხეულის ფორმის შენარჩუნებას. მწვანე ჩაი ადამიანმა ყოველდღიურად უნდა სვას. ის შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

ფორთოხალი C ვიტამინის საბადოა. მჟავე გემოს წყალობით, C ვიტამინი ააქტიურებს კუჭის წვენის ფერმენტების მუშაობას, აუმჯობესებს ცილების, რკინისა და კალციუმის ათვისებას.

კივიც მდიდარია  C ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს ნახშირწყლების შეთვისებას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. გარდა ამისა, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე, იოდს.

ვაშლი აჯანსაღებს ნაწლავებს. ის კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს. ერთი ვაშლი დილით კი გულის მუშაობას აუმჯობესებს.

 

გადაღლის მოსახსნელად ჭამეთ წიწაკითა და მდოგვით შეკაზმული კერძები

მდოგვი ეფექტურ ანტიანთებით საშუალებად მიიჩნევა. თანამედროვე მედიცინაში მდოგვს გამოიყენებენ კბილის ტკივილის, ციებ-ცხელების, პნევმონიის, ბრონქიტისა და იპოქონდრიის დროს. თუ კერძებს მდოგვს დაუმატებთ, საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ენერგიას. ის ცხიმების შეთვისებაშიც ეხმარება ორგანიზმს.

შავი პილპილი საჭმლის მონელების პროცესს საგრძნობლად ასტიმულირებს. აუმჯობესებს მადას და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებელი ფაქტორია.

წიწაკა კი ადამიანს ენერგიით ავსებს, ძალას მატებს და ამხნევებს. ეს ბოსტნეული კარგია გაციებისა და გადაღლის დროს. ტკბილ წიწაკაში ბევრი ვიტამინია, კერძოდ: B1, C, E, PP და ასე შემდეგ. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი და მიკროელემენტები აძლიერებს ორგანიზმის საერთო იმუნიტეტს, ამაღლებს სისხლძარღვების ელასტიკურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თუ წიწაკას რეგულარულად მიირთმევთ, მელანქოლია და აპათია არასოდეს შეგაწუხებთ.

 

სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია 

ხალხურ მედიცინაში სტაფილო გამოიყენება, როგორც შარდმდენი და ქვების დამშლელი საშუალება. კარგია სტაფილოს წვენის სმა. ასევე, საუკეთესოა გახეხილი სტაფილო მაიონეზთან ერთად, რადგან ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები.

ვინც ფიზიკურ დაქვეითებას გრძნობს, აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი და რძეში მოხარშული სტაფილო. ასევე, სტაფილო კარგია: ხველების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სისხლნაკლებობის დროს.

სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რის გამოც ის დიეტურ, სამკურნალო და საკვები ღირებულებების მქონე ბოსტნეულადაა მიჩნეული. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სტაფილოს კარგი შედეგები აქვს ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს. ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, ტკივილგამაყუჩებელი და ჭრილობის შემახორცებელი თვისებები.

 

ნუში ტვინის წამალია, ბანანი კი სექსუალურ მადას აღძრავს

 შაქარი ხელს უწყობს გახდომის პროცესს. კერძოდ, თუ დიეტის დაცვის დროს მიიღებთ შაქრის ან გლუკოზის რამდენიმე აბს დღეში, გახდომის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გლუკოზა სწრაფად ხვდება სისხლში და ეფექტურად აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.

ნუში მდიდარია E ვიტამინით, ცილებით და კალცით. ის საუკეთესო წამალია ტვინისთვის. ნუში სექსუალურ ლტოლვასაც აძლიერებს და მისი ჭამა განსაკუთრებით მამაკაცებს წაადგებათ.

ბანანი მდიდარია კალიუმითა და ბუნებრივი საქაროზით. მისი ჭამა კარგია ცუდ განწყობაზე. ძილის წინ კი ერთ ბანანს თუ მიირთმევთ, ეს „სექსუალურ მადას“ აღძრავს.

ფინიკი ასუფთავებს სისხლს და ისიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ პოტენციაზე.

скачать dle 11.3