კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

 

პიკე მამა გახდა

 

„ბარსელონისა” და ესპანეთის ნაკრების მცველი ხერარდ პიკე და მისი ვარსკვლავური მეორე ნახევარი, კოლუმბიელი პოპ-მომღერალი შაკირა მშობლები გახდნენ. ბარსელონის ერთ-ერთ სამშობიაროში შაკირამ 22 იანვარს იმშობიარა. მშობლებმა ახალშობილს მილან პიკე მებარაკი დაარქვეს და გავრცელებული ცნობის თანახმად დედა და ახალშობილი თავს მშვენივრად გრძნობენ.  მილანი დაბადებიდანვე, მამის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის” წევრი გახდა. ვაჟის დაბადება ხერარდ პიკეს მისმა თანაგუნდელებმა უკვე მიულოცეს, ხოლო კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მისალოცი ტექსტი „ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა: „მთელი კოლუმბიისა და ჩემი ოჯახის სახელით ვულოცავ პიკესა და შაკირას პირველი შვილის დაბადებას”.

 

„რეინჯერსის” ქომაგი კლიჩკო

 

ხანგრძლივი ლოკაუტის შემდგომ სტარტი აიღო ჰოკეის ნაციონალური ლიგის ახალმა სეზონმა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები „სტენლის” თასისთვის მორიგ გათამაშებაში ჩაერთნენ. ამასობაში საკუთარი ფავორიტი კლუბის სახელი გაახმოვანა სახელოვანმა უკრაინელმა მოკრივემ, მძიმეწონოსანმა მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ, რომელმაც „ნიუ-იორკ რეინჯერსის” მაისურით იპოზიორა ფოტოგრაფის წინაშე და ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ კლიჩკო ჰოკეის დიდი მოყვარულია და ბავშვობაში ჰოკეისტობაზეც კი ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ კრივზე შეაჩერა არჩევანი. ამერიკაში ყოფნის დროს კლიჩკო რეგულარულად ესწრება საყვარელი გუნდის თამაშებს ნიუ-იორკში.

 

დელპიერო და ავტოსპორტი

 

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ავსტრალიური „სიდნეის” წევრი ალესანდრო დელპიერო ავტოსპორტმა გაიტაცა და, ამერიკელ კინომსახიობ პატრიკ დემპსისთან ერთად, გუნდ „დემპსი-დელპიერო რეისინგის” თანამფლობელი გახდა. ფეხბურთელის გუნდი მონაწილეობის მიღებას გეგმავს პრესტიჟულ რბოლაში – „24 საათი ლემანი,” საჭესთან დაჯდომას მსახიობი აპირებს, ხოლო დელპიერო მხოლოდ გუნდის თანამფლობელობით შემოიფარგლება. „იტალიაში დავიბადე და ბავშვობიდან მიტაცებდა ავტოსპორტი. ჩვენ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და მოვიპოვებთ გამარჯვებას,” – განუცხადა ჟურნალისტებს დელპიერომ, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ახალგაზრდობა გაიხსენა და ავსტრალიის ჩემპიონატის მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ცნობისთვის, „ლემანის” რბოლაში მონაწილეობის მიღებას კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანგი ექსგოლკიპერი ფაბიენ ბარტეზი აპირებს.

 

ბალოტელი ბინას აქირავებს

 

სკანდალებით განთქმული იტალიელი ფორვარდი, „სკუადრა აძურასა” და „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი მარიო ბალოტელი მანჩესტერში თავისი ფეშენებელური სახლის გაქირავებას აპირებს. „სუპერმარიოდ“ წოდებული ფეხბურთელი თვეში 13,495 ფუნტ სტერლინგად აქირავებს სახლს, რომელიც მანჩესტერის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს. ცნობისთვის, დიდი ხანია, მიდის საუბარი, რომ მარიოს გადაბირება „მილანს” უნდა და, არ არის გამორიცხული, რომ სახლის გაქირავება შესაძლო ტრანსფერთან იყოს დაკავშირებული.

ყველაზე სექსუალური მეგოლფე ქალი

 

ანა როუსონი გოლფის ლეგენდაა ქალებს შორის. ავსტრალიაში დაბადებული როუსონი ყვანჯის ქნევაში არაფრით ჩამოუვარდება გოლფის მსოფლიო ლეგენდას – ტაიგერ ვუდსს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მეგოლფედ ითვლება. გოლფის გარდა, ანა წარმატებულ მოდელადაც ითვლება და სიამოვნებით პოზირებს გულახდილ ფოტოსესიებში. ანას მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მეგოლფე ქალის ტიტული წლებია, არავისთვის დაუთმია და თავის თაყვანისმცემლებს, გოლფის მოედნებზე გამარჯვებებთან ერთად, ახალი ფოტოსესიებითაც უხარებს გულებს. 

 

მესის სექსუალური თაყვანისმცემელი

 

გარდა იმისა, რომ ლიონელ მესის მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს და, „ფიფას“ ვერსიით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ის ტრადიციულად ხდება პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი და „ოქროს ბურთის” ლაურეატი, მისით ცნობილი ლამაზმანებიც არიან აღფრთოვანებულები. მაგალითად, ცნობილი ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი, რომელსაც წარსულში რომანი ჰქონდა ლეონარდო დიკაპრიოსთან, მიიჩნევს, რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი დღეს არ არსებობს. ჟურნალ GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში რაფაელიმ დაუფარავად განაცხადა: „ბარსელონის“ ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, ლიონელ მესი კი პირადად ჩემი „ჩემპიონია“.

 

მსოფლიოს ოცი ყველაზე მომგებიანი საფეხბურთო კლუბი

 

გასული სეზონის შედეგების გათვალისწინებით, დასავლურ მედიაში მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბის რეიტინგი შეიქმნა, რომლის სათავეში მადრიდის „რეალი” მოექცა 512 მილიონი ევროთი, შემდგომი პოზიციები კი ასე გადანაწილდა: „ბარსელონა” – 483 მილიონი; „მანჩესტერ იუნაიტედი” – 395,5 მილიონი; „ბაიერნი” – 368 მილიონი; „ჩელსი” – 322 მილიონი; „არსენალი” – 290 მილიონი; „მანჩესტერ სიტი” – 285 მილიონი; „მილანი” – 256 მილიონი; „ლივერპული” – 233 მილიონი; „იუვენტუსი” – 195 მილიონი; „დორტმუნდი” – 189 მილიონი; „ინტერი” – 185; „ტოტენჰემი” – 178 მილიონი; „შალკე” – 174 მილიონი; „ნაპოლი” – 148 მილიონი; „მარსელი” – 135 მილიონი; „ლიონი” – 131 მილიონი; „ჰამბურგი” – 121 მილიონი; „რომა” – 115 მილიონი; „ნიუკასლი” – 115 მილიონი.

 

შვარცენეგერი სოჭის ოლიმპიადის სტუმარი იქნება

 

ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ექსგუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის საპატიო სტუმარი იქნება. „მიყვარს რუსეთში ჩამოსვლა. აუცილებლად გესტუმრებით 2014 წელს სოჭში და ბევრს ვისაუბრებ სპორტზე”, – განაცხადა შვარცენეგერმა მოსკოვში ვიზიტის დროს, სადაც თავისი ახალი ბლოკბასტერი – „უკანასკნელი გმირი” წარადგინა.

 

скачать dle 11.3