კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულები

ხატი ისე დამძიმდა, რომ ვეღარ ასწიეს გამტაცებლებმა

ბულგარელთა პირველი ოკუპაციის პერიოდში (1916-1918 წლები) მონასტერს ხშირად ესხმოდნენ თავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ხელში ჩაგდების მიზნით.

ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა მოხდა 1917 წლის 23 ივნისს. იმ დღეს მონასტერში ბერები მწუხრის ლოცვას აღავლენდნენ.

მღვდლებმა წმიდა ნაწილები საკურთხევლიდან გამოაბრძანეს თაყვანსაცემად. ამ დროს ტაძარში ბულგარელები შემოვიდნენ. მამებმა დააპირეს წმიდა ნაწილების დამალვა, მაგრამ ბულგარელებმა სთხოვეს:

– არ წაასვენოთ ისინი, ჩვენც ხომ მართლმადიდებლები ვართ, მოგვეცით უფლება, რომ ვემთხვიოთ მათ!

მღვდლები ვერ მიხვდნენ, რომ ეს სიტყვები ვერაგული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იყო წარმოთქმული და საშუალება მისცეს მომხდურთ, წმიდა ნაწილებს მიახლოებოდნენ. ბულგარელებმა ამით ისარგებლეს და ნაწილები გაიტაცეს.

მეორე დღეს ბულგარელები კვლავ მოვიდნენ მონასტერში სასწაულმოქმედი ხატის გატაცების მიზნით. ერთ-ერთმა სერჟანტმა ჯარისკაცებთან ერთად მოინდომა ხატის აღება, მაგრამ იმწამსვე უსულოდ დაეცა, მარმარილოს იატაკზე კი მისი ჩექმებისა და პისტოლეტის კვალი აღიბეჭდა.

ხატის გატაცების მცდელობა კიდევ ერთხელ განმეორდა, ამჯერად მათ შეძლეს ხატის ტაძრის კარამდე მიტანა, მაგრამ კართან ხატი იატაკზე დაეცა და ისე დამძიმდა, რომ მას ალბათ ვეღარავინ ასწევდა, ღვთისმშობლის თვალთაგან კი ცრემლები იღვრებოდა. შეშინებული მკრეხელები გაიქცნენ. ამ სასწაულის ხილვამ მათ საბოლოოდ გადააფიქრებინა ბოროტი განზრახვის სისრულეში მოყვანა.

 

მწყემსის მიერ სასწაულებრივად ნაპოვნი ხატი

კუნძული კიფირა ამაყობს თავისი მფარველით – „მირტიდიოტის“ ღვთისმშობლით. ძველი თქმულების თანახმად, ეს სასწაულმოქმედი ხატი იპოვეს პატარა დაბა მირტიდაში, რომელიც განლაგებულია კუნძულის ოდესღაც უდაბურ, მურტის ხეების გაბარდვნილ რაიონში.

ერთმა ღვთისმოსავმა მწყემსმა მგზნებარე ლოცვის დროს გაიგონა ხმა, რომელიც მოუწოდებდა მას:

– თუ მიმოიხედავ ირგვლივ, მაშინ იპოვი ჩემს ხატს. მე უკვე დიდი ხანია, აქ ვიმყოფები და მინდა, ამ ადგილას დავეხმარო.

და მართლაც, მალე მურტის ხეების ტოტებს შორის მწყემსმა აღმოაჩინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ის, გაოცებული ემთხვია მას და თავის ქოხში გადაასვენა.

მეორე დილით მოხდა სასწაული, ხატი გაქრა. მწყემსმა ის ისევ იქ ნახა, სადაც ადრე იპოვა. მაშინ ამ ადგილას პატარა სამლოცველო ააგო, დაასვენა მასში წმიდა ხატი, უწოდა „მირტიდიოტისა“, რადგან მირტიდაში ნახეს, მურტის ხეების ბარდებში.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ სასწაულმოქმედ ხატზე ღვთისმშობელი გამოხატულია ჩვილით ხელში. მისი სახე, ისევე, როგორც უფლის სახე, ნაღვლიანია, მუქია, მოჩარჩოებულია სუფთა ოქროთი და ძვირფასი თვლებით. ჩვეულებრივ, სახის ნაკვთები ხატზე ძნელად გასარჩევია. თუმცა, იშვიათ მომენტებში ღვთისმშობლის სახე უეცრად იცვლის ფერს და ხდება ვარდისფერი. ტუჩებზე გამოისახება აუწერლად მომხიბვლელი ღიმილი, ხოლო თვალები მხიარულად უყურებს მორწმუნეს. ეს გრძნობა სულ რამდენიმე წამს გრძელდება და შემდეგ მარადის ქალწულის დიდებული სახე თავის ჩვეულ იერს იბრუნებს.

скачать dle 11.3