კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ დავადგინოთ ჩვენი შვილების მფარველი წმიდანების ხსენების დღე?

პასუხი: თუ თქვენს შვილებს იმ წმიდანების სახელი დაარქვით, რომლებიც მათი დაბადების დღეს მოიხსენიებიან, ესე იგი, მათი მფარველი წმიდანის ხსენების დღე ემთხვევა დაბადების დღეს. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვებს წმიდანთა სახელები ჰქვიათ, გადაათვალიერეთ საეკლესიო კალენდარი და რომელ დღესაც ეს წმიდანები იქნებიან მოხსენიებულნი, პატარების მფარველი წმიდანის დღეც ის იქნება. თუ მათი მოსახელე წმიდანის დღე ცალკე არ არის მითითებული, მაშინ კალენდარში ნახეთ 24 დეკემბერი, როცა ყოველთა ქართველთა წმიდანთა მოხსენების დღეა.

კითხვა: რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლის დანატოვარ ტანსაცმელს, რომელიც არც ისე ვარგისია, რომ მოწყალების სახით გავცე?

პასუხი: ასეთი ტანსაცმელი შეგიძლიათ, მიწაში დაფლათ ან შესაფერის ადგილზე დაწვათ, ამით მიცვალებულის ხსოვნას არანაირი ზიანი არ მიადგება.

კითხვა: როგორ დავეხმაროთ ურწმუნო ხანდაზმულ ახლობელ ადამიანს, რათა ირწმუნოს უფალი და დაადგეს ჭეშმარიტების გზას, როდესაც მას ჩვენი მოსმენაც არ უნდა ამ თემაზე?

პასუხი: თუ საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, არ გადახვიდეთ კამათზე და მით უმეტეს შეურაცხყოფაზე. ილოცეთ მისთვის და უფალს შესთხოვეთ, რომ გაუნათდეს გონება და იწამოს ღმერთი, ისევ მისივე სულის ხსნისთვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა საეკლესიო სანთლის გამოყენება გასანათებლად?

პასუხი: ის, რაც უფლისადმი არის მიძღვნილი, არ გამოიყენება ყოფით ცხოვრებაში და თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როგორც გამონაკლისი.

скачать dle 11.3