კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უპირებდნენ პანჩოს კარცერში ჩასმას და რატომ ვერ ჭამდა ის ციხის საჭმელს

მომღერალი პანჩო, ლევან მგალობლიშვილი გლდანის საპყრობილიდან ამნისტიის წყალობით სულ ერთი კვირაა, რაც გათავისუფლდა. მას ნარკომოხმარებისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, თუმცა მხოლოდ წელიწადი მოიხადა. სამაგიეროდ, კარცერში ჯდომაც მოასწრო, ლექსებისა და მოთხრობების დაწერაც და გამოსწორებაც. ამბობს, რომ ჯოჯოხეთი ნახა ციხეში, მაგრამ ეს მისთვის აუცილებელი ჯოჯოხეთი იყო ცხოვრების ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად.

– პანჩო, როგორი იყო პირველი დღე „სვაბოდაზე”?

– როგორ გითხრა, მაგარი შეგრძნებაა, ძალიან მაგარი. წარმოიდგინე, ციხეში ხარ დამწყვდეული და უცებ გარეთ გამოდიხარ! გარეთ რომ გამოვედი, მივხვდი, რომ გვეშველა, როგორც იქნა და რაღაც შეიცვალა ამ ქვეყანაში – მე ყოფილი პატიმრის თვალით დანახულს გეუბნები. გუგუნებდა ციხე, ყველა ამ ამბავს ელოდა! უამრავი ადამიანი იჯდა ციხეში სულ ტყუილუბრალოდ – განა მართლა ყაჩაღები და კაცისმკვლელები. ერთ მაგარ მაგალითს გეტყვი, უნდა გაცინო  – ერთი ტიპი რაზე იჯდა, იცი? ცოლთან იწვა და მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან ბავშვმა დაინახა. ეტყობა, ფარდა ჰქონდა გადაწეული (იცინის). ჰოდა, ამ ბავშვის ბებიამ პოლიციაში დარეკა. ბავშვზე მავნე ზეგავლენას ახდენსო. დაიჭირეს ორივე და ამ კაცს ეუბნებიან: თუ არ გინდა, შენი ცოლიც ციხეში ჩაჯდეს, აღიარებით ჩვენებაში ჩაწერე, რომ ცოლს აუპატიურებდიო. რა ექნა ამასაც, დაწერა აღიარებითი ჩვენება და გაუშვეს „სროკზე”. სასამართლოზე მოსამართლეს ეუბნება: ბატონო მოსამართლევ, ჩემს ცოლთან წოლისთვის სამი წელი მომისაჯეს და თქვენს ცოლთან რომ დავწოლილიყავი, რამდენს მომისჯიდითო (იცინის). დაუმატეს კიდევ ერთი წელი. სისულელეებზე ჰქონდა ხალხს მისჯილი. მთელი საქართველოდან მოყრილი იყო ხალხი, თოხი რომ წაართვეს და ეგეთი ტიპები. გლდანის ციხე იყო ცოცხალი ლომბარდი – გაუსაძლისი, სადაც ადამიანი ნებისმიერ თანხას იხდიდა, თუ ჰქონდა საშუალება, რომ იქიდან გამოსულიყო ნორმალური და არა ინვალიდის ეტლით, ან – ფსიქიატრიულში. არადა ბევრი ვერ უძლებდა და ფსიქიკურად შეირყა. 

– ძალიან რთული იქნებოდა გლდანის საპყრობილეში ჯდომა...

– ძალიან. შენ რა გაინტერესებს, ცოცხს გადავრჩი თუ არა? (იცინის) ჩემი ზომა ცოცხი ვერ იპოვეს, თორემ... ვხუმრობ. პოლიტიკური შეხედულებები ხმამაღლა არასდროს გამომითქვამს, არც მანამდე და არც ციხეში. მე ვიყავი და ვიქნები ყველა მთავრობის ოპოზიციაში. ვამბობდი იმას, რაც არ მომწონდა – ჩემი სიმღერებით პროტესტს გამოვხატავდი ყოველთვის, ოღონდ კონკრეტულად არავინ მიხსენებია. კი, მაგალითად, სულ ვამბობდი, რომ ის შუშის ხიდი არ უხდება ძველ უბანს, გადავიტანოთ კუს ტბაზე-მეთქი (იცინის). რა, ცუდი იქნებოდა? მშვენივრად მოუხდებოდა იქაურობას, ლამაზი ხიდია. მსოფლიოში ერთადერთი ტბა იქნება, სადაც ხიდია და ტურისტებიც ივლიან. სხვა დროს მიტინგებზე არ მირბენია, ერთადერთხელ ვიმღერე 2006 წლის მიტინგზე „დედა ვატირე” და იმის მერე დაიწყო ჩემი პრობლემები, სულ პრობლემებში ვარ. მიშა გამოვიდა და თქვა: პანჩო ოპოზიციური მომღერალია და დაბლოკეთო. იმის მერე აღარც კონცერტებს მაკარებდნენ, აღარც არაფერს... ვერ ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. ვერ ვმღეროდი, ვერ ვუშვებდი ალბომს, რომელიც ჩაწერილი მქონდა, იმიტომ რომ რევოლუციაზე იყო სიმღერები. ვერ გავდიოდი უცხოეთში... დეპრესია მქონდა, ვიჯექი სახლში გამომწყვდეული და კედლებზე ვხატავდი. 5  წლის წინ ჩავწერე ალბომი და დღემდე არ გამომიშვია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჯობდა, ჩუქჩად დავბადებულიყავი და ამდენი არ მეფიქრა. უფრო კარგად ვიქნებოდი. ძალიან გული მწყდება, რომ ამდენი წელი ტყუილად ჩავრეცხე. მარტო საკუთარ თავს ვადანაშაულებ, მეტს არავის. თუმცა, ალბათ, ბევრ რამეს არ შევცვლიდი მაინც, რადგან მაშინ სხვა მენტალიტეტის და შეხედულებების ვიქნებოდი და არა ის, ვინც დღეს ვარ. 

ამჟამად გეგმაში მაქვს, გამოვუშვა ეს ალბომი, უცხოეთში წავიდე, თუნდაც უკრაინაში...

– რატომ უკრაინაში?

– რა ვიცი, ბელორუსია იყოს (იცინის). უკრაინაში მეგობრები მყავს, ქართული რესტორნებია, იკრიბებიან იქ ქართველები. წავალ, იქ ვიმღერებ, რამეს ვიზამ. ისე არ მინდა მოვკვდე, რომ ამსტერდამი ვერ ვნახო. თავისუფლების კუნძულია რა – ამბობენ, რომ ძალიან ლამაზია.

– ამსტერდამში მარიხუანას გამო გინდათ წასვლა?

– არა, რა მარიხუანა! მარიხუანას აქაც მშვენივრად ვიშოვი და მოვწევ, თუ მომინდება. შენ, რა გგონია, ციხეში აკორდის არასწორად აღებისთვის ვიჯექი? იცი, რა მუხლით ვიჯექი ციხეში? 

– მითხარით.

– მენისკიანი მუხლით (იცინის). მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით ქუჩაში არ გამოვსულვარ და არც გამოვალ, მაგრამ ზოგადად, მომხრე ვარ. ნარკოტიკით თავს იშტერებენ ბავშვები და ნამდვილად ბევრი იშტერებს, მათ შორის პატარა გოგოებიც. ის კი არა, ბატონი კენედი იშტერებდა მაგით თავს (იცინის). თუ უნდა, მაინც იშოვის და მოწევს. მშრალი კანონი რომ იყო საბჭოთა კავშირის დროს, გახსოვს?

– არა, არ მახსოვს, მე საბჭოთა კავშირს არ მოვსწრებივარ. 

– ჰოდა, მშრალი კანონი რომ იყო და სასმელი სულ აკრძალეს, უშველებელ რიგში იდგა ხალხი სასმლის საყიდლად. აკრძალული ხილის ამბავია. რომ დაკანონდება, ინტერესიც ნაკლები იქნება. 

–  როგორც ვხედავ, ციხეში ყოფნის პერიოდზე საუბარს მაქსიმალურად თავს არიდებთ. 

– ბევრი ითქვა და დაიწერა მაგაზე, მეზარება გამეორება. ერთადერთი ნატვრა მაქვს, რომ იქ აღარასოდეს მოვხვდე. გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკზე უარესია გლდანის ციხე. ნებისმიერ პატიმარს ერჩოდნენ იქ. იყო რეჟიმი და თუ რეჟიმში ვერ ჯდებოდი, რა ტიპის პატიმარიც უნდა ყოფილიყავი, „დარხეული” გქონდა. მე პირადად, არ ვუწამებივარ, შედარებით ნორმალურად მექცეოდნენ, მაგრამ ცემით მეც მომხვედრია, არ დავკონკრეტდები ახლა, რის გამო. ვამბობ, შედარებით ნორმალური ოფიცრები შემხვდნენ. რაღაც პერიოდი კარცერში ვიჯექი. მერე გადამიყვანეს საკანში. პატიმრები ამბობდნენ, რომ უმიზეზოდ სცემდნენ – რეჟიმი კიდევ იმას გულისხმობს, რომ ჩურჩულით უნდა ილაპარაკო, სიგარეტი არ მოწიო, ზედამხედველი რომ შემოვა, თავი ჩაღუნო. ბევრს უჭირდა და ვერ უძლებდა, ანგრევდნენ ფსიქიკურად. ბიჭები ღამე თვალს ვერ ხუჭავდნენ შიშით, რომ ციხეში არ ეცემათ. იქ არავის ვუწამებივარ, ცხოვრებისგან ვარ ნაწამები.

– საკანში კონფლიქტი არ მოგსვლიათ?

– გეუბნები, კარცერში ვიჯექი-მეთქი და როგორ არ მომსვლია კონფლიქტი! 

– რის გამო?

– მიზეზს ცოცხალი თავით არ ვიტყვი, პროკურატურაში ხომ არ ვარ დაკითხვაზე, გამოვედი უკვე (იცინის). ბუნტისთავი პატიმარი ვიყავი. ერთხელ კინაღამ იმისთვის მიმაბრძანეს კარცერში, რომ სიმღერა დავაპირე. ტელევიზორი არ გვქონდა საკანში მაშინ და ერთადერთ რადიოს ვუსმენდით – დუეტია რომელიღაც და „ცაში ახედეს” ასრულებდა. ბიჭებმა მითხრეს, შენი ნამღერი ჯობიაო. გავაღე პირი, დავაპირე სიმღერა და კინაღამ კარცერში ისევ ჩამსვეს – მერე გადაიფიქრეს, სიმღერისთვის კარცერში როგორ ჩავსვათ, სირცხვილიაო. სხვათა შორის, რადიოში ამჟამად ჩემი ორი ახალი სიმღერა ტრიალებს – ჩემი შვილი იყო მოსული და დისკით გავატანე. ხშირად ითხოვენ ხოლმე და ჩვენც ვუსმენდით. 

– ნარზე რომ იწექით, რაზე ფიქრობდით?

– ნარზე რომ ვიწექი, ვფიქრობდი ქალებზე (იცინის). ციხეში რომ ზიხარ, ფიქრის და კითხვისთვის ბევრი დრო გაქვს. ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა – წიგნებს, პრესას, ყველანაირ ლიტერატურას... თან, იქ გისოსებიდან წესიერად მზის სხივები არ შემოდიოდა, დღის განათება იყო და თვალები ძალიან მატკინა. პრობლემები მაქვს თვალებზე. 

– ვინ გედგათ იმ რთულ პერიოდში მხარში?

– უფროსი ძმა და ჩემი შვილები. თუმცა, ციხეში მარტო ოჯახის წევრებს ჰქონდათ მონახულების უფლება. ძალიან კარგი ბიჭები მყავს – 24 და 16 წლის. პატარას დიზაინერობა უნდა, უფროსმა ახლა დაიწყო მუშაობა. დედა მყავს 81 წლის, ლოგინად ჩავარდნილი და ისინი უვლიდნენ, მეც მივლიდნენ. წესიერი, ჭკვიანი ბიჭები არიან. მგვანან ხასიათით, მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთესები არიან. 

– თქვენმა შვილებმა რომ იგივე გააკეთონ, რასაც თქვენ აკეთებდით, მოგეწონებათ?

– არა, რა თქმა უნდა, დავხოცავ ორივეს. მკაცრი მამა არასდროს ვყოფილვარ, არ დამჭირვებია განსაკუთრებული აკრძალვები – თვითონ ვერ ვამჩნევ ამისკენ მიდრეკილებას რომელიმეს, არც მის მეგობრებს აინტერესებთ ეგ თემა. 

– გაგებით მოეკიდნენ თქვენს ამბავს?

– რას უნდა მოჰკიდებოდნენ გაგებით? დამიჭირეს და ეგ იყო, ჩვეულებრივად მიიღეს. ძალიან გაუხარდათ, რომ ამნისტია შემეხო (იცინის). სხვათა შორის, მეზობლებსაც ძალიან გაუხარდათ. გადამკოცნეს, იყო ერთი ამბავი. 

– ნორმალური კვება გქონდათ ციხეში? მაგაზეც ხშირად ჩივიან.

– რას შემომიჩნდი მოკლედ (იცინის). იყო ხორცი, კარტოფილი, სხვა საჭმელები, მაგრამ მე ვერ ვჭამდი. ისეთ საშინელ ცხიმზე ამზადებდნენ, ღვიძლზე მოქმედებდა პირდაპირ – ისედაც არ მაქვს ჯანმრთელი ღვიძლი. ცუდი ბიჭის ღვიძლი მაქვს. მძიმე ნარკოტიკებს არ გავკარებივარ, მაგრამ ერთი პერიოდი ძალიან მქონდა აშვებული – ციხე ჯოჯოხეთია, მაგრამ  კარგია, იქ რომ მოვხვდი. ჩემთვის საჭირო იყო – ცუდი ბიჭი ვიყავი და კარგი ბიჭი გავხდი.

– აღარ გაკარებიხართ, რაც გამოხვედით?

– არა და აღარც გავეკარები. 

скачать dle 11.3