კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი შეყვარებული ენერგოვამპირია

უკვე მესამე წელია, მაკო მიყვარს და მის ცოლად შერთვასაც ვაპირებდი, მაგრამ, რამდენიმე თვეა, უამრავ ნაკლს ვამჩნევ და აშკარად ვგრძნობ, რომ მასთან ერთად დიდხანს ვეღარ გავძლებ.

შეიძლება, ბიჭისგან კარგი საქციელი არ არის საცოლის უარყოფითი თვისებების საქვეყნოდ გამოცხადება, მაგრამ, უკვე ისე გავბრაზდი, გადავწყვიტე, მომეწერა. შეიძლება, წაიკითხოს კიდეც ეს წერილი და მიხვდეს, როგორ არ უნდა მოიქცეს.

ორი წელი ისე ვხვდებოდით ერთმანეთს, მისი ყველაფერი მომწონდა და მხიბლავდა: უთავბოლო ტიტინიც, გაბრაზებაც, გაბუტვაც, ჭირვეულობაც, სიცილიც, თავისი დედ-მამით კვეხნაც, საკუთარი გარეგნობით აღფრთოვანებაც, მაგრამ, მერე და მერე, თანდათან მივხვდი, რომ ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მომბეზრდა, უფრო სწორად, ყელში ამომივიდა სულელური ისტორიები მისი სილამაზითა და სიყვარულით გულდამწვარი ქალაქში ცნობილი ბიჭების ნამღერი სერენადების, გადატყაული მუხლებისა და გადახსნილი ვენების შესახებ. რა თემაზეც არ უნდა ჩამოვარდნილიყო ლაპარაკი, აუცილებლად იმით დაასრულებდა, თუ როდის რამდენ ბიჭს უყვარდა და ვის რატომ უთხრა უარი, რამდენი აღიკვეცა ბერად მისი უარის გამო და ასე შემდეგ. ეს თემა რომ შემოელეოდა, ახლა თავის სიკეთესა და ჭკუა-გონებაზე იწყებდა ქადაგებას: ამას ის ვაჩუქე, იმას ის გავუკეთე... ჩემისთანა ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი არც კლასში იყო ვინმე და არც კურსზე... მოკლედ, რომელი ერთი გითხრათ. ჩემი აზრით, საკუთარი თავით არის შეპყრობილი, აშკარად ხიბლშია ჩავარდნილი. საკმარისია, ერთი პატარა, უმნიშვნელო რამე გააკეთოს, რომ მერე მთელი კვირა შეუძლია ილაპარაკოს – ხომ მაგარი ვარ, ხომ სწორად მოვიქეცი, ხომ კარგად გავაკეთე, ამას სხვა ხომ ვერ მოიფიქრებდა და ჩემნაირად ხომ ვერ გააკეთებდაო. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი ახალი თვისება აღმოვაჩინე მასში: თვითონ მართლაც ლამაზი გოგოა (ლამაზ ქალებს რა დალევს თბილისში), მაგრამ, კატასტროფულად განიცდის, თუ მისი თანდასწრებით ვინმემ აბსოლუტურად უცხო გოგოზე თქვა – მაგარი გოგო იყო, ძალიან მომეწონაო. რომც არ იცნობდეს იმ ვიღაც ლამაზ გოგოს, სულაც, ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი რომ იყოს, კონკურენტად ჩათვლის და აუცილებლად რამე ცუდს იტყვის, მერე კი უპრობლემოდ დაიწყებს თავის ქებასა და იმის „გახსენებას“, როგორ ადარებდნენ სკოლის პერიოდში ხან ანუკემეს, ხან – ვის და ხან – ვის. ერთი სიტყვით, პირად შეურაცხყოფად იღებს, თუ ვინმემ სხვა ქალი შეაქო (გინდ ახალგაზრდა და გინდ ხნიერი). გარდა ამ ყველაფრის მოსმენისა, ჩემთვის გაუსაძლისი გახდა ისიც, რომ არ ჰყოფნის, ყურებს რომ მიჭედავს ტრაბახით და ჩემგანაც მოითხოვს, რამდენჯერაც შევხედავ, მისი სილამაზით დაბრმავებულმა, გულზე მჯიღები ვირტყა და თვალცრემლიანმა, სულ „ვაიმე“ და „უიმე“ ვიძახო ტარიელივით. თან, პარალელურად, მის უკიდეგანო ნიჭსა და გონიერებას უნდა ვასხა ხოტბა, მე კი ეს აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე. ამ თავისი ერთი და იგივე ტექსტებით ისე გამომწოვა ენერგია, ლამის სიარულის თავიც აღარ მაქვს. ძალიან გვიან მივხვდი, რომ გოგო კი არა, ნამდვილი ენერგოვამპირია. აქამდე არასდროს დავფიქრებულვარ, რატომ შემოეცალნენ დაქალები-მეთქი და მხოლოდ ახლახან აღმოვაჩინე „ამერიკა“: ეტყობა, ყველას ტვინი გაუწყალა და იმათაც თავს უშველეს, მაგრამ, მე რა ვქნა, სად გავიქცე, როგორ ვუშველო თავს?!

ბადუკა, 28 წლის.

скачать dle 11.3