კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორგზის და ყოფილი

ანუ სინდისი

მიუხედავად სიტყვიერი შეხლა-შემოხლისა (თუმცა ისიცაა, რომ შიგადაშიგ ეს ყოველივე სიტყვიერს სცილდება კიდეც), რაც სრულ და ყოვლისმომცველ კოაბიტაციას გვირთულებს, ისეც ხდება, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი მაინც ამშვენებს ხოლმე თავისი ხელმოწერით „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მისთვის გაგზავნილი ელჩების კანდიდატურებს.

სულ ბოლოს აღმასრულებლებმა ქვეყნის პირველ პირს 15 ახალი ელჩის კანდიდატურა გადაუგზავნეს. სიის ხელმოწერამდე საკითხს პარლამენტის ორგზის და აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ბ-ნი ბაქრაძე გამოეხმაურა. კერძოდ, ეს უკანასკნელი იმედოვნებს, რომ „ახალ ელჩებს ეყოფათ სინდისი და რამდენიმე თვეში მათი წინამორბედების პროფესიონალიზმს დაადასტურებენ“.

ჩვენ არ ვიცით, რა შვებას მოუტანს ან თავად ბ-ნ ბაქრაძეს, ან, სულაც, ყოფილ ელჩებს მათი შემცვლელების აღიარება, თუმცა, ნათავმჯდომარელი დარწმუნებულია, რომ (მომყავს ციტატა): „ის ელჩები, რომელთა გამოწვევაც დღეს ასე საჩქარო წესით ხდება, საქართველოს ძალიან ღირსეულად და პროფესიონალურად წარმოადგენდნენ იმ ქვეყნებში და ორგანიზაციებში, სადაც ისინი იყვნენ აკრედიტებული.“ ჰოდა, რაკი „ღირსეულად წარმოადგენდნენ“, ბ-ნი ბაქრაძეც დადარდიანებულა, „არ ვარ დარწმუნებული, რომ ის გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ელჩების სასწრაფო წესით გამოწვევასთან დაკავშირებით, რაიმეთი გამართლებულია.“

გამართლებულია თუ არა, ძველები ახლებით გამოიცვლებიან, თუმცა, აწ უკვე მხოლოდ უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, როგორც მოგახსენეთ, ელის, „რომ ჩვენს ახალ ელჩებს ეყოფათ იმის სინდისი და კეთილგონიერება, აღიარონ და განაცხადონ, რომ საქართველოს ძალიან კარგი ელჩები ჰყავდა.“

უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ რეალობაში სინდისი ფრიად ინდივიდუალური, თან, მეტად შეფარდებითი კატეგორიაა. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, მავანს სინდისმა ხელი არ შეუშალა, კვლავაც დარჩენილიყო საკანონმდებლო შტოს ხელმძღვანელად მას შემდეგ, რაც გაქანებული ომისას ჩანგლებით შეიარაღებისკენ მოგვიწოდა, ახალი ელჩების სინდისის მომლოდინეს, იქნებ, ჯერ საკუთარი გაეღვიძებინა?!

скачать dle 11.3