კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტეცზი პომიდვრისა და კამის სოუსში

საჭირო ინგრედიენტები: 800 გრამი პომიდორი, 3 სადილის კოვზი ზეთი,  2 ჩაის კოვზი შაქარი, 4 სადილის კოვზი წყალი, 200 გრამი კამა, 2 ცალი მწარე წიწაკა, 800 გრამი ვირთევზას  ფილე, 2 კონა ოხრახუში, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:  პომიდორი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ შაქარი, მარილი, წყალი და 15 წუთი ადუღეთ. წიწაკა და კამა წვრილად დაჭერით და შეურიეთ მოშუშულ პომიდორს. თევზის მშრალი, ბრტყელი ნაჭრები  მოათავსეთ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, თითოეულ ნაჭერს დაადეთ თითო ღერი ოხრახუში, გადაახვიეთ და შეკარით ხის ჩხირებით. თევზს ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით კარგად გახურებულ ღუმელში. შემწვარი თევზი მოათავსეთ პომიდვრის სოუსში და 15 წუთის განმავლობაში შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ბოლოს კიდევ ერთხელ შეაზავეთ მარილით და სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

скачать dle 11.3