კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დაბლოკოთ ორგანიზმიდან სასიცოცხლო ენერგიის გადინება და რას აფიქსირებს ადამიანის ქვეცნობიერი საშიშროების მოლოდინში

 

ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლა ყოველწამიერად ხდება. ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ.

ადამიანი არა მარტო მატერიალური სხეულია, არამედ, ენერგიების კრებულიც. ენერგია – ეს არის ტვინის ელექტრონული გამოსხივება, კერძოდ, ნეიტრონები, რომლებისგანაც ატომი შედგება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ბიოენერგია, რომლის შემსწავლელ მეცნიერებას ბიოენერგეტიკას უწოდებენ.

თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, განიცდით დისკომფორტს, ღიზიანდებით ან გეწყებათ უეცარი თავის ტკივილი, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს პიროვნება თქვენგან ენერგიას „იწოვს“ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნით გარკვეულ პრობლემებს.

ბიოენერგია ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მძიმე ავადმყოფობის დროს მას ვკარგავთ და, ამიტომ, აუცილებელია მისი აღდგენა. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, სიძუნწე, ეჭვიანობა, დანაშაულის შეგრძნება და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები”, საიდანაც ძალა გამოედინება, დაკარგული ენერგიის შევსება კი ნათესავების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება. ანუ, ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც ემოციური გადაღლა (და არა ფიზიკური) და ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

მშვიდ, მხიარულ ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ: გააბრაზონ და, ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი და დავიდარაბა ყველაზე უტყუარი და ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია მეტად „გამოქაჩო”. დავის შემდეგ, გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის „საკვებად“ წაიღო. ამ დროს ფრთხილად უნდა იყოთ და საკუთარი თავის დაცვა შეძლოთ.

მსხვერპლად ან ენერგოვამპირად რომ არ იქცეთ, აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ ემოციები. ასევე, ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით. სხვათა შორის, ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია იოგის, რელაქსაციის, მედიტაციისა და ლოცვის საშუალებით, ეს უკანასკნელი კი ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალებაა. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვასაც; აგრეთვე, კარგია ბალახზე ფეხშიშველი სიარული, გამდინარე წყლის ან აგუზგუზებული ცეცხლის დიდხანს ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.

თუ ხვდებით, რომ მოსაუბრეს თქვენგან ენერგია მიაქვს, მასთან ურთიერთობისას ნელ-ნელა გრძნობთ დაღლასა და სისუსტეს, ხელები გულმკერდზე დაიკრიფეთ, ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ  „მტრული თავდასხმის“ დროს თქვენი ორგანიზმიდან ენერგიის გადინება. ასეთი ქმედებით საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ და დაიცავთ საკუთარ ორგანიზმს.

მოკლედ, დედამიწაზე აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია, შესაბამისად, ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები გააჩნია და ეს განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა.

ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება. ამ დროს არ არის გამორიცხული, ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდეს.

ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით „იკვებება“, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰყოფნის ამ გზით მიღებული ენერგია და ვერც ბუნებიდან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა, ეს მსხვერპლი, ანუ, ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს. ყველას ვურჩევ, ყურადღებით იყოს, რადგან, თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, არამედ, შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი. კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი თუნდაც უახლოეს გარემოცვაში. თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია „გამოქაჩოს,” რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ამიტომ, უნდა შეგეძლოთ მისი იგნორირება. მაგალითად, არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები; ან, პირიქით, „შეტევაზე“ გადადით – სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით, არ მისცეთ საუბრის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ.

 

скачать dle 11.3