კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 28 თებერვალს. რომელი ასტროლოგიური ქვებია ჩემთვის მისაღები და რომელი ქვეყნები და პროფესიებია წარმატების მომტანი?

პასუხი: ქვებიდან თქვენთვის მისაღებია: მწვანე ან ყვითელი იასპი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი და ამეთვისტო; პროფესიებიდან წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სპორტული ცეკვები, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სფეროები, პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო ორგანოები, უშიშროების სფერო. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, ესპანეთის ანდალუზიის მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ირლანდია, მექსიკა, ბოლივია, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, სირია, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ალბანეთი და მაკედონია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1988 წლის 4 აპრილს. მაინტერესებს, რომელ სფეროში და რომელ ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?

პასუხი: თქვენი შვილისთვის წარმატების შანსი სწორედ უცხოეთს უკავშირდება. იქ წარმატებებს ადვილად მიაღწევს და ცხოვრებაშიც წინ წაიწევს. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, ინგლისის დასავლეთი მხარე, კანადა, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი. პროფესიებიდან კი მისაღები და წარმატებების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია – საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა, სავაჭრო-სამაკლერო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, ავტომატიკის სფერო, სატელეფონო კომუნიკაციების ბიზნესი ან შემოქმედება.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 1997 წლის 12 სექტემბერს, სამშაბათ დღეს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე. რომელი პროფესიები იქნება მისთვის წარმატების მომტანი, გაუმართლებს თუ არა უცხოეთში და, კერძოდ, რომელი ქვეყნებია მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ეკრძალება, ის მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: გერმანიის ბავარიის მხარე, მალაიზია, ალჟირი, მაროკო, კუნძულები – სიცილია და კორსიკა, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, ტაჯიკეთი, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, კუბა, მექსიკა, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ლიბია, ლიბანი. მოერიდოს ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, მონღოლეთს, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ისრაელს, ახალ ზელანდიას, კუნძულ შრი-ლანკას, ურუგვაის, კუნძულ მალტას, ბანგლადეშს. დანარჩენ ქვეყნებთან კი ურთიერთობა საშუალოა. რაც შეეხება წარმატებულ პროფესიებს, ასეთებია: მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; ასევე: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სამეცნიერო კვლევითი სფერო, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო საქმიანობა და პედაგოგიკა.

скачать dle 11.3