კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანა რეხვიაშვილის წიგნის პრეზენტაცია “თბილისი მარიოტში„

 „ეფ 63.9“ – ასეთია სახელწოდება ანა რეხვიაშვილის ახალი რომანისა, რომელიც მარადიულ თემას – სიყვარულს ეძღვნება. ჩვენ თავად ვირჩევთ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქვეცნობიერი უკვე კარგად იცნობს... ანას რომანში ბევრი სიმბოლოა, სიმბოლურია სახელწოდებაც. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული ფსიქოლოგიური ვირუსების სიაში შეიტანა, საიდენტიფიკაციო ნომრით – ეფ 63.9 და დაასკვნა, რომ ეს ვირუსი, რომლის საწყისი ეტაპია ვნება, მეორე – სინაზე და ბოლო – მობეზრება, ოთხ წელიწადში ქრება. ანა რომლის რომანიც ოთხ სეზონზე ვითარდება ერთგვარად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას – არის თუ არა სიყვარული დაავადება, თუ, ის მარადიული გრძნობაა რომლისთვისაც ვცოცხლობთ? წიგნისთვის არაჩვეულებრივი, საოცრად ნაზი, სევდიანი და, ამავდროულად, ოპტიმისტური მუსიკა დაწერა ლილიკო ნემსაძემ, მუსიკა უხდებოდა 24 იანვარს გამართული პრეზენტაციის სიტუაციასაც. ანა რეხვიაშვილის დებიუტის წარმდგენი იყო თეონა დოლენჯაშვილი, რომელმაც წიგნი ღრმად და საინტერესოდ შეაფასა. თავად რომანი ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რომელსაც ასევე „ეფ 63.9“ ჰქვია და რომელიც გულისხმობს სცენარების შექმნასა და ფილმის გადაღებას რამდენიმე რეჟისორის მიერ. სცენარისტებს შეუძლიათ, რომანის ფინალი თავად შეცვალონ. ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ჩართულია მოსკოვი და ბრიუსელი. თებერვალში დაგეგმილია მოსკოვში წიგნის რუსულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია, ხოლო გაზაფხულზე ინგლისურენოვან ვერსიას ანა ბრიუსელს წარუდგენს. გამოცხადდება სცენარისტების კონკურსი და საუკეთესო ფინალის ავტორს პრიზიც კი გადაეცემა. „თბილისი მარიოტში“ ზუსტად ისეთი გარემო იყო, როგორიც წიგნს შეეფერება – კარგი მუსიკა, გულის ფორმის ტკბილეული, წითელი ღვინო და ახალი სურნელები „ვულე ვუსგან”, რომელთა პრეზენტაციაც იმ დღეს მოხდა.

скачать dle 11.3