კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმახინჯე – მხიარულებისთვის

ვინ თქვა, რომ საზოგადოება არ გაიზარდა და ადამიანი თავისი ბუნებით ისეთივე დარჩა, როგორიც დიდი ხნის წინათ იყო?! ყოველ შემთხვევაში, ისე უკვე აღარ ვერთობით, როგორც ამას არცთუ შორეულ წარსულში აკეთებდნენ.

სპარტაში ფიზიკური ნაკლით დაბადებულ ან ძალიან სუსტ ჩვილებს გაჩენისთანავე ხოცავდნენ. მაშინ ყველაზე ჰუმანური აზრი პლატონს გაუჩნდა. მან თქვა, რომ ფიზიკური ნაკლის მქონე ან დეფექტით დაბადებული ადამიანებისთვის სპეციალური რეზერვაციები უნდა შექმნილიყო...

მაგრამ, ვიღაცეებმა მათ სხვა დანიშნულება მოუძებნეს... პირველად რომის იმპერატორებმა მოისურვეს, ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვები სასახლის კარზე ჰყოლოდათ. მალე მახინჯ ბავშვებზე და მოზრდილ ადამიანებზე მოთხოვნილება ისე გაიზარდა, „ბაზრის“ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბუნებრივად გაჩენილი მახინჯების რაოდენობა საკმარისი ვეღარ იქნებოდა და, ამიტომ, ფიზიკური ანომალიების ხელოვნურად შექმნა დაიწყეს. ხელოვნურად „გამოყვანილი“ ჯუჯები პირველად ძველ რომში გაჩნდნენ. სპეციალური აგენტები ყიდულობდნენ ჩვილებს ღარიბი ოჯახებისგან და საიდუმლო მეთოდით ზრდიდნენ: ცნობილია, რომ თავიდან მათ ძალიან ცოტას აჭმევდნენ და ასუსტებდნენ. უვითარებდნენ რაქიტს, ასმევდნენ ალკოჰოლს და ღვინოშიც კი ბანდნენ. ბევრი ბავშვი ვერ უძლებდა ასეთ ექსპერიმენტს და კვდებოდა, გადარჩენილებში კი მათ წონა ოქროს იხდიდნენ – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... 

რომის იმპერია რომ დაემხო, თითქოს სასტიკი ცდები ბავშვებზე შეწყდა, მაგრამ, მალე ევროპაში მოხეტიალე ბოშები შევიდნენ ინდოეთიდან,  რომლებიც ბავშვების დამახინჯების დიდოსტატები იყვნენ: მათ „შექმნეს“ ხელოვნური კუზიანები; ადამიანები მუდმივად მოცინარი, კლოუნის პირით; ცხვირ და ქვედატუჩმოჭრილი ადამიანები; ან, აცლიდნენ ღრძილების ნაწილს... „მოცინარ“ ადამიანებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება იყო, განსაკუთრებით, აღორძინების ეპოქის ევროპაში. სხვათა შორის, თავად მშობლებიც კი ხშირად ამახინჯებდნენ შვილებს და მერე დიდებულებზე დიდ ფასად ყიდდნენ, ან – ათხოვებდნენ.

განსაკუთრებულ „ოსტატობას“ ამ საქმიანობაში ძველ ჩინეთში მიაღწიეს. აქ სხეულის ნებისმიერი  ნაწილის მოდელირებას ახდენდნენ. 1912 წლამდე ქალებს ტერფებს ბინტით იმგვარად უკრავდნენ, რომ ფეხი არ იზრდებოდა და ჩვილის ფეხივით პატარა რჩებოდა. ამ ტრადიციას საფუძველი ჩვენს ერამდე მეორე საუკუნეში ჩაეყარა და მას სათავე იმპერატორის ცოლმა – ტან ლი იუიამ დაუდო, რომელმაც, სპეციალური სახვევის დადებით, საკუთარ ტერფებს ნახევარმთვარის ფორმა მისცა. ფეხის სიგრძე 7-9 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო – ეტალონად ეს ზომა ითვლებოდა. ჩინეთში ამაზე გაცილებით სარისკო ექსპერიმენტებსაც ატარებდნენ: ჯუჯების „გამოსაყვანად“ 3 წლის ბავშვს სპეციალურ, ფაიფურის უფსკერო ლარნაკში სვამდნენ. პატარას მხოლოდ თავი და ფეხები მოუჩანდა. ღამით ლარნაკს ჰორიზონტალურად დებდნენ, რომ ბავშვს ცოტა მაინც დაეძინა. ამ ფორმით ის სიმაღლეში ვეღარ იზრდებოდა. მხოლოდ სიგანეში იმატებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ძვლები საბოლოოდ რომ დეფორმირდებოდა, ლარნაკს გატეხავდნენ და ჯუჯაც „მზად“ იყო.

ჩინელები ბავშვებისგან ცხოველებსაც „ამზადებდნენ:“ პერიოდულად მათ კანს ნაჭერ-ნაჭერ უცვლიდნენ მგლის ან დათვის სხეულიდან აჭრილი ტყავით. უმრავლესობა კვდებოდა, ვინც ცოცხალი რჩებოდა, ის ჭკუიდან იშლებოდა, მაგრამ, ეს ექსპერიმენტს ხელს არ უშლიდა. მსხვერპლს უზიანებდნენ ხმის იოგებსაც და ის ლაპარაკის ნაცვლად მხოლოდ ღმუოდა. უკვე ბოლოს, უმტვრევდნენ რამდენიმე სახსარსაც და საცოდავი ოთხზე იწყებდა სიარულს. 1930 წელს ამერიკაში „მახინჯთა ცირკიც“ კი არსებობდა...

скачать dle 11.3