კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მხოლოდ ფაქტები

*1898 წელს სოფია ჰესმა წააგო სასამართლო პროცესი რაინარ სულმანისა და რუდოლფ ლიმენკვისტის წინააღმდეგ. დავის საგანს ნობელის მემკვიდრეობა წარმოადგენდა. შედეგად, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი სამი წლის შემდეგ დასახელდა. ის იყო არმან სიული-პრიუდომი.

* შაშს კანადელები 144 უჯრაზე თამაშობენ, ფრანგები და პოლონელები – 100-ზე, ინგლისელები, რუსები და ჩვენ – 64-ზე.

* კუჭქვეშა ჯირკვლების კუნძულები – ასე უწოდეს კანადელმა მეცნიერებმა, ფრედრიკ ბანტინგმა და ჯონ მაკლეოდმა 1922 წელს მათ მიერ აღმოჩენილ ჯირკვალს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ ინსულინს გამოიმუშავებს.

* რომს „დედამიწის ჭიპს“ უწოდებენ, ევერესტს – „თხემს“, „დედამიწის ფილტვებს“ კი – ამაზონის ჯუნგლებს.

* გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოკერში მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონში დაიწყო, სადაც 63 ქვეყნიდან 300-მდე მოთამაშე მონაწილეობდა. გამარჯვებულმა 1 500 000 დოლარი მიიღო. ორგანიზატორებმა, გადასახადებისთვის რომ თავი აერიდებინათ, ჩემპიონატის ფინალი კუნძულ მენზე ჩაატარეს.

* 1911 წელს ინდოეთის დედაქალაქი კალკუტიდან დელიში გადაიტანეს.

* მამა – ასე უწოდებენ მანჯურიის შამანურ მითოლოგიაში სულებს, რომლებსაც ქალის სახე აქვთ და ბავშვების, შთამომავლების მფარველად ითვლებიან. ეს სიტყვა, ასევე დედის, ქალის მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

* ქარვას მრავალი ლეგენდა და ამბავი უკავშირდება. მასზე წერდნენ ლექსებს ჰომეროსი, ოვიდიუსი, პუშკინი და მიცკევიჩი... აუცილებელია რადიოტექნიკაში, ქიმიაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებში, ასევე გენურ ინჟინერიაში. ყველაზე ცნობილი კი – ქარვის ოთახი არქიტექტორმა ანდრეას შლიუტერმა და გოტფრიდ კუსომ 1701 წელს ააგეს ფრიდრიხ პირველის ბრძანებით.

скачать dle 11.3