კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუაროთ აგლაონემას, როდესაც ფოთლები უყვითლდება?

პასუხი: აგლაონემა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას არ უყვარს ტემპერატურის ცვალებადობა. როდესაც მცენარეს დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა ტემპერატურა აქვს,  ის განიცდის სტრესს და ეწყება სხვადასხვა დაავადება. შესაძლოა, თქვენს მცენარეს ასეთი პირობები აქვს. თუ მას ძალიან დიდ სითბოში ამყოფებთ, მორწყეთ რეგულარულად, ხოლო, თუ სიგრილეში გყავთ, მაშინ, წყალი ძალიან მცირე ოდენობით მიეცით, რომ არ დალპეს. ამავე დროს, დადგით მზიან ადგილას, რომ უფრო მეტი სინათლე ჰქონდეს. თუ ახალი გადარგულია, დადგით სითბოში, რომ მისი ფესვები ახალი ცხოვრებისთვის მოემზადოს. აგლაონემა გადარგეთ ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ და ფესვთა სისტემას ძალიან ნუ შეუკვეცავთ.

კითხვა: დავრგე ივან და მარია და ასეთ ყინვებში ძალიან მოიწყინა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: საერთოდ, არსებობს ამ მცენარის ორგვარი სახეობა: ყინვაგამძლე და სიცხის ამტანი. ის სახეობა, რომელიც სიცხეების ამტანია, ითესება ადრე გაზაფხულზე, ხოლო, რომელიც ყინვაგამძლეა – გვიან შემოდგომით. თუ სიცხის ამტანი სახეობა ვერანაირად ვერ უძლებს ზამთრის ყინვებს, მეორე სახეობა ზამთრის ამტანია. ამიტომ, როდესაც მას შეიძენთ, იკითხეთ, რომელი თვისაა და რომელი სახეობის. ამ მცენარეს უყვარს ზამთარ-ზაფხულ სინათლე და მზიანი ადგილი. როდესაც დარგავთ ამ მცენარეს, რომელი სახეობაც არ უნდა იყოს, ეცადეთ, რომ დარგვისას მარტო წყალი მისცეთ და არავითარ შემთხვევაში  არ მისცეთ სასუქი, თორემ, დაიღუპება.

კითხვა: როდის უნდა დავრგო ირისის ბოლქვები?

პასუხი: ირისი სუბტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას არ ესაჭიროება ამოღება ნიადაგიდან. თუ მისი ბოლქვი ახალი შეძენილი გაქვთ, მოაქციეთ ის ქოთანში და ამყოფეთ თბილ ადგილას, სადაც მინიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსი იქნება. მცენარე მალევე ამოვა, ადრე გაზაფხულზე კი გადაიტანეთ ეზოში  და იქ ამყოფეთ მუდმივად. ირისს არ ეშინია არც ყინვების და არც სიცხის. ის მრავლდება როგორც თესლით, ასევე, გაყოფითაც. გაყოფის დროს ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ბოლქვი არ გაათხელოთ, თორემ, მცენარე მოკვდება. ყოველ გაზაფხულზე მიეცით სასუქი, რომ ზამთრის შემდეგ ჯანსაღად შეხვდეს ზაფხულს. საერთოდ, ის ყვავის ერთხელ, მაგრამ, არის ახალი ჰიბრიდული სახეობები, რომლებიც დიდხანს ყვავის, ზოგიერთი კი – წელიწადში რამდენჯერმეც. განსხვავებულია მათი ყვავილის  ფერი, ზომა და სიმაღლე.

კითხვა: ერთი თვეა, რაც დავრგე კროკუსები და უკვე აყვავილდა. მაინტერესებს,  ეს ბუნებრივია თუ რაიმე დარღვევაა?

პასუხი: კროკუსები ძალიან ადრე ამოდის მიწიდან და მალევე ყვავის. მცენარე ჯერჯერობით არ უნდა აყვავებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, როცა ის დარგეთ, სითბოში იყო და უზომოდ აძლევდით წყალს. ამიტომ დაიწყო მცენარემ ამოსვლა და აყვავება. საერთოდ, კროკუსი ამოდის მარტის დასაწყისში და ყვავის ორი-სამი კვირა. რომელი ჯიშიც არ უნდა იყოს, როდესაც ის ირგვება, აუცილებლად უნდა ამყოფოთ სიცივეში და ოდნავ ბნელ ადგილას, რომ მალე არ აყვავდეს. ასევე მცენარეს არ უნდა მისცეთ არც დამატებითი სასუქები და არც მიკრო და მაკროელემენტები, რადგან, ის თავისით აღმოცენდება, როგორც კი ტემპერატურა მიაღწევს 15-18 გრადუსს. ასეთ პირობებს მას ხელოვნურადაც უქმნიან იმ ქვეყნებში, სადაც ხანგრძლივი ზამთარი იცის.

скачать dle 11.3