კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთი ცოლი ორმა მამაკაცმა ვერ გაიყო

მკვლელობის მცდელობისთვის ემზარ ს. პატიმრობაში 3 წელს გაატარებს, ხოლო მისი ცოლი, ირმა ე. 2 წელს. დანაშაულის პროვოცირებისთვის  ქმარი ცოლის დაცვის გამო გახდა პატიმარი – მან სრულიად უცნობი გოგიტა ნ. ბარძაყში დაჭრა, რომელიც, მძიმე დაზიანების მიუხედავად, გადარჩა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დაზარალებული ყველა ხერხით ცდილობდა ბრალდებულის დაცვას. მომხდარში ის ირმა ე-ს ადანაშაულებდა – ქალს, რომელიც წარსულში მისი ცოლიც იყო...

მოკლედ, კაცებმა 26 წლის ირმა ე. ვერ გაიყვეს, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ „ჩხუბის ობიექტი” აღმოჩნდა, რომელიც მათი პროვოცირებისთვის თავადაც დაისაჯა. თუმცა, მთავარი ალბათ მაინც ის გარემოებაა, რომ სხვადასხვა დროს ირმა ე. ორივეს ცოლი იყო, რის შესახებაც კაცებმა მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირების შემდეგ შეიტყვეს. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ისინი პროცესზე ერთმანეთს კბილებით იცავდნენ და ბრალს ქალს სდებდნენ, მაგრამ, ვინაიდან სახეზე იყო ცივი იარაღი – დანა, რომლითაც ჩადენილი იყო დანაშაული, სასამართლო უძლური აღმოჩნდა, ემზარ ს. გაეთავისუფლებინა. თუმცა, მას მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა, რაც არც ისე დიდი სასჯელია...   

დამალული პირველი ქორწინება

ირმა ე. თავდაპირველად ოთხი წლით უფროს გოგიტა ნ-ს გაჰყვა ცოლად, რომელიც აფხაზეთიდან იყო დევნილი. მათი ქორწინება რომ უიღბლო იქნებოდა, თავიდანვე ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგიტას მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ, ოჯახებს ერთმანეთის დანახვაც არ უნდოდათ. ასეთი ურთიერთობის მიზეზი გოგიტა იყო, რომელსაც სამართალდამცველებთან პრობლემები ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაეწყო, თუმცა, ირმას ის მაინც უყვარდა, მისი ცხოვრების წესიც მოსწონდა და მშობლებისგან მალულად გაჰყვა ცოლად. მაგრამ, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მშობლებმა ირმა სახლში  დააბრუნეს და ყველაფერი იღონეს, რომ მისი გათხოვება-გამოთხოვების ამბავი არავის გაეგო. ჭორების თავიდან აცილებას, პრინციპში, მიაღწიეს კიდეც, რადგან, გოგიტა მოსკოვში, დედ-მამასთან დაბრუნდა და ამით ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. ეს ამბავი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ – ირმას მშობლებმა და ბიძებმა იცოდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც 21 წლის ასაკში ირმა მეორედ გათხოვდა, მეორე ქმრის ოჯახს ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. ერთადერთი, ირმას ქმარმა, ემზარ ს-მ იცოდა, რომ ირმა წარსულში ვიღაცას უყვარდა, რომელმაც მოიტაცა და მათ შორის „რაღაც მოხდა”. გასაგები მიზეზების გამო, ის სიღრმეებით აღარ დაინტერესებულა, ანუ, ფაქტი, რომ ორი კვირის განმავლობაში ირმას სხვისი ცოლი ერქვა, ეს მანაც არ იცოდა.

ცოლქმრული ღალატის საბედისწერო შედეგი

მისი საქციელიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირმა ე. არნახული აზარტული მოთამაშე იყო, ოღონდ, ის კაცებით თამაშობდა. 

როგორც გამოძიებით ირკვევა, ირმას პირველი ქმრის მიმართ კვლავ ჰქონდა გრძნობა და, გათხოვების მიუხედავად, გოგიტა ნ-ს ყველგან ეძებდა. ის ჩვენებებში თავადვე წერს, რომ მან მოსკოვში მოძებნა გოგიტას მეგობარი და ყოფილ ქმარს მისი დახმარებით მიაგნო. 

ცნობისათვის: აფხაზეთიდან დევნილი გოგიტას ნ-ს ოჯახი – დედ-მამა და და-ძმა – მოსკოვში ცხოვრობდა. ბებიასთან თბილისში პერიოდულად გოგიტა ჩამოდიოდა და სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ირმას, რომელიც შემდეგ ცოლადაც მოიყვანა. მაგრამ, სამართალდამცველებთან შექმნილი პრობლემებისა და ბებიის გარდაცვალების გამო, მშობლებმა ის მოსკოვში დააბრუნეს და, როგორც ვარაუდობდნენ, საბოლოოდ. 

გოგიტას მეგობრის ჩვენებიდან: „ირმას გოგიტასგან ვიცნობდი, მაგრამ, მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. როდესაც ინტერნეტით მომწერა, გამიკვირდა, რადგან, ვიცოდი, რომ გოგიტას ყოფილი ცოლი მეორედ გათხოვდა. თუმცა, როდესაც ამის შესახებ ვკითხე, ირმამ მომატყუა – არ გავთხოვილვარ და არც ვაპირებო. ცხადია დავუჯერე, რადგან, ეჭვადაც არ მიფიქრია, რომ მატყუებდა. ჩვენ შორის საუბარმა სისტემატური ხასიათი მიიღო და აშკარად მივხვდი, რომ მას  გოგიტასთან დაახლოება უნდოდა, რომელიც, ჩემი აზრით, ისევ უყვარდა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ირმას რეკვები მომბეზრდა და ჩვენი საუბრების შესახებ გოგიტასაც ვუთხარი. ის დაინტერესდა ყოფილი ცოლის ამბებით და ყველაფერი გამომკითხა. მეც ვუთხარი, რომ ირმას ის ისევ აინტერესებდა, მაგრამ, იმ პერიოდში გოგიტას  სხვა ქალი ჰყავდა და მის გარდა არავინ უნდოდა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ირმამ მკითხა გოგიტას თუ უთხარი ჩემ შესახებო. როცა დავუდასტურე, მივხვდი, რომ გოგიტას მხრიდან უყურადღებობა ძალიან ეწყინა. 

ჩვენი საუბრიდან დაახლოებით სამ თვეში სკაიპით შედგა გოგიტას და ირმას საუბარი. როდესაც სკაიპმა მოულოდნელად დარეკა, იმ ღამეს გოგიტა ჩემთან იყო. ვუთხარი, რომ ირმა იყო, მაგრამ, რექცია არ ჰქონია, რაც იმას ადასტურებს, რომ გოგიტასთვის ის წარსული იყო. როდესაც ირმას ვუთხარი, რომ სტუმრები მყავდა და მოგვიანებით შევეხმიანებოდი, მკითხა, სტუმრებს შორის გოგიტაც ხომ არ იყო და, როცა დავუდასტურე, მთხოვა, დამეძახა. გოგიტა იძულებული გახდა, დალაპარაკებოდა, თუმცა, ყურსასმენს რომ ვაძლევდი, მუშტი მომიღერა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ირმასთან ურთიერთობა აღარ უნდოდა.

ამის შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, გარდა იმისა, რომ ირმა მე აღარ დამკონტაქტებია. მოგვიანებით საერთო მეგობრისგან გავიგე, რომ ის და გოგიტა შერიგდნენ და საქმე იქამდეც მივიდა, რომ გოგიტა საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. მინდოდა, გოგიტასთვის მეკითხა, ნამდვილად ასე იყო თუ არა, მაგრამ, ტელეფონს აღარ პასუხობდა. მის დას დავურეკე და ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე, რომ გოგიტა თბილისში დაბრუნდა,” – აცხადებს ილია რ., რომელიც მეგობრის დასაცავად საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოძიებისთვის ჩვენება მიეცა.               

საქმის მასალების მიხედვით, გოგიტა ნ. თბილისში ისე დაბრუნდა, არ იცოდა, რომ ირმა გათხოვილი იყო, რადგან, ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვების ამბავი მასაც დაუმალა და ამ ფაქტს თავად ირმა ე-ც ადასტურებს. ის ჩვენებაში წერს, რომ მას მეორე ქმართან გაყრა და პირველთან შერიგება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, ვერ წარმოიდგენდა, რომ გოგიტა მის გამო მოსკოვიდან ასე მალე დაბრუნდებოდა... 

თბილისში ჩამოსულ ყოფილ ქმარს, როგორც თავად ირმა ამბობს, მისსავე ბინაში შეხვდა და მოატყუა, რომ საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. ამიტომ, სთხოვა იმ ბინაში მისთვის აღარ მიეკითხა. ქალს ეგონა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ისევ სახლში დაბრუნდებოდა და ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ, მათი  შეხვედრებიდან ორ კვირაში ირმას ქმრებს შორის ინციდენტი მოხდა, რაც კინაღამ მკვლელობით დასრულდა.

საქმე ისაა, რომ გოგიტას და ირმას შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ირმა ჩვენებაში წერს, რომ გოგიტა ნ-სთან ერთად მოსკოვში წასვლას აპირებდა და დარწმუნებული იყო, ქმარი გაყრაზე უარს არ ეტყოდა, რადგან, გრძნობდა, რომ არც მას უყვარდა და ყველაფერს მშვიდობიანად მოაგვარებდა თუმცა, ერთ დღეს, გოგიტამ ყოფილ ცოლს მოულოდნელად მიაკითხა და ირმა ე. ვიღაც კაცთან ერთად არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში დაინახა – კაცს ის ხელგადახვეული მოჰყავდა. ამის გამო გოგიტა მათკენ წავიდა, წინ გადაუდგა და სრულიად უცნობ მამაკაცს ჩვეული, კრიმინალისთვის დამახასიათებელი ტონით, ახსნა-განმარტება მოსთხოვა... 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნასვამმა გოგიტა ნ-მ, რომელმაც ყოფილი ცოლი უცხო მამაკაცთან შენიშნა, სიტუაციის გარკვევის მიზნით, მისთვის უცნობ მამაკაცს ქუჩაში გადაუდგა და მოსთხოვა, აეხსნა რა აკავშირებდა მის ყოფილ ცოლთან. ემზარ ს-მ თავიდან პასუხი არ გასცა – იფიქრა, რომ უცნობ ნასვამ მამაკაცს რაღაც ეშლებოდა, მაგრამ, იმის გამო, რომ უცნობი მისი ცოლის წაყვანას ცდილობდა, ემზარ ს-მ დანით მოძალადე ბარძაყში დაჭრა...

ყველაზე საინტერესო ის გარემოებაა, რომ ირმა ე-მ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ქუჩაში შემხვედრს არ იცნობდა და, ამიტომ, როცა მისმა ქმარმა დაჭრილი მიატოვა, ქმარს ისიც თან გაჰყვა...

ცხადია, საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და დადგინდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ირმა იყო, რომელიც თავს იმით იმართლებდა, რომ მის მეორე ქმარს საყვარელი ჰყავდა და ამიტომ მოექცა ასე. თუმცა, მისმა თავის მართლებამ არ გაჭრა. როგორც დანაშაულის წამქეზებელს, გამოძიებამ ბრალი მასაც დასდო და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით პირობითი სასჯელით შეეცვალა. 

რაც შეეხება მის ყოფილ ქმრებს, კაცებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ერთმანეთის დაცვას, მაგრამ, ვინაიდან ემზარ ს-მ მის მიერ დაჭრილი განსაცდელშიც მიატოვა, მისი მკვლელობის მცდელობისთვის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

скачать dle 11.3