კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ არ უნდოდა თემურ ჩხეიძეს 37 წლის პენსიონერი ქალიშვილი და რა ოცნებები დაუმსხვრია მან ეკა ჩხეიძეს

მსახიობი ეკა ჩხეიძე ის ადამიანია, ვისთანაც ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. უდავოა, მისთვის ბებია, ქალბატონი მედეა ჩახავა და მამა, ბატონი თემურ ჩხეიძე ისინი არიან, ვისზეც საუბარი არასდროს მოსწყინდება. ის არასდროს აქცევს ყურადღებას ჭორებს და მიაჩნია, რომ თუ ადამიანზე ლაპარაკობენ, ესე იგი, ის მნიშვნელოვანი ფიგურაა მათთვის. ჩხეიძეების ოჯახს, ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული ტრადიცია აქვს, რომელსაც ქალბატონმა მედეა ჩახავამ დაუდო საფუძველი. თუმცა, როგორც ეკა ამბობს, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია 2013 წელს დაირღვა.

ეკა ჩხეიძე: ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, გველის წელი ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან მთელი რიგი სასიამოვნო ფაქტები ამ წლებს უკავშირდება. გველის წელი იყო რომ გავთხოვდი, გველის წელში გავაჩინე შვილი, გველის წელში დავფეხმძიმდი მეორედ და შვილი შემეძინა. ასე რომ, გველის წელი ჩემთვის ბედნიერების მომტანია და ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება. ბევრს მისი ეშინია, მაგრამ ის ლამაზი, დინჯი, ბრძენი და სწრაფია. მისი ეს თვისებები ჩემს ხასიათში ჯდება. სანამ რამეს გადავწყვეტ, ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ბევრი ფიქრიც არ ვარგა. თუმცა, ჯობია, ნაბიჯი გადადგა, ვიდრე არ გადადგა და მერე ინანო – ნეტა, გადამედგა და რაც იქნებოდა, იქნებოდაო.

– ვფიქრობ, რისკიანი ადამიანიც უნდა იყო. არ მეთანხმები?

–  ცხოვრებაში რისკიანიც უნდა იყო. ხშირად გამირისკავს და არ მინანია. არც უნდა თქვა უარი, უნდა გარისკო და სხვების რჩევებსაც მოუსმინო. ბევრი ამბობს, ეკას რისკი კი არა, მამა ეხმარებაო. ვაღიარებ, მამა არაჩვეულებრივი რეჟისორია, მაგრამ დამიჯერეთ, ბოლოს მამასთან ათი წლის წინ ვიმუშავე. სულ მეუბნება, რაში გჭირდება ჩემი დახმარება, შენითაც მშვენივრად მიაღწევ ყველაფერსო. ახლა გეგმავს პიესის დადგმას და მეც შემომთავაზა როლი. ძალიან გამიკვირდა, კინაღამ უარი ვუთხარი (იცინის). თემურს რომ ჰკითხო, სამუშაო მაქვს და რა საჭიროა, აფიშაზე ორი ჩხეიძის გვარის დაწერა. 

– ამბობენ, მამებს განსაკუთრებულად უყვართ ქალიშვილებიო.

– მამას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამივე განსაკუთრებულად უყვარს. ის ყველაზე დიდი საჩუქარია ჩვენთვის ახალ წელს, რადგან ძირითადად, საქართველოში არ გახლავთ და მხოლოდ ამ დღესასწაულზე ჩამოდის. არ დამავიწყდება, ახალ წელს მაღალი სიცხე მქონდა და საწოლში ვიწექი. მეხვეწა, იქნებ ცოტა ხნით წამოდგე, ფეხზე დამდგარი შეხვდი ახალ წელს და მერე ისევ დაწექიო. ხათრი ვერ გავუტეხე და ზუსტად 12 საათზე, გული წამივიდა. ვის ახსოვდა ახალი წელი (იცინის). 

– თუ ერევა ბატონი თემური შვილების ცხოვრებაში?

– შვილები დღეს იმ ასაკში ვართ, რომ თავად ვწყვეტთ ცხოვრებისეულ საკითხებს. მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, ხათრი და დისტანცია მქონდა და ვერიდებოდი. ერთადერთი, გათხოვება რომ გადავწყვიტე და ჩემი რჩეული გავაცანი, არჩევანი მომიწონა. არ დამავიწყდება, ჩემი და, თეონა პირველ ქმარს რომ გაშორდა, საყვედური უთხრა თემურმა. ის კი შემოუბრუნდა და უპასუხა, შენც იგივე არ ქენიო (იცინის). თუმცა, რჩევას თუ ვკითხავთ, აუცილებლად გულისყურით გვისმენს და გვარიგებს. გამახსენდა, ერთხელაც ჩაერია ჩემს ცხოვრებაში და დელიკატურად დამისვა კითხვა. საერთოდ, მშვიდია და არასდროს გახვევს თავს თავის აზრს. თუმცა, ამას ისე იტყვის, გულზე მოგხვდება. ეს ცუდი თვისება აქვს (იცინის). ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზე. ძალიან მონდომებული ვიყავი და ვფიქრობდი, ამ კუთხით წასულიყავი სამომავლოდ. მამას რომ ვაჩვენე ჩემი ნახატები, დახედა და მითხრა, ასე მეც კი ვხატავო. აი, იქ დასრულდა ჩემი მხატვრობა. ბალერინობაც მინდოდა, მამიდას, მაკა მახარაძეს სულ დავყავდი სპექტაკლებზე, „სუხიშვილებშიც” ვცეკვავდი, მაგრამ მამამ აქაც პროტესტი გამოთქვა. რა გინდა, 37 წლის ასაკში პენსიონერი გახდეო?! (იცინის) სიმართლე გითხრათ, დღემდე მიყვარს ცეკვა და სპექტაკლებში ძალიან მეხმარება ჩემი ძველი გამოცდილება ამ სფეროში. ახლა ვხვდები, მამას უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ ამას პირდაპირ არ აღიარებდა. სულ იმას ცდილობდა და დღემდე ცდილობს, რომ დამოუკიდებელი ვიყო, მედეა ჩახავას და თემურ ჩხეიძის სახელებმა არ დამჩრდილოს და არ ვიყო მხოლოდ მათი შვილი და შვილიშვილი. მამისგან „ხელის კვრა”, რომ პროფესია წინ წამეწია, არასდროს მქონია. ხშირად, ამ ცნობილი ბებიის და მამის გამო დავჩაგრულვარ კიდეც. მე კარს ფეხით ვერ შევაღებ და მირჩევნია ჩემით მივაღწიო. იღბლიანიც ვარ, ალბათ. რომ დავფიქრდები, ვამბობ, ახლა რომ ოცი წლის ვიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი-მეთქი. მერე, თავს ვეწინააღმდეგები – არა, არაფერს შევცვლიდი განვლილ ცხოვრებაში-მეთქი. 

– ესე იგი, რომ არა მსახიობი, მოცეკვავე იქნებოდი?

– ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ბოლო დროს, ქირურგობა მომინდა. ეს რომ მამაჩემს ვუთხრა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა რეაქცია ექნება (იცინის). ექიმობა სულ მიზიდავდა, მაგრამ ახლა მინდა, სერიოზული ქირურგი ვიყო. ძალიან საჭირო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მეც ვიცი, თეთრი ხალათი უკვე დაგვიანებულია, არც ქიმია-ფიზიკის მსწავლელი ვარ, თუმცა თავის დროზე რომ მეფიქრა, ახლა თავგადადებული ქირურგი ვიქნებოდი. 

– ყოველთვის ფორმაში ხარ. როგორ ასწრებ, ოჯახსაც მიხედო, სცენაზეც გამართული იდგე და თან, სულ ფორმაში იყო?

– ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ გარეგნობას. მარკეტშიც კი არ გავალ ისე, სარკეში რომ არ ჩავიხედო და არ მოვწესრიგდე. ვცდილობ, მოწესრიგებულმა ვიარო და სულ ვიღიმებოდე. ეს თვისებები ბებიაჩემისგან, მედეა ჩახავასგან გადმომეცა. ბოლოს, როცა საავადმყოფოში იწვა, მწოლიარეც კი მაკიაჟს იკეთებდა და ბისერებიან ხალათს იცვამდა. ამბობდა, სანახავად რომ მოვა ადამიანი, მოწესრიგებული უნდა დახვდე, ეს უბრალოდ, მისდამი პატივისცემააო. სიცოცხლე და სილამაზე უყვარდა. მეუბნებოდა, არასდროს არაფერს ვნანობ, ყველა ნაბიჯს თავისი დადებითი მხარე აქვსო. ზუსტად ასე ვფიქრობ მეც და არასდროს მინანია, არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯი. გიჟი ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ რეალისტი კი ვარ, ეს ჩემს ხასიათზეც აისახება. ადამიანმა შენს გარშემო დადებითი აურა უნდა შექმნა, რომ შენთან კონტაქტი უხაროდეთ. წუწუნა და ბუზღუნა ადამიანები არ მიყვარს. ხშირად მითქვამს, რატომ უნდა დამმართნოდა ეს მე, რატომ-მეთქი. მაგრამ, დრო რომ გავა, მერე ვხვდები, ეს უკეთესობისკენ მიბიძგებს. ცხოვრებაში ცვლილებებს მხოლოდ დადებითი მოაქვს, რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება და ეს ადამიანმა მხოლოდ პესიმისტურად არ უნდა აღიქვა. 

– ცნობილ ადამიანებზე ბევრს ჭორაობენ, თუმცა შენს ოჯახს ეს ნაკლებად ეხება. 

– პირად ცხოვრებაში გამიმართლა – კარგ ადამიანს გავყევი ცოლად და ჩემი შვილებითაც კმაყოფილი ვარ. ხანდახან მეშინია, ასე რომ ვამბობ, თვალი არ მეცეს-მეთქი (იცინის). არ მიყვარს, როცა ჩემზე ჭორაობენ. მეც გამიგია რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ამის გამო, არც გული მტკივა და არც ნერვები ამშლია. თუ საუბრობენ, ესე იგი საინტერესო ვარ და ილაპარაკონ და იყვნენ. მე და ჩემი მეუღლე კარგი მეგობრები ვართ. ვაღიარებ, ცუდი ცოლი ვარ, რადგან სახლში ხშირად არ ვარ, ვერ ვასწრებ საოჯახო საქმეებს, სამზარეულოში არ ვტრიალებ. ჩემი ქმარი დღის შუქზე არ მყავს ნანახი (იცინის). იმას რომ ეძინა, მე სამსახურში ვიყავი, ის რომ იღვიძებდა, მე ვიძინებდი. ტრადიციული ცოლ-ქმარი არასდროს ვყოფილვართ, უფრო მეგობრები ვართ. ერთად სადილობა, საკითხებზე ერთობლივი მსჯელობა, საღამოს სავარძელში ჯდომა და ტელევიზორის ყურება ჩემი ოჯახისთვის უცხოა. სრული დემოკრატია გვაქვს, ვისაც როდის უნდა და რაც უნდა, იმას ჭამს, სადაც უნდა იქ მიდის-მოდის და ასე შემდეგ. „შტამპიანი” ტრადიციები მაგიჟებს. არ მიყვარს შეზღუდვები და მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ბევრ თავისუფლებას ვაძლევდით ერთმანეთს. არც თავი მოგვიბეზრებია ერთმანეთისთვის და არც ზედმეტად შეგვიზღუდავს. ჩემი ქმარი არქიტექტორია და ისე იყიდა სახლი, ისე არემონტა ხუთი წელი თავის გემოვნებით და ისე გააწიკწიკა, მე არ ჩავრეულვარ. რომ მივედი და ვნახე სახლი, ვიკითხე, სად არის სამზარეულო-მეთქი. გაეცინა, საჭმლის კეთებას შენ არ დაიწყებ აქ და ყავისთვის ელექტროჩაიდანს საძინებელში ჩართავ თუ მისაღებში, რა მნიშვნელობა აქვსო (იცინის). სხვათა შორის, ჩხეიძეებს ტრადიცია გვაქვს, რომელიც ბებიამ, მედეა ჩახავამ დაამკვიდრა – ყოველ 1 იანვარს ვიკრიბებით ერთად. თან, აუცილებლად ფოტო უნდა გადაგვეღო და ბოლოს იმდენი ვიყავით, ფოტოზე ვერ ვეტეოდით (იცინის). სამწუხაროდ, წელს ეს შეკრება, საქმეების გამო, ვერ მოვახერხეთ. ასე რომ, ეგრეთ წოდებული, ჩახავასეული ტრადიცია ჩხეიძეებმა დავარღვიეთ. 

скачать dle 11.3