კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაიყვანა ვაჟა მანია ამერიკაში ყოფნისას კოსმოსში და ვინ ცხოვრობდა თბილისში მის გამო ამერიკული დროით

იმისთვის, რომ ნიჭიერ მომღერალს, ვაჟა მანიას ოცნება აესრულებინა და ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში ესწავლა, საკმაოდ ბევრი სირთულისა და წინააღმდეგობის გავლა მოუწია. თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რთულად ხდება. ვაჟა ბერკლიში სემესტრის წარმატებულად დახურვის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უკვე დაეწყო, მან ვერ მოახერხა ამერიკაში გამგზავრება, რადგან ჯერჯერობით მისი სწავლის დაფინანსების საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახლო მომავალში დაასრულებს ამ საკითხზე მუშაობას და კიდევ ერთი ნიჭიერი, ქართველი მომღერალი გააგრძელებს ბერკლიში სრულფასოვანი განათლების მიღებასა და პროფესიონალიზმის ამაღლებას.

 

– როგორც ვიცი‚ შენი სწავლის დაფინანასებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია და ჯერჯერობით ვერ ახერხებ ამერიკაში გამგზავრებას.

– იმიტომ ჩამოვედი თბილისში, რომ ჩემი შემდეგი სემესტრის დაფინანსების საკითხი, რომელსაც აქამდე განათლების სამინისტრო მიფინანსებდა, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. მეუბნებიან, რომ იანვრის ბოლომდე ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ სწავლა 17 იანვარს დაიწყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სემესტრს გამოვტოვებ  და თუ ყველაფერი კარგად იქნება, რის იმედიც მაქვს, მაისიდან გავაგრძელებ სწავლას. ამ გამოტოვებულ სემესტრსაც ზაფხულში ავიღებ. ძალიან მინდა, სწავლის გაგრძელება, დიდი სურვილი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდეს. მომთმენი ვარ და მოვითმენ‚ არ არის პრობლემა. უბრალოდ‚ ამ ორ სემესტრში იმდენი რამ ვისწავლე, რომ ვიცი‚ წინ უფრო მეტი რამ მელოდება. 17 იანვარს რომ ვერ მოვახერხე წასვლა, მაისში მაინც უნდა წავიდე, თორემ ძალიან დიდი პაუზა გამომივა და ეს სწავლაშიც შემიშლის ხელს. თუ წავალ, მაშინ მაისიდან ყველა სემესტრს მივაბამ და ხანგრძლივ დასვენებას აღარ ავიღებ, არ არის საჭირო.

– მეც ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ახლო მომავალში დადებითად გადაწყდება.

– როცა რაღაცას სწავლობ, მერე გინდა, ეს ცოდნა სხვასაც გაუზიარო. ნიუ-იორკში რომ ვიყავი‚ ნინი შერმადინის კონცერტზე წავედი, ქართველები ესწრებოდნენ. დაწყებულზე მივედი და ხალხი ისე კარგად შემხვდა... ქართული სითბო მაინც სულ სხვაა. ნინის კონცერტს რომ ვესწრებოდი, ერთი სურვილი მქონდა, მეც გამეკეთებინა კონცერტი ქართველებისთვის. თან‚ ბოლო პერიოდი სულ ვსწავლობ და კონცერტს, სცენაზე დგომას მოწყურებული ვარ. რასაც ვსწავლობ‚ ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხალხს, განსაკუთრებით კი ქართველებს ვასიამოვნო.

– ამ ორ სემესტრში გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენდი.

– სწავლას, სემესტრს რომ ვამთავრებ, ყოველთვის ვაკეთებ რეზიუმეს, თან‚ ბავშვებიც მეუბნებიან, რომ გაიზარდე, ცვლილებები გაქვსო და მეც ვგრძნობ ამას. მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანო შენი ცოდნა, დროა საჭირო და მე ეს მჭირდება. ჩემი იქ ყოფნა მართლაც შედეგიანია და ეს ძალიან მიხარია. ის საგნები‚ რასაც მეორე სემესტრში ვსწავლობდი, პირველი სემესტრისგან დიდად არ განსხვავდებოდა, უბრალოდ‚ კიდევ ერთი საფეხურით მაღალი და საინტერესო იყო, თუმცა, ცოტა რთულიც. მე ეს არ გამჭირვებია, უბრალოდ‚ უფრო მეტი დრო მიჰქონდა მეცადინეობას, უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავდი. სხვა მასწავლებლები მყავდა და მათიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი შავკანიანი მასწავლებელია, საინტერესო რაღაცეებს მასწავლიდა. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ გარკვეულ მიმართულებას არ მაძლევდა, პირიქით‚ მეუბნებოდა: ისე გააკეთე, შენ როგორიც ხარ, ყველაფერი ორგანული უნდა იყოსო. ანუ‚ ის‚ რაც გამაჩნია, ჩემი ინდივიდუალურობა – ეს მოსწონდა, შენიშვნას არ მაძლევდა ამ კუთხით და პირიქით‚ ამაში „მხარშავდა“. ტექნიკურ მხარეს მამეცადინებდა, კმაყოფილი იყო და ბოლოს‚ გამოცდაზეც კარგად შემაფასა.

– რა ჩააბარე გამოცდაზე?

– ერთი იყო ჯაზური სტანდარტი, მეორე – შუბერტის „ავე მარია“, მესამე – კლასიკური ეტიუდი. ანუ‚ იქ, გამოცდაზე ორივეს ერთნაირად აფასებენ, ჯაზიც და კლასიკაც ერთ ხარისხში უნდა იმღერო. სხვათა შორის‚ კლასიკური ნაწარმოებიც მოვირგე, „ავე მარიასაც“ თავი გავართვი. ისევ მქონდა ანსამბლის გაკვეთილები, ბენდთან ერთად ვმღეროდი. სასწავლებელში გვქონდა კლასის კონცერტები, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ამ კონცერტებს ძირითადად სტუდენტები ესწრებიან და რამდენიმე  მასწავლებელიც. საჩვენებელი კონცერტი იყო გამოცდისთვის. პირველ სემესტრთან შედარებით უფრო მეტად ვიშრომე, ვიმეცადინე, ყველაფერმა ამან შედეგიც გამოიღო. წელს მასტერკლასზე ჩამოსული იყო ბასისტი ჯონ პატიტუჩი, რიტმზე ჰქონდა აქცენტი. ძალიან საინტერესო რაღაცეებს ამბობდა, სტუდენტებს ეუბნებოდა: მოდით, იმღერეთო, თან‚ თუ საჭირო იყო, შენიშვნებს აძლევდა. მითითებები  რიტმთან იყო დაკავშირებული. წარმოიდგინე, ჩემთვის ეს წყალივით იყო. ამიტომ, საკუთარ თავს ვეუბნებოდი: მიდი‚ ვაჟა, ადექი, იმღერე-მეთქი, მაგრამ ვერ ავდექი. არ ვარ მაინცდამაინც გაბედული და ეს უნდა გამოვასწორო, რადგან ბევრ რამეში შემიშლის ხელს. თან‚ არანაირი კომპლექსი არ მქონია, არ მიფიქრია, რომ ვერ ვიმღერებდი, პირიქით‚ ვიცოდი: თუ გავიდოდი, სასწაულს მოვახდენდი, თან ვოკალისტები ნაკლებად იყვნენ. რიტმი კი ჩემთვის ადვილია, გამომდის, მაგრამ ვერ ავედი. სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ეთქვა ჩემზე – ეს იმღერებსო, მაშინვე წამოვხტებოდი, მაგრამ ჩემით ვერ გავბედე. ანუ, აქტიურობა მაკლია და ეს ბევრ რამეში დამხევს უკან. სწავლისა და იქ ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ ბევრი ნაკლი მაქვს, რაც ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყანაში არ გამომადგება. ზარმაცი არ ვარ‚ განსაკუთრებით სწავლის მხრივ, მაგრამ‚ თუ წერილი მაქვს გასაგზავნი, ან საბუთი წასაღები, ამ მხრივ‚ ვზარმაცობ და ბოლოში უნდა მოვიტოვო. 

– როგორც ვიცი‚ შენი საყვარელი მუსიკოსის კონცერტზეც იყავი.

– კიდევ ერთი ოცნება ამიხდა, ბერკლის დარბაზში ჰქონდა კონცერტი პეტ მეთენს. წარმოიდგინე, ბავშვობიდან ვუსმენ, თან‚ ეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპთან იყო დაკავშირებული, ემოციებთან. ცოცხლად რომ უსმენ‚ სულ სხვა შეგრძნება გეუფლება – თითქოს ცაში დაფრინავ. თან‚ ისეთი მუსიკა აქვს, რომ უსმენ, ისედაც კოსმოსში გაჰყავხარ. ძალიან ვისიამოვნე. 

– კიდევ ერთი ბავშვობის ოცნება აისრულე: ამერიკაში შეხვდი ახალ წელს. 

– კი, თან‚ ნიუ-იორკში – ჩემი ქალაქია, ყველანაირად ვერთობი. ძალიან ცოცხალი ქალაქია. ბოსტონში სწავლა რომ მთავრდება, ყველა მიდის – სწავლის გარეშე ეს ქალაქი ძალიან მოსაწყენია. ახალ წელს პენსილვანიაში შევხვდი, ძალიან კარგად გავერთე. 2 იანვარს კი ბოსტონში დავბრუნდი და ლაშა ხოზაშვილთან ერთად ქართულ რესტორანაში შევხვდით ბედობას. აქედან რომ გვგონია, ამერიკაში ახალი წელი ძალიან გრანდიოზულიაო, ასე არ ყოფილა: კარგად გავერთე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფურორი მოახდინა. თუმცა, ამერიკა მაინც ძალიან მიყვარს, ჩემი ქვეყანაა. 

– გარდა კარიერისა, როგორც ვიცი‚ პირად ცხოვრებაშიც სიახლეები გაქვს. ერთი კარგი და ლამაზი გოგონაა შენ გვერდით.

– არსებობს ადამიანი – ნინიკო ჩახნაშვილი, რომელიც სულმოუთქმელად ელოდებოდა ჩემს ჩამოსვლას და ჩამოვედი კიდეც. რა თქმა უნდა‚ მეც ძალიან მინდოდა მისი ნახვა. ნინიკოს ძალიან უყვარს სიურპრიზების გაკეთება, მით უმეტეს‚ როცა მივდივარ, ან ჩამოვდივარ, ძალიან საყვარელი გოგონაა. მის გვერდით კომფორტულად რომ არ ვგრძნობდე თავს, მასთან არც ვიქნებოდი. ერთმანეთს წელიწად-ნახევარია‚ ვიცნობთ. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ორივეს მოგვწონს, კომფორტულად ვგრძნობთ თავს, კარგად და გემრიელად ვართ. მე სტუდენტი ვარ, ის მუშაობს, ორივე ჩვენ-ჩვენს კარიერას ვაკეთებთ, ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. არც ვალდებულებები გვაქვს და მომავალში რა იქნება, ეს მომავლის საქმეა. მონატრების გრძნობა ორივეს გვაქვს, მაგრამ ალბათ ნინიკოს უფრო მეტად. მე მთელი დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს, სულ ვმეცადინეობ, ძალიან ვარ დატვირთული და ეს მას კარგად ესმის. რა თქმა უნდა‚ ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ასეთი კარგი ადამიანი გყავს გვერდით. ეს ბევრ რამეში გეხმარება. თუნდაც იმაში, რომ ჩემ მაგივრად წერდა წერილებს – ხომ ვთქვი, ამ საქმეში ზარმაცი ვარ-მეთქი. ამიტომ, დოკუმენტებთან მუშაობა მას გადავაბარე. ერთი-ორი ინგლისური პროექტიც დამიწერა. როცა არ მუშაობდა, ხანდახან ამერიკის დროით ცხოვრობდა: ჩემთან ერთად იღვიძებდა და იძინებდა. კონტაქტი სულ გვაქვს, კომფორტულად ვგრძნობთ თავს და ურთიერთობისთვის სახელის დარქმევას არ ვაპირებთ. 

 

скачать dle 11.3