კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხურმის ჭამის დროს ზომიერების დაცვაა საჭირო

ცივ პერიოდში ადამიანის ორგანიზმს საჭირო ვიტამინების გარკვეული რაოდენობით ხურმა ამარაგებს.

ხურმა ბევრი სასარგებლო კვებითი ღირებულებით გამოირჩევა: მდიდარია A  ვიტამინით, ასევე, დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და ამ მხრივ არ ჩამოუვარდება თვით ყურძენსა და ლეღვსაც კი. ცილების შემცველობით კი, ის კვერცხს უტოლდება. 

ასევე, ხურმაში დიდი რაოდენობით გვხვდება ტანინები.

ხურმის ჭამის დროს ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან მისმა გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.

ხურმას ალერგიული რეაქციებიც ახასიათებს. ამიტომ, მოერიდეთ დღეში ოთხ ცალ ხურმაზე მეტის ჭამას.

 

თუ გსურთ სახსრები წესრიგში გქონდეთ, მაშინ კბილებს მიხედეთ

ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება. არადა, ორგანიზმიდან ამ ნივთიერებების გამოდევნა თითქმის შეუძლებელია. ეს პრობლემა, ძირითადად, დიდ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ემუქრებათ. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბუნებრივი საკვების მიღება, გაფილტრული წყლის სმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კენჭების გაჩენა, დროთა განმავლობაში, გარდაუვალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ნაწლავების ნორმალური მიკროფლორა დარღვეული აქვს. ეს პრობლემა კი დისბაქტერიოზის ბრალია. თუ ამას თან ახლავს ღვიძლის მოქმედების დარღვევა, მაშინ ორგანიზმში წიდებიც გროვდება და ეს საშიში ხდება ჯანმრთელობისთვის.

თუ სისხლში მოხდა ტოქსინების დაგროვება, ეს ნივთიერებათა ცვლის სერიოზულ დარღვევას იწვევს. ამ დაავადებას კი თან ახლავს გასუქება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმს შეწოვის უნარი უქვეითდება.

თუ გსურთ, სახსრები წესრიგში გქონდეთ, მაშინ კბილებს მიხედეთ. მიკრობები, რომლებიც პირის ღრუში გროვდება, წარმოქმნის ისეთ ტოქსიკურ პროდუქტებს, რომლებიც რევმატოლოგიურ პროცესებს აძლიერებს.

ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი სისტემაა. თუ მისი ცალკეული ნაწილები და ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს, მასში არაფერი დაგროვდება. ნებისმიერი წიდების დაგროვების დროს ორგანიზმი ამას ხვდება და სისტემა თავად იწყებს მის თავიდან მოშორებას. ხოლო, თუ რომელიმე ორგანო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმში წიდები გროვდება, თვითმკურნალობა მხოლოდ პროცესებს დააჩქარებს და არასასიამოვნო შედეგებს გამოიწვევს. ამიტომ, სპეციალისტის დახმარებით, დროულად მიხედეთ პრობლემას, სანამ სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ.

 

როგორ დავძლიოთ დაუოკებელი მადა

დაუოკებელი შიმშილის გრძნობის დაძლევა ადვილი არ არის. მის გამო კი ადამიანთა უმრავლესობა სწრაფად იმატებს წონაში. შიმშილის ხშირი შემოტევისას, გირჩევთ, გარეთ გახვიდეთ და გაისეირნოთ ან ქვედა კიდურების კუნთების ვარჯიში ჩაიტაროთ. ეს შიმშილის გრძნობას კლავს.

ხშირად მიირთვით წვნიანი კერძები, რადგან ასე კუჭი გაცილებით ნელა იცლება, დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივდება და თავსაც კარგად და მხნედ იგრძნობთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი სტაფილოსგან მომზადებულ კერძებს. ასევე, ხშირად მიირთვით ქათმის, საქონლის, ინდაურის ხორცი, თევზი, კვერცხი, ყველი და თხილი.

ნუ მიეძალებით რძიან ყავას, ცხელ შოკოლადსა და კაპუჩინოს. კოფეინის სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების ჭარბ დაგროვებას იწვევს.

ხშირად ჭამეთ ხილი. ის ენერგეტიკული ბალანსის შევსებას უწყობს ხელს. ასევე, კარგია წიწაკა, რადგან წიწაკით მდიდარი საკვები, ჭამიდან დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში 50 პროცენტით აძლიერებს გულისცემის რიტმს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და მონელებისას გაცილებით მეტ ცხიმს წვავს. ამ დროს არც ბევრს მიირთმევთ და თან, გემოვნების რეცეპტორებსაც გაცილებით სწრაფად დაიკმაყოფილებთ. თუ საკუთარი ჯანმრთელობისა და კუჭ-ნაწლავის ბედი გაწუხებთ, მიირთვით მწარე საკვები.

ნახშირწყლების გამომრიცხველ დიეტებს თან ახლავს დეპრესია და გუნება-განწყობის დაქვეითება. ეს კი სწორედ სერატონინის ნაკლებობას უკავშირდება. ნახშირწყლების გარეშე თავის ტვინში ფერხდება ამინომჟავა ტრიფტოფანის შეღწევა, რომელიც თავის მხრივ, სერატონინის სინთეზისთვისაა აუცილებელი.

სხვათა შორის, გამოუძინებელ ადამიანებში გაცილებით გაძლიერებულია მადა. ამიტომ, არის ხშირი უძილობა წონაში მომატების მიზეზი.

 

ჭამის დროს დალეული ერთი ჭიქა ღვინო ადამიანს იცავს გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან

ალკოჰოლური სასმელების მცირე დოზით მიღებას სამკურნალო ეფექტი აქვს. ჭამის დროს დალეული ერთი ჭიქა ღვინო ადამიანს იცავს გულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისგან.

ღვინოში არის ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს. ეს ნივთიერება ანტიოქსიდანტია.

ანტიოქსიდანტები არის სხვა ხილშიც, მაგრამ მას ყურძენი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს.

ღვინო ასევე, შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც აადვილებს საჭმლის მონელებას, ზრდის ცალკეული ორგანოს სისხლმომარაგებას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

არ გირჩევთ ღვინის მიყოლებას სალათებზე, ნედლ ბოსტნეულთან, ძმრით მომზადებულ კერძებთან ერთად. ამ სახის საკვებზე ღვინის მიყოლება იწვევს საჭმლის მონელების დარღვევას.

ღვინის მიყოლება კარგია ხორციან საკვებზე, რადგან ხორცის შეწვის დროს წარმოიქმნება ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელი ნივთიერებები, რომლებიც მთელ რიგ მოშლილობებს იწვევს. ღვინოში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები კი, შლის ამ ძნელად ასათვისებელ ნაერთებს.

 

საკვებით ინტოქსიკაციის დროს მიიღეთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე

საკვებითა და წყლით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით.

ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია საკვების დაბინძურება ოქროსფერი სტაფილოკოკებით, სალმონელათი, ბაციდუს ცერიუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, სტაფილოკოკით საკვები მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი ირღვევა. განსაკუთრებით ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათის განმავლობაშია დატოვებული. ასეთ შემთხვევებში, პროდუქტებში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.

ადამიანის ორგანიზმში სალმონელა ხვდება საკვებით – განსაკუთრებით კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ დროს ხდება მასობრივი ინფიცირების ბევრი შემთხვევა.

კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს.

სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკური მდგომარეობაც კი ვითარდება. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ იმატებს. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.

სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია ხშირია ძირითადად ბავშვებში. ამ დროს აღინიშნება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანი შრება, მუცელი კი იბერება. ადამიანს ეწყება ფაღარათი. განავალი თხელია, ქაფიანი და ლორწოვანი. ამ დროს ხშირია გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, კიდურების გაციება. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან დაახლოებით 6-დან 40 საათის განმავლობაშიც კი.

კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6-დან 12 საათის განმავლობაში. ამ დროს ტემპერატურა იმატებს, ავადმყოფს აღენიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ტკივილები.

საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა. ამით შეძლებთ, დაკარგული სითხის ანაზღაურებას. ზოგჯერ კი აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების მიღებაც. პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, უნდა დაიცვათ საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური წესები და დაავადების შემთხვევაში, დროულად მიიღოთ ზომები.

 

თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიისა და მოწამვლის დროს

ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, მასში ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის გამო, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.

გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას აუმჯობესებს. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს. ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების დროსაც.

თაფლში დაახლოებით 180 ბიოლოგიური ნაერთია, მათ შორის, თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო და მაკრო ელემენტები, რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკია. აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.

კონიუნქტივიტის, კატარაქტისა და გლაუკომას დროს, თანაბარი რაოდენობით წყალში შერეული თაფლი ჩაიწვეთეთ თვალში, საღამოს, ძილის წინ. ის კარგია, ასევე, ნევრო-ფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის შეუკავებლობის დროს მიიღეთ საღამოს ერთი კოვზი აკაციის თაფლი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას.

რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს, კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

კუჭთან დაკავშირებული პრობლემების დროს რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი თაფლი დილით და მას უნდა მიაყოლოთ წყალი.

ვისაც ალერგია აქვს, უნდა მოერიდოს თაფლის ჭამას. ასევე, ეკრძალება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.

скачать dle 11.3