კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცხრა საეკლესიო მცნების აღსრულება ევალებათ მორწმუნე ქრისტიანებს და რის დახმარებით შეუძლია ადამიანს საკუთარი სულიერი მდგომარეობის შემოწმება

როგორც კი ოთხი საეკლესიო მარხვა მთავრდება, ეკლესიები ხშირად ცარიელდება და მრევლის დიდი ნაწილი ტაძარში მისასვლელად მარხვის დაწყებას ან რომელიმე დღესასწაულის დადგომას ელოდება. შესაბამისად‚ ადამიანების დიდ ნაწილი არც საეკლესიო წესებს იცავს და მათ შესახებ ბევრი არაფერი იციან. როგორია 9 საეკლესიო მცნება‚ ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

 

– მორწმუნეების დიდი ნაწილი ყოველდღე კითხულობს დავითის ფსალმუნებს, მაგრამ, სასურველი იქნება‚ თუ დავითის ცხოვრებასაც გავეცნობით, რადგან, ის ერთადერთი წმიდანია, რომელიც სამი უდიდესი რელიგიის მიერ არის წმიდანად აღიარებული: უპირველეს ყოვლისა‚ იუდეველებისგან, ებრაელებისგან არის პატივცემული, მუსლიმანებისგან და ჩვენგან, ქრისტიანებისგან. იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება, სულიერი მდგომარეობა შევამოწმოთ, უნდა ვიცოდეთ 9 საეკლესიო მცნება. ზოგადად‚ საეკლესიო მცნებები ბევრია, მაგრამ, კატეხიზმოს მიხედვით, რომელიც შედგენილია აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქების მიერ და აუცილებელია მათი დაცვა  – ეს არის 9 მცნება.

– რაში მდგომარეობს ამ 9 საეკლესიო მცნების არსი, დანიშნულება? 

– ძალიან კარგია‚ თუ მორწმუნის აღსარება სწორედ ამ ცხრა საეკლესიო მცნებიდან გამომდინარეობს. მერე მას აღარ გაუჭირდება იმის გაცნობიერება, თუ რამდენად ახლოს არის ეკლესიურ ცხოვრებასთან და რა ევალება მას. აქვე მინდა დავძინო, რომ ადამიანის ცხონება მაშინ აღესრულება, როდესაც მას აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუ გინდა, რომ ცხონდე‚ უნდა გქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და აკეთო კეთილი საქმეები – ეს ორი რამ ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც იაკობ მოციქული, უფლის ხორციელი ძმა ბრძანებს: „რწმენა საქმეების გარეშე არის მკვდარი.“ ეს ყველაფერი უფრო გასაგები და საცნაურია სამ საღვთისმეტყველო სათნოებაში, ეს არის: რწმენა, იმედი და სიყვარული. ანუ, რწმენა: ვინ გვწამს, როგორი ღმერთი გვწამს, სარწმუნოების სიმბოლო უნდა ვიცოდეთ თავისი განმარტებით; მეორე – რომ იმედი გვაქვს მამაღმერთის, ძეღმერთის, სულიწმიდისა და მესამე – სიყვარული, რაც აღესრულება მცნებების დაცვით. 

– როგორ უნდა დავიცვათ საეკლესიო მცნებები? 

– პირველი საეკლესიო მცნება, ეს არის წრფელი ლოცვა და საეკლესიო წესების შესრულება: წირვა-ლოცვა. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ნათელია: დავდივართ ეკლესიაში, ვესწრებით წირვა-ლოცვას, მაგრამ, თუ კარგად გადავხედავთ ჩვენს მდგომარეობას, მივხვდებით, რომ ჩვენგან ძალიან შორს არის წრფელი ლოცვა. ძლივს ვდგებით საწოლიდან, ხათრით ვკითხულობთ ლოცვებს, გვეზარება, გვეჩქარება, გონება გვეფანტება; ეკლესიაშიც იმიტომ მივდივართ, რომ მარხვა შევინახეთ და ზიარება გვინდა. ვდგავართ ლოცვაზე და მერე უცებ გავრბივართ, ისე, რომ არც ქადაგებას ვუსმენთ და არც ჩამოლოცვას. ყოველი კვერექსი მთავრდება სიტყვებით: „შენ‚ უფალო“, რომელსაც გუნდი ამბობს, ანუ, გუნდი თქვენ მაგივრად პასუხობს და, თუ გინდათ, რომ ლოცვა ისწავლოთ‚ უნდა მოისმინოთ ის სიტყვები, რასაც კვერექსებზე პასუხობს გუნდი. თუ სიხარულში ხარ, თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო;“ თუ მწუხარებაში ხარ, მაშინაც თქვი: „ეს შენგან არის‚ უფალო;“ თუ გარდაიცვალა შენი ახლობელი – „შენ წაიყვანე‚ უფალო“, – ასე უთხარი. ყოველთვის ეუბნები: „უფალო, ჭირი, მწუხარება, წინსვლა – ყველაფერი არის შენგან“. მეორე მცნება – ეს არის 4 კალენდარული მარხვის შენახვა. ეს თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ბევრს მაინც გემოთმოყვარეობა ახასიათებს: „მიყვარს აღდგომის მარხვა – შევინახავ; პეტრე-პავლობის მარხვას არ შევინახავ, მარიამობას შევინახავ, საშობაო მარხვას არ შევინახავ, რადგან, ახალი წელი მოდის, სტუმრები მოვლენ“... ყველა ქრისტიანი ვალდებულია‚ დაიცვას ოთხი კალენდარული მარხვა, ასევე‚ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვები და ისე დღეები, რომლებიც ეკლესიამ მარხვად დაადგინა. ნუ იქნებით ფარისევლები, თავს ნუ მოიტყუებთ. ეკლესიამ, წმიდა მამებმა დაადგინეს ოთხივე მარხვა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით‚ როდის გარდავიცვლებით, არ ვიცით‚ მივაღწევთ თუ არა საშობაო მარხვას ან აღდგომის მარხვას. უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტი სული ადამიანისგან გადის ლოცვითა და მარხვით. მესამე მცნება: სასულიერო პირებისთვის ჯეროვანი პატივის მიგება. ელემენტარული წესია, რომ, როდესაც ეკლესიაში შემოდიხარ ან გადიხარ, თუ კურთხევის აღება გეზარება, მიესალმე მაინც მოძღვარს. ძალიან ბევრი ადამიანი‚ თუ სასულიერო პირი მისი მოძღვარი არ არის, გამარჯობასაც არ ეუბნება. ანუ, ეკლესიაში რომ დაინახავ მოძღვარს, მიდი, აიღე მისგან ლოცვა-კურთხევა – ეს შენ გჭირდება და არა მას. 

– როგორია დანარჩენი მცნებების შინაარსი?

– მომდევნო მცნება ასეთია: არ ვიკითხოთ მწვალებელთაგან დაწერილი წიგნები. აქ საუბარი არ არის მხოლოდ იეღოველების, ბაპტისტების, სხვა რომელიმე სექტანტების დაწერილ წიგნებზე. დღეს ძალიან ბევრი წიგნი იყიდება, რა თქმა უნდა‚ ეს ძალიან კარგია. მაგრამ, წიგნს რომ აიღებ ხელში, უკვე ყდიდან მიხვდები‚ უნდა წაიკითხო თუ არა. სასურველია‚ ჯერ წაიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, ძველი და ახალი აღთქმები, წმიდა მამათა ცხოვრება, ეგზეგეტიკა. როცა განისწავლებით სასულიერო წიგნებიდან, თქვენი ცნობიერება განწმენდილი იქნება, მერე წაიკითხეთ კლასიკოსები. ჩვენ არ ვკრძალავთ საერო ლიტერატურას, მაგრამ‚ ნუ იქნება ის ეროტიკული და ერეტიკული, რადგან, არაფერს დაგიტოვებთ თავში. როცა გეცოდინებათ სულიერი, მერე მიხვდებით, მასში მარგალიტებია ჩადებული თუ შხამი. შემდეგი მცნება არის: ლოცვა პატრიარქისთვის, მთავრობისთვის და გარდაცვალებულთათვის. პატრიარქისთვის ბევრი ლოცულობს, ეს კარგია და აუცილებელია. რაც შეეხება მთავრობაზე ლოცვას, თუ არსებული მთავრობა არის მართლმადიდებელი, არ დევნის ეკლესიას, არ ლანძღავს სასულიერო პირებს, თუ მათი ცხოვრების წესი მართლმადიდებლურია: იცავენ მარხვას, ლოცულობენ, არ არიან ჩვენი მტრები, ვალდებულები ვართ‚ მოვიხსენიოთ ლოცვებში. მაგრამ‚ თუ ისინი ღვთის გმობაში არიან, არიან მწვალებლები, მათთვის მართლმადიდებლობა არის სასაცილო რელიგია, უფლება არ მაქვს‚ ისინი მოვიხსენიო‚ რადგან სიწმიდეში შემომყავს მათი ცნობიერება, სახარებაში კი წერია: ძაღლებსა და ღორებს ნუ გადაუყრით მარგალიტებსო. მათ ეს არ უნდათ. აქედან გამომდინარე‚ თქვენ უნდა გამოიტანოთ დასკვნა: ვის იხსენიებთ ლოცვებში და ვის – არა. შემდეგი მცნება: საგანგებო მარხვებისა და ლოცვების აღსრულება. მაგალითად‚ თანამედროვე რეალობაში მოხდა მიწისძვრა, სიკვდილიანობა იყო, პატრიარქმა გამოაცხადა სამდღიანი მარხვა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში არის გარკვეული განსაცდელი: სნეულება, პატიმრობა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ ეკლესიაში, აიღოთ მოძღვრისგან კურთხევა და შეინახოთ გარკვეული მარხვა კონკრეტული ადამიანებისთვის – ეს ძალიან კარგი იქნება. რომ თუ შენი ოჯახის წევრი სნეულებაშია, ან საპატიმროშია, ან შენი სულიერი და-ძმა განსაცდელშია, კარგი იქნება‚ თუ კვირაში ერთ დღეს დამატებით კიდევ იმარხულებ მისთვის – ეს იქნება შენგან ძალიან კარგი ქმედება, შენც განიწმიდები და მასაც დაეხმარები. მერვე – ეკლესიის ქონების ხელშეუხებლობა, ზრუნვა მღვდელმსახურებზე, ქვრივ-ობლებზე. რაც ეკლესიის ქონებაა: ხატებს, ჯვრებს, სხვა ნივთებს, ყველაფერს‚ რაც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზეა არსებული‚ არავინ არ უნდა შეეხოს კურთხევის გარეშე და არ უნდა წაიღოს, არ უნდა მიითვისოს ეკლესიის კუთვნილი ინვენტარი – ეს ეხება მოძღვარსაც და მრევლსაც. რაც შეეხება ზრუნვას მღვდელმსახურებზე, საეკლესიო მცნებების ადამიანს ევალება, რომ სასულიერო პირზე იზრუნოს – რაც აქვს‚ იქიდან მცირედი უწილადოს მოძღვარს, რადგან‚ მან თუ შენ სულიერი მოგცა, შენც უნდა მისცე და ეს არ არის მოწყალება. როდესაც მრევლი არ აკეთებს ასეთ რამეს, მერე სასულიერო პირი ვერცხლისმოყვარეობაში ვარდება და განიკითხავენ მას: აქ ვიყავით, მღვდელმა თანხა მოითხოვა; ჩვენი მოძღვარი კარგია, არაფერს არ ითხოვს, მას არაფერი სჭირდებაო. ეკლესიაში ღმერთმა მოძღვარი დაადგინა და გითხრა პავლე მოციქულის პირით: „პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს.“ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში‚ როდესაც ხარი ლეწავდა კალოს, იქიდან ჭამდა კიდეც. თუ მოძღვარი შენთვის ქადაგებს, შენთვის იღვწის, წვალობს, ხანდახან შენც უნდა იფიქრო მასზე, რომ მასაც აქვს ოჯახი და მასაც სჭირდება გარკვეული შემოსავალი. თან, მოძღვარს აკრძალული აქვს მეორადი სამსახური, მისი მოვალეობაა ლოცვა, წირვა და ქადაგება. და, მეცხრე: უჯერო სანახაობებზე დასწრება და ქორწილის აღსრულება სამარხვო დღეებში. როცა ასეთ რაღაცეებს უყურებ, იცინი, ბუნებრივია‚ არც ლოცვის გრძნობა გექნება, არც აღსარების სურვილი და არც ზიარების. გქონდეთ კარგი იუმორის გრძნობა და უყურეთ ქართულ ფილმებს, რათა ჩვენი გონება არ იყოს დამძიმებული გარკვეული ვნებებით, ბილწი სიზმრებითა და კოშმარებით.

 

скачать dle 11.3