კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა ლოცვის შემოკლება?

პასუხი: ლოცვის კანონის აღსრულებისას დამაბრკოლებელი ვითარებანი ბევრნაირია: უძლურება, ფიზიკური გადაღლილობა, შემთხვევითი სტუმარი, მგზავრობის უხერხულობა და სხვა. რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ასეთ დროს ლოცვის კანონი შეგნებულად უნდა შეიკვეცოს სათანადო დრომდე. ასევე, უნდა ვუფრთხოდეთ საკუთარი თავისთვის შეღავათის მიცემას, რათა არ გამოვიწვიოთ სინდისის ქენჯნა, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და არ გავაკეთეთ.

კითხვა: ყველა გარდაცვლილისთვის სასარგებლოა თუ არა ფსალმუნების კითხვა?

პასუხი: ფსალმუნების კითხვა გარდაცვლილთათვის დიდად კეთილი საქმეა, მაგრამ ყველა გარდაცვლილისთვის მისი კითხვა არ შეიძლება. კერძოდ: თვითმკვლელთათვის, ურწმუნოთათვის, მოუნათლავთათვის და სხვა სარწმუნოების ადამიანებისთვის.

კითხვა: როგორ უნდა დავარწმუნო ახლობლები, რომ არ დაიჯერონ ჩემ მიმართ ნათქვამი ცილისწამება?

პასუხი: თუ ვინმემ ცილი დაგწამათ, ილოცეთ მისთვის და ევედრეთ უფალს, რომ მას სინანული მიანიჭოს. რამდენადაც მეტს ილოცებთ თქვენი მტრისთვის, რომელმაც ცილი დაგწამათ, მით უფრო გაფანტავს უფალი თქვენზე ყოველგვარ ეჭვს სხვების თვალში.

კითხვა: ძალიან მაშფოთებს, რომ ჩემს შვილს ეზოში ურთიერთობა უწევს თავის თანატოლებთან, რომელთა შორის არიან ღვთისმგმობი ოჯახის შვილები და უზნეოებიც. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მთავარია, მეგობრობამ ცოდვებისკენ არ უბიძგოს ადამიანს. ესაუბრეთ თქვენს შვილს მეგობრულად და ურჩიეთ, რომ ერიდოს ურთიერთობას უზრდელ, უზნეო და უკეთურ ადამიანებთან. ოღონდ ეს უნდა გააკეთოთ სიყვარულით და არა ჩხუბით და აყალმაყალით.

скачать dle 11.3