კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეგვიძლია გაახალგაზრდავება გენეტიკურ ანალიზზე დაყრდნობით

ოცდათხუთმეტწლიანი განშორების შემდეგ მედიცინის დოქტორი, ბიზნესმენი თამაზ მჭედლიძე სამშობლოში დაბრუნდა და კოჯრის ტყეში პრემიუმ-კლასის გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, რომელიც სრულიად ახალი სიტყვა იქნება ქართულ რეალობაში. ეგზოტიკური ცხოველებით სავსე ეზო, საოცარი ხედები, ექსკლუზიური დიზაინის განათება, უჩვეულო გარემო და, ყველაფერი ეს – ადამიანის გასაჯანსაღებლად. 

 თამაზ მჭედლიძე: მამაჩემის სამსახურის გამო ჩემო ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა და 1960 წელს მეც იქ დავიბადე. 1961 წელს, ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მამამ მთელი ოჯახით საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. მამაჩემი ხაშურიდან არის, დედა გურული მყავს. 

– განათლება სად მიიღეთ?

– ჩემი ძმის მსგავსად, წავედი და ჩავაბარე სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ იქ ბანაკში უნდა ვყოფილიყავი, ხან ღამით მეგუშაგა, ხან სამზარეულოში კარტოფილი მეთალა, მარშირებაზე მევლო... ეს ჩემი საქმე არ იყო. წამოვიღე საბუთები და იმავე წელს გამოცდები ჩავაბარე ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში, პლასტიკურ ქირურგიაზე სწავლა მინდოდა. ძმამ მირჩია, ჯერ სტომატოლოგიურზე ჩამებარებინა, რადგან, ყბა-სახის ქირურგიიდან პლასტიკურ ქირურგიას იოლად დავეუფლებოდი. დავუჯერე ძმას. მეოთხე კურსამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი. მეოთხე კურსზე, სტომატოლოგიაში პრაქტიკების დროს, ერთი ლამაზი გოგონა მოვიდა. წინა კბილი გატეხილი ჰქონდა. მაშინდელი მასალებით ვიწვალე და ისეთი ლამაზი კბილი გამომივიდა, ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. მეც გამიხარდა და ვიფიქრე, რაღად მინდა პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგად დავრჩები-მეთქი. ასე შემოვრჩი სტომატოლოგიას (იცინის). მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც სამი ბჟენი თვითონ, საკუთარი ხელით, სარკის წინ გავიკეთე. ექთანს მხოლოდ სარკე ეჭირა. მინდოდა, ზუსტად გამეგო, რას გრძნობს პაციენტი, როცა მის პირის ღრუში ვმუშაობ. დიდი მნიშვნელობა აქვს, ბურღი რა კუთხით გიჭირავს, კბილს რა ძალით აწვები. თან, მაშინ ასეთი ანესთეზიები ხომ არ იყო... ეს ექსპერიმენტი მომავალში ძალიან დამეხმარა. პაციენტს რომ ვმკურნალობდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საკუთარ კბილს ვიკეთებდი. 

– ამ სფეროში მუშაობა განაგრძეთ?

– მუშაობა არხანგელსკის ოლქში დავიწყე. კარგი მომარაგება მქონდა, ვერტმფრენი მემსახურებოდა. ვინც ხე-ტყის დამუშავებაზე ყველაზე უკეთ იშრომებდა, როგორც პრემიას – სტომატოლოგს უგზავნიდნენ ხოლმე. ჩავფრინდებოდი ვერტმფრენით, მიმქონდა სავარძელი, ბორმანქანები და კარგი ხარისხის მასალები. იქ გამომიყოფდნენ ხის სახლს და მთელი რაიონი დადიოდა სამკურნალოდ. მაგრამ, იმ ოლქში მხოლოდ სტომატოლოგი არ სჭირდებოდათ: 200 კილომეტრის რადიუსში ექიმი კი არა, ექთანიც არ ჰყავდათ. ყველა ტიპის სამედიცინო საქმიანობა მიწევდა, გარდა მშობიარობის მიღებისა.  ყველგან ჰყავდათ თავისი ბებიაქალი. 

გეტყვით, რატომ ავირჩიე მედიცინა: ბებიაჩემი მალამოს ამზადებდა თავისი საიდუმლო რეცეპტით, რომელიც წინაპრებისგან თაობებს გადმოეცა. 

– უშუალოდ თქვენი ბიზნესსაქმიანობა როგორ დაიწყო?

– არხანგელსკის ოლქში ძალიან კარგი სამედიცინო გამოცდილება მივიღე. 1989 წელი იყო. მამაჩემი მეუბნებოდა: შვილო, ჩამოდი, შენ უნდა მოგვხედო მშობლებს, გეყოფა რუსეთში სიარული. თან, შეგიძლია, აქაც აიღო პატენტი და კაბინეტი გახსნაო. მეწარმეობისკენ სწრაფვა ყოველთვის მქონდა და ჩავედი ხაშურში. მაშინ აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფო სამსახურიც მქონოდა. ჯერ დავიწყე მუშაობა ხაშურის გალანტერიის ფაბრიკაში, მერე – პოლიკლინიკაში, და, ამის შემდეგ, სახლში, პირველ სართულზე ჩემი სტომატოლოგიური კაბინეტი გავხსენი. ორი წელი ვიმუშავე ხაშურში. დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ჩვენს სახლთან რიგები იდგა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პეტერბურგში ნაცხოვრებ ადამიანს იქ ყოფნა ძალიან გამიჭირდა. მშობლებს ვუთხარი, მასალები გამითავდა, წავალ ლენინგრადში და ჩამოვიტან-მეთქი. ბოლოს მამა მიხვდა, რომ დამბრუნებელი აღარ ვიყავი... პეტერბურგში, „დესიატაია სოვეტსკაიას“ ქუჩაზე ვნახე ფართი – 67 კვადრატულმეტრიანი, 3-ოთახიანი ბინა პირველ სართულზე, სადაც კლინიკა გავხსენი. რემონტს მუშებთან ერთად საკუთარი ხელით ვაკეთებდი. კლინიკა იქ ახლაც არის, რომელსაც, ალბათ, მუზეუმად გადავაკეთებ. თანამედროვე მსოფლიო ტექნოლოგიები რუსეთში პირველად მე შემოვიტანე: ბახილები, ხელთათმანები და ნიღბები, რომელიც რუსეთში საერთოდ არ იყო, პირველად ჩვენს კლინიკაში შემოვიტანე. ორი  წლის შემდეგ ნევის პროსპექტზე 550 კვადრატული მეტრი ფართის შენობა გაიტანეს აუქციონზე, რათა იმ შენობაში სტომატოლოგიური კლინიკა გახსნილიყო  და 1995 წელს ამ შენობაში მე გავხსენი კლინიკა. 

– სამედიცინო კლინიკები მაშინ სრულიად ახალი ხილი იყო.

– დიახ, მაშინ ყველა ბიზნესი წავიდა ნავთობის და, ასევე, უფრო შემოსავლიან სხვა სფეროებში. მედიცინისთვის ვის ეცალა?! ჩემი მეგობრები, რომლებიც მაშინ მსხვილ ბიზნესში ჩაებნენ, ერთხელ მეუბნებიან: ოდესმე 5 მილიონი დოლარი გინახავს? თუ გინდა, გაჩვენებთო – და გამიყვანეს ოთახში, სადაც დოლარების 100 000-იანი დასტები ეწყო. გავგიჟდი. მედიცინაში მაშინ სად იყო ამდენი ფული.

 როცა ჩემი სისტემა „მედი“ გაფართოვდა და პეტერბურგის ელიტამაც ჩვენთან დაიწყო სიარული, ჩამოყალიბდა სიტუაცია: „მედი“ და დანარჩენები. ჩემთან დადიოდა პეტერბურგის პოლიტიკური ელიტაც – ის ადამიანები, ვინც ახლა სახელმწიფო მმართველობაშია. ჩემი პაციენტი იყო ანატოლი სობჩაკი. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები გავხდით. მის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ. მისი სახელის უკვდავსაყოფად თბილისში სობჩაკის ძეგლი დავდგი.

სტომატოლოგიით დავიწყეთ, მაგრამ, შემდეგ პროფილი გავაფართოეთ: ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა, ლაზერული კორექცია. ახლა რამდენიმე კლინიკა მაქვს, სულ – 18. კომპანიის წლიური მოგება ათი მილიონი დოლარია, სისტემა გამართულად მუშაობს. 

– თქვენი ოჯახი ახლა პეტერბურგში ცხოვრობს?

– დიახ, ჩემი ოჯახი ამჟამად სანკტ-პეტერბურგშია. მეუღლე თბილისელია – ირინე კანდელაკი. უფროსი გოგონა 19 წლის არის, მესამე კურსზეა, სამედიცინოზე სწავლობს. შარშანწინ ტყუპი ბიჭები შეგვეძინა, ასე რომ, მემკვიდრეები მყავს. მინდა, რაღაც სრულიად ახალი გავაკეთო. ეს არის გამაჯანსაღებელი სისტემის შექმნა. მით უმეტეს, რომ ამ გამაჯანსაღებელ სისტემაში 2004 წელს მთლიანად ჩავერთე. იმ დროს საშუალოდ 170-172 კილოგრამს ვიწონიდი. 164 კილოს რომ ვიწონიდი, მაშინ დავიწყე პროცედურების ჩატარება და 90 კილოგრამამდე ჩამოვედი. 74 კილოგრამი რომ გავხდი, ერთი წლის განმავლობაში.  ექიმების გუნდთან ერთად შევიმუშავე გამაჯანსაღებელი და არა გასახდომი სისტემა. გაჯანსაღება ავტომატურად გახდომასაც იწვევს. გაჯანსაღებით გახდომა სხვაა და დიეტით წონის მოკლება – სხვა.  

– რას მოიცავს ეს გაჯანსაღების სისტემა?

– სწორ კვებას, სწორ ფიზიკურ აქტივობას, ესთეტიკურ მედიცინას, გენეტიკურ ანალიზს, ორგანიზმის მდგომარეობის სისტემატურ კონტროლსა და კორექტირებას, რაც გულისხმობს სისხლის ანალიზზე დაკვირვებას, მიკროელემენტების მდგომარეობის ღრმა და საფუძვლიან კონტროლს. კარგი ექიმების გუნდი მყავს. Anti-Aging Medicine-ზე (დაბერების საწინააღმდეგო მედიცინა) მუშაობს ჩემი გუნდი. 

– როგორც გავიგე, საქართველოში „ველნეს“, ანუ გაჯანსაღების ტექნოლოგიები შემოგაქვთ.

– საქართველო  ასეთ გარემოს შექმნას იდეალურად მიესადაგება. ჩვენთან ბევრი კლიმატური ზონაა; მინერალური წყლების,  სამკურნალო მცენარეების ყველაზე მეტი კონცენტრაცია საქართველოშია. ამიტომ, გადავწყვიტე, აქ განვავითარო „ველნეს“ ინდუსტრია. რატომ ავირჩიე კოჯორი?!  ბუნებრივად კარგი ადგილია, თბილისთან ახლოს. მსოფლიოში ბევრი კარგი „ველნეს ცენტრი“ მინახავს, მაგრამ, მათი პრობლემა ქალაქიდან სიშორეა. მთასა და ტყეში მაღალი დონის პერსონალს ვერ ნახულობენ.  კოჯორში ზღაპრული სამყარო იქმნება. ვმუშაობთ ორ პროექტზე: ერთი – ეს არის გამაჯანსაღებელი პრემიუმ-კლასის კომპლექსი მილიონერებისთვის – სამყაროს ყველაზე შეძლებული ფენისთვის, ექსკლუზიური განათების სისტემით, დახურული ეზოთი, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ისეირნებენ; ეს იქნება ცენტრი, სადაც ერთად მოიყრის თავს საქართველოს ყველა სიკეთე  მაგნიტური ქვიშები ურეკიდან, სამკურნალო წყლები ბორჯომის ხეობიდან, წყაროს წყლები რაჭიდან, ტალახები სხვადასხვა რეგიონიდან აქამდე სპეციალური მანქანებით მოვა. მაგნიტური ქვიშა გაიცრება, გათბება და იმ მდგომარეობამდე მივა, როცა ის ყველაზე უკეთ მოქმედებს; იქნება სპეციალური მოვერცხლილი ხის აბაზანები ქვიშისა და ტალახისთვის; იქნება ყურძნის სპა-ოთახები. ღვინოთერაპია საკმაოდ პოპულარულია მდიდარ ადამიანებში და ჩვენ მისი გამოყენების დიდი რესურსი გვაქვს. ამ კომპლექსში სულ 15 ნომერი გაიხსნება, მაქსიმუმ 30 ადამიანზე და საწყისი ფასი დღე-ღამეში 1 500 დოლარი იქნება.  პარალელურად ვმუშაობთ მეორე პროექტზე: კოჯრის ტყე-პარკის ღია სივრცეში განთავსდება მოსასვენებელი ადგილები, სადაც თითო ადამიანს თავისი ინდივიდუალური „ველნეს თერაპევტი“ ეყოლება და საკუთარი, ინდივიდუალური პროცედურები ექნება. აქ ყველა ფენის ადამიანები შეძლებენ სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნვას. ეს იქნება საზოგადოებრივი ზონა ჯანსაღი სამზარეულოთი, საკონცერტო დარბაზით, საგამოფენო სივრცით და სხვა. ადამიანს ხომ არა მარტო ფიზიკური, არამედ, ფსიქოლოგიური გაჯანსაღებაც სჭირდება.

скачать dle 11.3