კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა უკვე შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება თავიდან? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნის განახლება შესაძლებელია. კერძოდ, თუ ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება ან სასამართლომ გააუქმა განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს. სისხლისსამართლებრივი დევნის განახლების შესახებ წერილობით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატსა და დაზარალებულს. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, მოწმის დაკითხვის დროს შეიძლება თუ არა მას მხარემ დაუსვას ნებისმიერი კითხვა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. შესაბამისად მას კითხვა უნდა დაესვას მხოლოდ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელსაც შემხებლობა აქვს კონკრეტულ ფაქტთან ან საქმესთან. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა დაკითხვის დროს მოწმეს დაესვას კითხვა არის თუ არა ის ნასამართლევი?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ეს საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისთვის.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, გამაცნოთ ზოგადად როგორია მოწმის დაკითხვის წესი და რა წესები უნდა დაიცვას მხარემ მოწმის დაკითხვისას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ, მოწმეს განუმარტავს უფლება-მოვალეობებს – რა საქმეზეა გამოძახებული; რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის, და აფრთხილებს, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ასევე, განუმარტავს, რომ ის ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი, ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო კი ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.  დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც საქმესთან დაკავშირებით იცის. პასუხის გაცემისას, რომ შეაწყვეტინონ დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით, შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით, შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ კი, მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია მოწმის ჯვარედინი დაკითხვა აწარმოოს. 

კითხვა: მაინტერესებს, შეუძლია თუ არა მოწმეს დაკითხვის დროს თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა ტექნიკური საშუალება გამოიყენოს? 

პასუხი: გაცნობებთ, თუ მოწმეს უჭირს რომ, სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იყო, მას შეუძლია, თავისი ჩვენება სხვა ნიშნობრივი ფორმით ჩამოაყალიბოს, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია, ასევე, გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ განიხილავს პირისთვის ნასამართლეობის მოხსნის საკითხს და რა პროცედურებია ამისთვის საჭირო?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ნასამართლობის მოხსნის საკითხს, სასჯელმოხდილი პირის შუამდგომლობით, განიხილავს გადაწყვეტილების მიმღები პირველი ინსტანციის სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე. ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, შუამდგომლობის ხელახლა დაყენება შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა დამატებითი ექსპერტიზისთვის დანაშაულის შედეგად დაღუპული პირის გვამი საფლავიდან იქნეს ამოღებული და თუ შეიძლება, რა შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია (გვამის საფლავიდან ამოღება). მხარე შუამდგომლობით გამოძიების ადგილის მიხედვით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება. ექსჰუმაციის შესახებ განჩინება სავალდებულოა დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციისათვის (თუ ასეთი არსებობს), გარდაცვლილის ნათესავების და სხვა პირებისთვის. 

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს ბრალდებულის საბოლოო სიტყვა და რა შემთხვევაში აქვს ბრალდებულს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მხარეთა მიერ დასკვნითი სიტყვების წარდგენისა და რეპლიკით გამოსვლის შემდეგ, ბრალდებულს უფლება აქვს, სურვილის შემთხვევაში, საბოლოო სიტყვით გამოვიდეს.  სხდომის თავმჯდომარეს უფლება არ აქვს, დაადგინოს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია, შეაჩეროს ბრალდებული, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან, ან რომელიც არ გამოკვლეულა პროცესის განმავლობაში.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, განაჩენის გამოტანიდან რა ვადაშია სასამართლო ვალდებული, ბრალდებულს ან მის დამცველს გადასცეს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ასლი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ განაჩენისა და განსხვავებული აზრის ასლი მსჯავრდებულს ან გამართლებულს და ბრალმდებელს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღისა. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით იმავე ვადაში გადაეცემა.

скачать dle 11.3