კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულმობრუნებული

ალიბი – ინტიმური ცხოვრებისთვის

 

რაკი დიდმა პუტინმა ბრძანა, ემბარგოს მოვხსნი ქართულ პროდუქტსო  (და მერე რა, რომ ემბარგო არც არასდროს დაუწესებია რფ-ს და ქართული პროდუქცია უხარისხობის გამო დაიწუნა), მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსაც მოუბრუნდა ჩვენკენ გული, თუმცა ისიცაა, რომ, სახელდობრ, „ზედაზნისკენ“ გული კარგა ხნის წინათ მიიბრუნა: მოგეხსენებათ, ეს კომპანია უკვე მუშაობს რფ-ის ბაზარზე.

ჯერჯერობით საქმე სიტყვას თითქმის არ გასცდენია, მაგრამ, რუსული მედიის ცნობით, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს განუცხადებია, რომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების სისტემური საკითხების განსახილველად საქართველოში ჩამოსვლას „სობსტვენნოი პერსონოი“ აპირებს.

რფ-ის მთავარი სანიტარი პიონერულ მზადყოფნაშია ჩამოსასვლელად, ოღონდ, მას შემდეგ, რაც რფ-ის გულში 4 თებერვალს ქართულ დელეგაციას შეხვდება რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების საკითხზე მოსალაპარაკებლად.

მართალია, სტუმარი ღვთისაა (ისე, სტუმარსაც გააჩნია), მაგრამ, პატ. ონიშჩენკოს აქეთ ჩამოსვლას ჩვენი ღვინისა და მინწყლების იქ წასვლა არ აჯობებდა?!

 

скачать dle 11.3