კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟალუზებით დაკავებულები

თბილისში, ქუთაისში თუ ვენერაზე?

იმის მიუხედავად, რომ ქუთაისში პარლამენტის ყოფნა-არყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშაა, გამჭვირვალე შენობაში, ბუნებრივია, სამუშაო კაბინეტები 150-ვე დეპუტატისთვისაა მოწყობილი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კანონმდებელთა ნაწილი საკუთარ ოთახს არ იყენებს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ შენობის აგება 360 მილიონი ლარი დაჯდა (ზედაც, დამატებითი თანხა სჭირდება რაღაც-რაღაცეების გამართულად მუშაობისთვის და არანაკლები – გამჭვირვალების გასაგრილებელ-გასანიავებლად), სხვა რომ არაფერი, ეს ფაქტი საწყენია.

რაკი 360 მილიონი შთამბეჭდავი თანხაა (შთამბეჭდავი, ცხადია, საქართველოს მოქალაქისთვის, თუმცა, ლამის ჯიბის ფული – ხალხის რჩეულთა ხელფასისთვის), ბუნებრივია, რომ შენობა აპარტამენტების ნაკლებობას არ უჩივის, ოღონდ, მხოლოდ კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის, ვიცე-სპიკერებისთვის, ფრაქციის თავმჯდომარეებისა და უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებისთვის. რიგით დეპუტატებს ჩვეულებრივი სამუშაო ოთახებით უწევთ საკანონმდებლო ჟინის მოკვლა.

როგორც აღმოჩნდა, სამუშაო ოთახებს უმეტესწილად უმცირესობის წევრი ის დეპუტატები არ იყენებენ, რომლებსაც გამორჩეული აპარტამენტები არ ერგოთ, ანუ, პარლამენტის რიგითი წევრები ბრძანდებიან, საპარლამენტო თანამდებობების გარეშე. რიგითი უმცირესოელები, თურმე, ხალხის რჩეულ გოკა გაბაშვილის ფრაქციისთვის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განკუთვნილ კაბინეტში იკრიბებიან.

მაგრამ, რაკი ერთიც მგლისკენო, ისიც უნდა ითქვას, რომ დეპუტატებს სამუშაო კაბინეტში დისკომფორტს ჟალუზების არარსებობა უქმნიდათ, თუმცა, ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილა და, რათა ჩვენს რჩეულებს თვალებში მზემ არ შეუჭიტინოს, მათ 100 მილიონი ლარის ჟალუზები უკვე შეუძინეს.

რადგან საგაზაფხულო სესია 5 თებერვალს იწყება, მხოლოდ ამის შემდეგ თუ გავარკვევთ, რამდენად დააკავებს თავიანთ სამუშაო კაბინეტებში კანონმდებლებს ჟალუზები, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების წინააღმდეგი ძირითადად უმცირესობის წევრები არიან, ზედაც, დავამატებთ, რომ ისინი თავიანთ სამუშაო კაბინეტებს დანიშნულებისამერ არ იყენებენ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, საკუთრივ პარლამენტის შენობა თბილისში იქნება, ქუთაისში თუ, საერთოდაც, ვენერაზე?!  

скачать dle 11.3